Saturday, June 22, 2024

როცა...

 როცა ღონივრად დაბერავს ქარი

და უკანასკნელ ფოთოლს წამაცლის,

ხომ დავფიქრდები სულ ერთი წამით, -

რა იყო აზრი ქვეყნად ჟამთასვლის.

თუ კი ვერ დარგე ორიოდე ხე,

საჩრდილობელად ღვთისნიერ კაცთა,

ვერ მოუსმინე მზიან სონეტებს,

გულთა ციალი ერთმანეთს ასცდა.

თუ არ შეერწყე მშობლიურ მიწას,

როგორც ბალახი, მისი ნაწილი,

თუ  სხვის გასაჭირს დაუხვდი ცივად,

ვეღარ გამოზარდე მართვე არწივის.

რაღა იქნება შენი ცხოვრება, -

ვალმოუხდელი კაცის ყიალი,

არ გეღირსება ღვთისგან ცხონება,

სასუფეველი სხივმადლიანი.






No comments:

Post a Comment