Saturday, July 13, 2024

წიქარა, ზინა სოლომნიშვილი, წიქარა, პასუხად, ავტ. მაია დიაკონიძე

ზინა სოლომნიშვილის ეს საოცარი ლექსი წავიკითხე და პასუხიც მომიფრინდა თავში, აბა, ნახეთ, თუ მოგეწონებათ:
წიქარა
ჩემი ფიქრები
ზამბახებივით
ზეცამ თავ-პირზე
გადაიყარა,…
ვაიმე,
იქნებ
მგლებმა შეგჭამეს,
რომ აღარ მოხველ,
ჩემო წიქარავ!
გეძებ
გეძებ და
უკან მომყვება,
ჩემივ ცრემლებით
დანამული გზა,…
თუ ცოცხალი ხარ,
ნუთუ არ გესმის
წიოკი ჩემი სალამურისა?..
ზინა სოლონიშვილი
წიქარა
მე იმას, ის სხვას ეძახდა,
ზარი ისმოდა გაბმული,
ნიავი ფარჩას წეწავდა,
წიქარა იყო დაბმული.
აიწყვიტა და დაეშვა,
გაწითლდა ლურჯი ვენახი,
ჭიგო იქ იდგა ფარეშად,
ლამაზ დედოფლის მწედ არი.
წიქარამ თავი ტყეს მისცა,
აქა-იქ გაჩნდა ალები,
ჩაიგრიალა ხერთვისთან,
ქვას შეატოვა ნალები.
სალამურის ხმა ენიშნა,
ცრემლი გადმოსკდა ნისლადა,
ლუკმა არ გახდა მგლებისა, -
პატრონთან მთა-კლდედ მიზვავდა.
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი




No comments:

Post a Comment