Monday, June 24, 2024

 მთვარე თეთრი გზად მომყვება,

არ მაცილებს დიდრონ თვალებს,

თანაც დიდ ამბავს მიყვება,

უყვარდაო გალას ღამე.

მეც მინდა რომ დავინახო,

მთვარის შუქზე კაცი ქუდით,

სუფრას გავშლი საინახოდ...

ღამე გვადგას თავზე  ქურდი..

ვხედავ, აგერ ჩამომჯდარა,

მთვარის ბადრო თეფშად უდგას,

და მომესმის მე მუდარა:

- საქართველო იყოს მუდამ!

დამიძახა: - ბიძიკოო,

მიწა თქვენთვის ალალია,

და ოდითგან ეს იყოო, -

სიტყვა გულის წამალია.

გამელია მე ის ღამე 

მოვარდისფრო ზმანებებში,

არ შესრულდეს ქვეყნად საქმე,

რაც უფლისგან არ ეგების.








No comments:

Post a Comment