მე რომ მეგონა, არც ისეთი ლამაზი არ ხარ,
შემოგრღვევია ეგ ქათიბი, ძლივს ახელ თვალებს,
დიდი ხანია ვეღარ აგნებ მწვანე იალაღს,
და მხოლოდ ღამეს უზიარებ უსიზმრო დარდებს.
მე რომ მეგონა, არც ისეთი ლამაზი არ ხარ,
შემოგრღვევია ეგ ქათიბი, ძლივს ახელ თვალებს,
დიდი ხანია ვეღარ აგნებ მწვანე იალაღს,
და მხოლოდ ღამეს უზიარებ უსიზმრო დარდებს.
მე მიხარია, რომ ფიქრობ ჩემზე
და ჩემს ოცნებებს შეასხი ფრთები,
ლაღად დავფრინავ მთვარეზე, მზეზე
და შენს სხივებში ჩიტივით ვთბები.
ცა კუშტად მოიბურება,
თითქოს შემოსეს ჩადრით,
გამოამჟღავნებს ბუნებას,
კაცია არის თუ ქალი,
დასჭექს და დაიგრუხუნებს,
ელავს, ეშმაკობს, ანცობს,
იმას როგორღა მივენდო, –
ვინც მართავსბ ეშმაკთ საძმოს
შენა ხარ ჩემი წრეწირიც, ქორდაც
და გადაკვეთის ყველა წერტილი,
როცა მზე მიწას იებით მორთავს,
თავს დამატყდები ვით ქარტეხილი.
ააბრიალებ ჩემს გულში კოცონს,
და როგორც შეშას, ვნებებში დამწვავ,
თვითონ არ იცი, თუ როგორ მომწონს,
როცა შორიდან მისინჯავ მაჯას.
შენზე ნაფიქრალს ვუტოვებ ღამეს,
ოცნების თვალებს ვარსკვლავთა ჩარდახს,