რადგანაც გიყვარს, აენთე და გადიქეც ხანძრად, რადგანაც გიყვარს, აზრი არ აქვს გრძნობების მალვას, დაე, იცოდეს დედამიწამ, ერთი ხარ მისთვის, რომ არ არსებობს უკეთესი საქმით და სიტყვით.
სული მომიშთო ზამთარმა და მსუსხავმა ყინვამ, კვლავ გაზაფხულის მოლოდინში ვტირი და ვგმინავ, ალბათ, მორჩება ის წყლულები, რომ მწვავს და მტკივა, უკვდავების წყალს ვიპოვი და მოვარჩენ მტირალს.