Saturday, July 6, 2024

წამოგვაყენეთ!

წამოგვაყენეთ!
თუ ერთმანეთის ჩვენ აღარ გვესმის,
მუხებს გლეჯს ფესვით ქარი აშარი,
ვარდის მაგივრად ვახარეთ ძეძვი,
ვინღამ ატაროს ჯვარი ლაშარის..
დიდ სასაფლაოდ ვუმზერთ ჩვენს მიწას,
გმინავენ უკვე წინაპართ ძვლები,
- მოიზილება ახალი თიხა?!
წამოგვაყენეთ, - მოისმის ხმები!
აგერ ამირან ჩამოხსნეს კლდიდან,
ბადრი, უსუპი მოდიან ძმები,
წამოიმართა კოპალა ქვიდან
და იახსარი მოუდგა გვერდით.
- მოიზილება ახალი თიხა?!
წამოგვაყენეთ, - ყვირიან ხმები,
ველოდოთ კიდევ გრიგალებს დიდხანს,
თუ შევარყიოთ სამშობლოს მთები!
მაია დიაკონიძე
6.07.2024 წელი
კოპალა, იახსარი - გმირები ღვთიშვილთა რიგიდან, დაამარცხეს დევები, რის მერეც ისინი უხილავნი გახდნენ

No comments:

Post a Comment