სასწაულების უკვე არ მჯერა!
სასწაულების უკვე არ მჯერა
და ზეციდანაც არაფერს ველი,
თუმც ბავშვი ცხოვრობს ჩემს გულში ჯერაც,
კაბა რომ ეცვა პეპლების ჭრელი,
ვეფარებოდი მეგონა ვარდნარს,
მოაქვთ და მოაქვთ ამბები ცუდი,
იქ, სადღაც ჯიხვი კლდეს გადავარდა,
იქ დედაბერი ჩახანას უზის,
შიგნით წყალია, სხვა არაფერი,
თუხთუხებს ქვაბი, ორთქლი სდის შიმშილს,
მეგონა, შვრიით სავსე თავლების
პატრონი ვიყავ, მიკრთება შიში,
რომ ვეღარ ვასწრებ უკვე ვერაფერს,
ვით მომიტანა, წამიღებს ქარი
და ვეღარ ვითვლი, ეს მერამდენედ,
დრო მეჩხირება ყელში ვით ძვალი.
მაია დიაკონიძე
7.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment