Thursday, June 27, 2024

შორენას ბედი


მფრინავ პეპელას რა უნდა ნეტავ?!

წოვოს ყვავილის ტკბილი ნექტარი,

ეწიოს ფიქრებს ნაზსა და ნეტარს,

როგორც ასული ციხე  კვეტარის.

და თუ გაფრენაც იქნება ბოლო,

ხანმოკლე არის სიცოცხლე პეპლის,

ნუ აღმოჩნდება ეს ფრენა  ოღონდ,

გაზიარება შორენას ბედის.

27.06.2024 წელი





No comments:

Post a Comment