სახუმარო-სალაღობო
ღიმილი
მომაგებე ეგ ღიმილი, შემიკეთე სადილი,
რომ მოვიკლა შენი ნახვის წყურვილი და წადილი,
მზე ხარ დიდი და ბავშვივით შენს სხივებში თამაშობ,
მე კი მტოვებ მაგ ღიმილის წინ კვლავ უიარაღოდ.
ეგ ღიმილი ჩამრჩენია გულში, თვალში, უბეში,
მზეო, ცოტა გამიღიმე, ჩემთვის იყოს ნუგეში,
თორემ ამდენ ყვავილებში მოსულებში სალაღოდ,
მე თუ მარჩევ, ვისეირნოთ მთის გადაღმა საამოდ.
მაია დიაკონიძე
19.11.2024 წელი
Tuesday, November 19, 2024
სახუმარო-სალაღობო, ღიმილი
Monday, November 18, 2024
სახუმარო
სახუმარო
სხვასთან სტუმრად რავა მივალ,
ვუთხრა, როგორ ვაფასებ,
თუ გავსინჯე ცოტა ღვინო,
აუშვებენ ნაგაზებს.
იტყვიან, რომ მომიპარავს,
რაც ვცეცხლე და რაც ვჭმე,
ვეტყვი, ბიჯოს, ეგ სტრიქონი,
სხვას ასვი და აჭამე.
მაია დიაკონიძე
17.11.2024 წელი
ყველა რ
სალაღობო
ყ
სალაღობო
ლექსის წერა და წაკთხვა
ვეღარაფრით გავბედე,
როცა ვხედავ მოელვარე
პოეტურ კვეს-აბედებს,
აგერ პოეზიის მეფე
ზევით ხოხობს მიაფრენს,
ვითღა დავწერ უფრთო სტრიქონთ,
უნაიროთ, იაფებს.
ბუმბულიც კი აუშლია,
ზურგს უმშვენებს ხოხობი,
სიყვარული ნაღდი არის,
განა ჭორი ორღობის.
მათი თავგანწირვის მომსწრემ,
ლექსი სულ სხვას მივანდე,
თუღა დავწერ, - მათ საქებარ
მონოლოგს და ტირადებს.
მაია დიაკონიძე
13.11.2024 წელი
ლურჯი ფერი
ლურჯი ფერი
ფერი დააკლდა თითქოს პალიტრას,
შენი თვალების აღარ ჩანს ლურჯი
და ტილოებიც თითქოს ატირდა,
ისროდა შხეფებს წვიმა დილიდან,
ვიჯექი სკამზე ქვასავით მუნჯი,
არა ჰყოფნიდა მხოლოდ სიცილად
ჩემი დარდები მათხოვარს ქუჩის.
როგორც ნაერთი ბმა იონურის,
არამეტალის და ბრმა მეტალის,
არარა იყო აქ ხელოვნური,
ბოძს მიკრობოდა, როგორც მედალი.
ელვას გაეპო იმისთვის მკერდი,
ხელნი ჯვარივით ბოძზე დაეწყო,
გარეთ ისმოდა ოპერა ვერდის,
ლურჯ ფერს იმისი სული აევსო..
მაია დიაკონიძე
5.05.2023 წელი
სიმღერა (სატრფიალო)
სიმღერა
არ მომერიოს ქარცივი,
არ შემხვდეს ყინვა, თოში,
შავი კლდისა ვარ ღიმილი,
მზევ, ნუ დამტოვებ თოვლში!
მაია დიაკონიძე
15.11.2024 წელი
მინიმა (პატრიოტული)
****
ჩამოიგლიჯე ქართული რუკა,
და ახლა სულ სხვა სითხით ივსები,
სამშობლო გიდგას, ვერა გრძნობ, უკან?!
ყველაზე უფრო დასაფიცები.
16.11.2024 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)