Sunday, June 23, 2024

ვგონებ

ვგონებ
ზოგჯერ, ვგონებ, გამიმართლა,
ზოგჯერ გამიმართლა, არც კი,
გულში სანთელი რომ მენთო,
მაშინ განვიცადე მარცხი,
ვით მედეას, ბედს რომ ენდო,
შეელია ოქროს საწმისს,
ამერია გზები ერთობ
და დამსხვრეულ ვარცლთან დავრჩი...
მაინც არ გემდური, ღმერთო,
ყველა ვუბრუნდებით საწყისს.
მაია დიაკონიძე
21.06.2024 წელი

No comments:

Post a Comment