Thursday, November 7, 2024

ციკლიდან: ,,სამშობლო უპირველეს ყოვლისა" იმედის ვარდი

იმედის ვარდი
შევებმეოდი უღელში,
რომ ვყოფილიყავ ხარი,
ხომ ვიქნებოდი ნუგეში
ჩემი სამშობლო მხარის.
რომ ვყოფილიყავ გოდოლი,
ხომ შევწვდებოდი ზეცას,
ვერ დამიჭერდა ოლოლი
კუდმაკრატელა მერცხალს.
სულში სილაღე ჩამიდგან
ნიავისა და ქარის,
არ დაგიდევდე ამინდებს,
არც წყვდიადს შავი ღამის.
ტალღას ტალღაზე ვაწყობდე,
ზღვათა მუსიკას ვქმნიდე,
უფალი ჩვენა გვწყალობდეს,
გვმშვენოდეს ტრფობის რიდე.
ნეტავ კვლავ აყვავდებოდეს
ბაღში იმედის ვარდი,
და ფიქრებს საქართველოზე
არ გასდიოდეს ყავლი.
მაია დიაკონიძე
7.11.2024 წელი


No comments:

Post a Comment