Saturday, July 6, 2024

უკვე ალაგდა მისი გზის სუფრა,სოფლის ბელტებზე მოხეტიალე,როგორც ორმოცი დღის ჭირისუფალს,ქარი ნისლის წვერს პარსავს თრიალეთს.. ჯვრად მიიჩნევენ,მის თავთით ორ ჯოხს,საფლავიც ისევ,ქვას და ღორღს მიაქვს, და დიდ ქვეყანას,ახლა ,რომ გოჯობს,მისი სიკვდილის სამშობლო ჰქვია..ამბობენ,ზეცას,სხვა თვალით შემვლებს,ჭიქაში ტევდა სოფლის კაცებთან,კი არ ლოთობდა,დაუღვრელ ცრემლებს ,იესოსავით ღვინოდ აქცევდა..ტკბილობდა მთვრალი სასწაულებით და მკერდში ,ხშირად ,გულსაც იქრობდა ,ზოგი ამბობდა,იყო სულელი,ზოგიც_ ,,პლატონზე კარგა დ ფიქრობდა,,...ღრმად,რომ თვრებოდა,მაშინ ტიროდა,მის მზერას შორით ვერ მოუვლიდი,აბრეშუმს ხევდა ზეცის ტილოდან და სიტყვებს ფრცქვნიდა ბროწულივით..ქელეხის მწდედ,რომ გააალალეს,თითქოს,არაფერს აღარ შიშობდნენ და ალავერდის ღმერთთან გადამსვლელს ,უკვე,ქორწილშიც არ პატიჟობდნენ..ამბობდნენ,თეთრი ეთო უყვარდან,მაგრამ ვინ სცნობდა ღატაკს საცოლედ,სამი დღე მჯადარა ჩამქრალ ბუხართან,ის გოგო,ბეხრეკს რომ გააყოლეს..სამი დღე,შავ_ თეთრ ფოტოს უცქერდა,მხარზე დაგდებულ შავი ნაწნავით და საუბრობდა სუფთა ფურცელთან ,ამოუთქმელი სიტყვის ნამწვავით
..მერე,ხელიდან სუმთლად წავიდა,ჩაქრა,ჩანავლდა და დაუძლურდა,ძლივს ,გამოუღეს ერთ დღეს წალდიდან, არათითი და..წალდი _ კუნძიდან..მას მერე,სოფლის საფლავებს თხრიდა,მკვდარს უსრულებდა ცოცხლის მოთხოვნებს, და გადაჰყავდა სუყველა მხრითა,ჯოჯოხეთიდან_ თეთრ სამოთხემდე...მარტის ერთ დილას,უცებ,მოთოვა და ტყემალს კვირტი ძირში ჩაუხმო,ხალხს შეუსრულა ბოლო მოთხოვნა და ღმერთს,წერილი თავად წაუღო...
მას შემდეგ,ეზოს გადაღმა ჩავლილ მგზავრებში ვეძებ_ სალმის მომცემად,რადგან,მიწაზე დაუმჩნევ კვალით,ზოგჯერ,უცნობი ,უფრო მეცნობა....

ყველა რეა

No comments:

Post a Comment