Monday, November 4, 2024

 ზოგმა ხანჯალი შეგარჭო,

ზოგმა - ისარი, ხიჭვი,

გარდმოგევლინა ზეგარდმო

ძალა, ხელახლა იშვი.


ქართულ მიწას და სალოცავს,

ისევ ქართველი ჰყიდის,

როგორც ასპიტი დაცოცავს,

არად დაგიდევს ტკივილს.


შენ მეცხრე ცაზე მაღლდები,

წინ კვლავ ნათელი გიძღვის,

როგორც ფენიქსი აღსდგები

შოთასეული ნიჭით.



Sunday, November 3, 2024

შენზე ვფიქრობ!

შენზე ვფიქრობ!
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათია,
და საათში თითქმის ყველა წამი,
შენზე ვფიქრობ, გადამივლის აპათია,
როცა ბრჭყვინავ მზეზე დილის ნამი.
რაღაც აღარ მანებივრებ შენი ხილვით,
შემოდგომის მზე ვარ, ასე ამბობ,
გეფარება, ვხედავ უკვე რუხი ნისლი,
მე კი მხოლოდ შენს დანახვას ვნატრობ.
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათია,
და საათში თითქმის ყველა წამი,
შენზე ვფიქრობ, გადამივლის აპათია,
როცა ბრჭყვინავ მზეზე დილის ნამი.
მაია დიაკონიძე
2.11.2024 წელი

Saturday, November 2, 2024

 გაიცვითა კიბეების საფეხური

და ცოდვები ჩამომსხდარან ვით კირთები,

ჩემს სილაღეს ჩამოაცვეს აპეური,

მომავალშიც, ნეტავ, ბედო, რას მპირდები.


მეუბნები, დატკბი ხეთა სილამაზით,

მეუბნები, თბილისი მზის ქალაქია,

მაგრამ მხარზე პაწაწინა ჩიტი მაზის,

მზის სხივები იმისათვის ალალია.


ის კი მზის ქვეშ ვერ პოულობს თავის ადგილს,

წყლის ნამშიც კი ვიღაც დიდი ეცილება,

ყვავს და ჩხიკვსაც უყვართ მხოლდ თავიანთი,

მე კი მხოლოდ ის ჩიტუნა მედიდება.





მინიმა

ვერ ვეწიე დიდებას,

ან ვინ გამადიდებდა,

მივყვებოდი დინებას,

გზა ჩაკეტეს დიდებმა.


მინიმები

 ისევ მინიმალური პოეზია:

***
სინდისი მძიმე ლოდებად მაწევს,
ვერ ვიცავ ცოდვათ შორის ინტერვალს,
მოვიშველიებ ბებიას საცერს,
ცოტა ფქვილი ხომ მაინც დარჩება.
***
ვფართხალებ, როგორც უმწეო ჩიტი,,
ძალიან მინდა ცაში გაფრენა,
მაგრამ ვიღაცა ცხვირწინ გზას მიჭრის,
ამბობს: - მიწაა შენი არენა.
მაია დიაკონიძე
2.11.2014 წელი

Friday, November 1, 2024

მინიატურა, გოდერძი ჩოხელის სახ, კონკურსზე გაგზავნილი

 

                                                   გიჟი თუ…            ავტ. მაია დიაკონიძე

      ზეწარი    დახია სამ ნაწილად, ერთმანეთზე გადააბა, ერთი ბოლო სახლში ტახტის ფეხზე დაამაგრა, მეორე აივნიდან გადაუშვა, ზედ დაკონწიალებას და ძირს ჩახტომას აპირებდა, რომ გარეთ ყვირილი ატყდა,   - რას შვრებით, ბატონო, რა სასიკვდილოდ გადაგიდიათ თავი?! - იძახდა ერთი შლიაპიანი ქალბატონი. -- სდექ, მეგობარო, - ვიღაცა კაცი გამეტებით იქნევდა ხელებს და შეჩერებას სთხოვდა. ნელ-ნელა ქვევით გვარიანად მოგროვდა ხალხი. ნახევრადგონებაზე მყოფი ძლივს-ძლივს არჩევდა სახეებს, .ზოგი ეშმაკს მიამსგავსა, ზოგი - ანგელოზს. ანგელოზები ეხვეწებოდნენ, არ გადმოხტეო. ეშმაკები კი უღიმოდნენ, თავისკენ იწვვდნენ, პატარა რქებს არც კი მალავდნენ. გაუგებრობაში მყოფი რამდენჯერმე მიიმალა სახლში, რამდენჯერმე გამოვიდა აივანზე. აგერ პოლიციელებიც გამოჩნდნენ, სიტუაცია დაზვერეს. კაცს ჩაეღიმა, - ესენიღა მაკლდნენ,  -- ,,ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო”, - ჩუმად ჩაიჩურჩულა. დრო გაიწელა, ზეწარს ქარი აფრიალებდა. ისევ მოჰკიდა ხელი, ისევ სცადა ხელის ჩაჭიდება  და გადმოხტომა. გარეთ ერთხმად იზმუვლა ხალხმა. ამან უეცრად შეაკრთო. უკან დაიხია. ისევ სახლში შევიდა. კარებში გასაღები გაჩხაკუნდა, სახლში შვილთან ერთად პოლიციელები შემოცვივდნენ. უკან ხელები გადაუგრიხეს და ტახტზე დასვეს. ზეწარიც ამოათრიეს ქვევიდან, ისიც გვრდზე ამოუდეს.

