Saturday, June 22, 2024

ქალი, სურათის კომენტარად

,,აფროდიტას მარგალიტი", მხ. ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის სურათის კომენტარად
ქალი
ბევრი თქმულა ლამაზ ქალზე,
ბევრიც კიდევ ითქმება,
ის - სამყაროს დიადემა,
ის - სამყაროს დიდება.
ქალი ყველა ლამაზია,
ყველა ქალი ქალია,
თუ ეფერე, ადედოფლე,
ყველა დედოფალია.
ქალი მარგალიტით ხელში,
ვით არ არის ქალღმერთი,
ყველა ქალი აფროდიტა,
ყველა კვესის აბედი.
ფიქალია მისი ტანი,
მარმარილოს ვარდია,
სურვილების კიდობანი,
ცის ანგელოზს ადრიან.
ზღვის ტალღებში დაიბადა,
აღმოცენდა ქაფიდან
და იმისი სილამაზის
გადმოგვსხმოდეს წყალი და...
მაია დიაკონიძე
22.06.2024 წელი

No comments:

Post a Comment