Thursday, June 13, 2024

საქართველო ავირჩიე!

საქართველო ავირჩიე!

რომ შევავსე საკვოიაჟი,
რაღაც დამრჩა, მოველ უკან,
გეყოფაო ვოიაჟი,
გადაშალეს ჩემ წინ რუკა.

მითხრეს: - ერთი ქვეყანაა
და მას ჰქვია -საქართველო, -
ოქროსფერი ჩანდა ყანა,
ლალ-ზურმუხტით სავსე მდელო.

თქვეს: - მეტ განძს შენ ვერსად ნახავ,
ვერც კაცის სულს, ასე ძლიერეს,
ამიტომაც ჩემს სამშობლოდ
საქართველო ავირჩიე.
მაია დიაკონიძე
12. 06.2024 წელი

No comments:

Post a Comment