ზოგმა ხანჯალი შეგარჭო,
ზოგმა - ისარი, ხიჭვი,
გარდმოგევლინა ზეგარდმო
ძალა, ხელახლა იშვი.
ქართულ მიწას და სალოცავს,
ისევ ქართველი ჰყიდის,
როგორც ასპიტი დაცოცავს,
არად დაგიდევს ტკივილს.
შენ მეცხრე ცაზე მაღლდები,
წინ კვლავ ნათელი გიძღვის,
როგორც ფენიქსი აღსდგები
შოთასეული ნიჭით.
No comments:
Post a Comment