Thursday, June 27, 2024

ექსპრომტად დაგვიანებულ ,,ე-ჯ"-ს!

 ექსპრომტად დაგვიანებულ ,,ე-ჯ"-ს.

1.შენ რომში გელის შენი წილი
ვარდების კონა...
და შენი წასვლის სურვილი თუ
მართლა დიდია,
მომდევნო რეისს დაელოდე,
რამ დაგაღონა,
ხომ გაგიგია:,,ყველა გზები
რომში მიდიან!"
2.არვის დაუთმო ეგ ბილეთი,--
ბოლოს ინანებ,
ირგვლივ მრავალი მეკობრეა
და მოთარეშე,
სხვები მომკიან შენს მოსამკალ
ხოდაბუნ ყანებს,
შენ კი დარჩები
საოცნებო რომის გარეშე.
3.არა მჩვევია ცუდ-უბრალოდ
ფიცი და მტკიცი,
ალბათ თვითონაც მრავალ მარშრუტს
ერთურთს ადრიდი...
რჩევას კი მოგცემ,რადგანაც ეს
ნამდვილად ვიცი:
რ ო მ ს ვერ შეგიცვლის,ვერც პარიზი
და ვერც მადრიდი.
P.S.,,ყველა გზა რომში მიდის!"
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.24.06.2016 წელი.

No comments:

Post a Comment