- რა გინდოდა, მამა, - რაზე ხტებოდი, - ესმოდა შვილის ხმა. - როდემდე უნდა აძახებინო ხალხს ,,გიჟი”? დავიღალე…

- აბა, რაზე ჩამკეტეთ? - გგონიათ ღვინის სმას გადამაჩვევთ?! ღვინო სიყვარულია, სიყვარული მწყურია, სიყვარული მაკლია… -  თავი ჩაქინდრა. იქით უწსრიგოდ მიმოფანტულ ფუნჯებს და საღებავებს გადახედა, ცოლის პორტრეტს. მერე დაუმთავრებელ სურათს მიაჩერდა.  სურათზე ფიროსმანი მოაბიჯებდა მისკენ ხელგაშლილი. უნდოდა, ამდგარიყო, გულში ჩაკრობოდა , წამოდგომა სცადა, პოლიციელებმა შეაჩერეს, ადგილზე დასვეს. კარგა ხანს წერდნენ დაკითხვის ოქმს, მეზობლებმა გამოგვიძახეს, უნდა შევადგინოთო. ამასობაში კაცი გამოფხიზლდა. პირობა მისცა იქმყოფთ, ამას აღარ გავაკეთებო. მამა-შვილი პირისპირ დარჩა, ორივე დუმდა.

-ხომ დავაყენე ფეხზე მთელი, უბანი. - აქირქილდა კაცი. ანგელოზები თუ დაინახეო, ჰკითხა შვილს. მიხვდა შვილი, რომ მამა ისევ არ იყო გონებაზე. სისხლი მოაწვა თავში. იმ ღამეს თვითონ გადახტა მეხუთე სართულიდან. ვერაფერი გაიგო მამამ. დაინახა, ერთი ანგელოზი როგორ გაფრინდა მიწიდან.

 

ავტორი: მაია დიაკონიძე

პირადობის ნომერი: 01007010461

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის პრ. 99ა, ბინა 25

ტელ. ნომერი: 551080607

ელფოსტის მისამართი:  sofochelidze88@gmail.com

მაცაცო (საბავშვო მოთხრობა)

