შარბეთად შეგსვი, მარაბდავ,
კრწანისს შემეკრა კრიჭა,
გული სინანულს მალავდა,
გადმოცლილიყო ფიჭა,
ტკბილს ისევ მწარე მიჯობდა,
ხორბალს მერჩია ცერცვი,
კარად მოჯარულ ქისტობას
ვაჭამე ფიცი-ვერცხლით.
გარნისს შემორჩა გმირობა
ოთხი ათასი მესხის,
ჯალალედინის პირობა:
,,გაწყვიტეთ", ახლაც მესმის.
მათ შემცილებელს მოველი
ამ ქვეყნის სიყვარულში,
კოხტასთავს იყო თორელიც,
ცოტნესავით ზნესრული.
შემოგგვედრივარ უფალო,
აღარ დაგვეგოს მახე,
ისე არ მოვკვდე, არ ვნახო,
მე ერისკაცის სახე.
No comments:
Post a Comment