Sunday, June 23, 2024

შენ არაგვივით მოჰყეფდი! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

შენ არაგვივით მოჰყეფდი!
შენ არაგვივით მოჰყეფდი,
მე მტკვარსა ვგავდი ფიქრიანს
და მხოლოდ სვეტიცხოველთან
ერთად ყოფნობამ გვიწია.
შევერთდით გულაჩვილებით,
შენ - ონისე, მე - ძიძია,
თავსაც კი მოგაშვილებდი,
ოღონდ არ გეთქვა: - სხვისია.
ოღონდ სულ შენთან მეთია,
გვხუროდა ცა ვარსკვლავების,
მაგრამ ცხოვრება მეტია,
ვიდრე მოხვევნა მკლავების.
მაია დიაკონიძე
23.06.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
,, მას მერე ვერვინ წამართვას,
ვინც ამ მკლავების ტყვე არის”
მგონი— ტარიელ ხარხელაურისაა!!!
,,მაგრამ ცხოვრება მეტია,
ვიდრე მოხვევნა მკლავების”—- ეს ცხოვრებისეული სიბრძნეა და გასათვალისწინებელია!!! ანუ,
ა ფ ო რ ი ზ მ ი ა !!!
მადლობა ქალბატონ მაიას!!!

No comments:

Post a Comment