                                    მაცაცო

       ერთ სოფელში პატარა გოგონა ცხოვრობდა. ძალიან უყვარდა თავისი სახლი და ეზო, არასოდეს დავტოვებო სოფელს, - ამბობდა გულში. უკვირდა, სხვები რომ ასე უდარდელად ემშვიდობებოდნენ იქაურობას და ქალაქში გარბოდნენ. აი, მისი მეზობელი გოგლა სტუდენტი გახდა და მას მერე სოფელში იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, ზაფხულობითაც კი არ უნდოდა ჩამოსვლა, ნასწავლი კაცი ვარ და თოხნა ჩემი საქმე არ არისო. თვითონ გოგონა პაპას სათოხარშიც მიყვებოდა, სამწყესურშიც. ახლომახლოებში თითოეული ხე და ბუჩქი ზეპირად იცოდა, ესიყვარულებოდა და ეფერებოდა. მაყვალი რომ დამწიფდებოდა, მეზობელ გოგონებთან ერთად ჩამოივლიდა სოფლის ორღობეებს და სავსე კალათით ბრუნდებოდა სახლში. ბებიაც ლოცავდა, პაპაც, დედაც და მამაც, ეს რა მშრომელი გოგო გვეზრდებაო.  ეზოს შუა მდგარი კაკალი გულს უხარებდა ბავშვს ზაფხულში ჩრდილით და შემოდგომაზე გემრიელი ნაყოფით. ბებიამ ასწავლა, რომ მისი ფოთლები ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოადგებოდა, რადგან მათ საკმაოდ მკვეთრი სუნი აქვს, მათი ნახარში კი უებარი წამალია სხვადადსხვა დაავადებებისთვის. კაკლის უღელი რომ იმუნიტეტს ამაღლებს, გოგონამ უკვე იცოდა, რადგან სოფიო დეიდა, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ხშირად სთხოვდა ხოლმე დედამისს, შემიგროვე, ბავშვებისთვის მჭირდება, ეს ოხრები სულ ავად არიან, ჟანგბადისგან დაიცალა ქალაქიო. ჩვენთან ხომ ჟანგბადი ბევრიაო, შეშინებული ჰკითხავდა ხოლმე მაცაცო დედას, ასე ერქვა ამ მთიანი სოფლის პატარა ასულს. დედაც სიხარულით პასუხობდა, რა თქმა უნდა ბევრია, ხომ ხედავ, ავად არასოდეს ხდებით აქაური ბავშვები, ქალაქელებიც ზაფხულობით აქ ჩამოდიან, ჰაერი რომ გამოიცვალონო. გახარებული გოგონა ბებიას ქათმების საჭმელს ჯამში ჩააყრევინებდა და ფრინველებს გამოკვებავდა. სულ ზეპირად იცოდა, რა საჭმელი უყვარდათ წიწილებს, რა - მოზრდილ ქათმებს. პატარებს ფეტვს ან ხორბალს დაუყრიდა, დიდებს - სიმინდს. ქათმებმაც კარგად იცოდნენ, მათი დამპურებელი ვინ იყო და მაცაცოს დანახვისთანავე გაშლიდნენ ფრთებს და მისკენ გარბოდნენ.
         ერთ დღეს ამბავი გავრცელდა, მეზობელ სოფელში ფრინველის ჭირი გაჩნდაო. შეშფოთდნენ ოჯახის წევრები, რა გვეშველება, ქათმები რომ დაგვეხოცოსო. ყველაზე მეტად მაინც მაცაცო დადარდიანდა, გადიოდა ეზოში და თავის გამოზრდილ ფრინველებს ეფერებოდა, ღმერთს შესთხოვდა, არაფერი დაემართოთო.  დანაღვლიანებულ ბავშვს რომ უყურებდა, დედას გული უკვდებოდა, ქალაქში გადარეკა, თვითონ სოფელში ვეტერინარი არ ჰყავდათ და იქიდან გამოიძახა. ეზოში თეთრხალათიანი კაცის გამოჩენამ მაცაცო ცოტა შეაშინა, მე ხომ არ უნდა გამსინჯოს ექიმმაო, მაგრამ როცა უთხრეს, რომ ფრინველების და ცხოველების ექიმი არის და ვეტერინარი ჰქვიაო,  მაშინვე დაუმეგობრდა ძია ვეტერინარს. მაცაცომ ძია ვეტერინარისგან ქათმებისთვის აცრის გაკეთებაც ისწავლა, თუმცა დიდ ქათმებს ვერ ერეოდა და წიწილებს გაუკეთა ნემსი, ისიც, რა თქმა უნდა, დედას დახმარებით. გადარჩნენ ამ სოფლის ქათმები გაწყვეტას, მაგრამ კიდევ რომ არ დაავადებულიყვნენ, ექიმმა განუმარტა, რომ მათთვის პერიოდულად საჭირო იყო ვაქცინაციის ჩატარება ანუ მათთვის ამ დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება. მაცაცომ, როგორც იქნა, დაიმახსოვრა სიტყვა "ვაქცინაცია" და დედას ყოველ წელს ახსენებს, ქათმების ვაქცინაცია არ დაგავიწყდესო. იმუნიტეტი რომ ავადმყოფობებისგან თავდაცვას ნიშნავს,  მზრუნველმა გოგონამ უკვე იცოდა სოფიო დეიდასგან.
      ახლა ისევ გამოაქვს ჯამით საჭმელი თავისი ქათმებისთვის მაცაცოს, წიწილებს ხორბალს ან ფეტვს უყრის, გადაყლაპვა რომ არ  გაუჭირდეთ, დიდებს - სიმინდს. გაიძახის : "წია, წია", თანაც ოცნებობს, ვეტერინარი გახდეს და მის სოფელში არასოდეს დაავადდეს არც ცხოველი და არც ფრინველი.
28.06.2018 წელი