გიჟი
თუ… ავტ. მაია დიაკონიძე
ზეწარი დახია სამ ნაწილად, ერთმანეთზე გადააბა, ერთი ბოლო
სახლში ტახტის ფეხზე დაამაგრა, მეორე აივნიდან გადაუშვა, ზედ დაკონწიალებას და ძირს
ჩახტომას აპირებდა, რომ გარეთ ყვირილი ატყდა, - რას შვრებით,
ბატონო, რა სასიკვდილოდ გადაგიდიათ თავი?! - იძახდა ერთი შლიაპიანი ქალბატონი. -- სდექ,
მეგობარო, - ვიღაცა კაცი გამეტებით იქნევდა ხელებს და შეჩერებას სთხოვდა. ნელ-ნელა
ქვევით გვარიანად მოგროვდა ხალხი. ნახევრადგონებაზე მყოფი ძლივს-ძლივს არჩევდა სახეებს,
.ზოგი ეშმაკს მიამსგავსა, ზოგი - ანგელოზს. ანგელოზები ეხვეწებოდნენ, არ გადმოხტეო.
ეშმაკები კი უღიმოდნენ, თავისკენ იწვვდნენ, პატარა რქებს არც კი მალავდნენ. გაუგებრობაში
მყოფი რამდენჯერმე მიიმალა სახლში, რამდენჯერმე გამოვიდა აივანზე. აგერ პოლიციელებიც
გამოჩნდნენ, სიტუაცია დაზვერეს. კაცს ჩაეღიმა, - ესენიღა მაკლდნენ, -- ,,ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო”, - ჩუმად ჩაიჩურჩულა.
დრო გაიწელა, ზეწარს ქარი აფრიალებდა. ისევ მოჰკიდა ხელი, ისევ სცადა ხელის ჩაჭიდება და გადმოხტომა. გარეთ ერთხმად იზმუვლა ხალხმა. ამან
უეცრად შეაკრთო. უკან დაიხია. ისევ სახლში შევიდა. კარებში გასაღები გაჩხაკუნდა, სახლში
შვილთან ერთად პოლიციელები შემოცვივდნენ. უკან ხელები გადაუგრიხეს და ტახტზე დასვეს.
ზეწარიც ამოათრიეს ქვევიდან, ისიც გვრდზე ამოუდეს.
- რა გინდოდა, მამა, - რაზე ხტებოდი,
- ესმოდა შვილის ხმა. - როდემდე უნდა აძახებინო ხალხს ,,გიჟი”? დავიღალე…
- აბა, რაზე ჩამკეტეთ? - გგონიათ ღვინის
სმას გადამაჩვევთ?! ღვინო სიყვარულია, სიყვარული მწყურია, სიყვარული მაკლია… - თავი ჩაქინდრა. იქით უწსრიგოდ მიმოფანტულ ფუნჯებს
და საღებავებს გადახედა, ცოლის პორტრეტს. მერე დაუმთავრებელ სურათს მიაჩერდა. სურათზე ფიროსმანი მოაბიჯებდა მისკენ ხელგაშლილი.
უნდოდა, ამდგარიყო, გულში ჩაკრობოდა , წამოდგომა სცადა, პოლიციელებმა შეაჩერეს, ადგილზე
დასვეს. კარგა ხანს წერდნენ დაკითხვის ოქმს, მეზობლებმა გამოგვიძახეს, უნდა შევადგინოთო.
ამასობაში კაცი გამოფხიზლდა. პირობა მისცა იქმყოფთ, ამას აღარ გავაკეთებო. მამა-შვილი
პირისპირ დარჩა, ორივე დუმდა.
-ხომ დავაყენე ფეხზე მთელი, უბანი. -
აქირქილდა კაცი. ანგელოზები თუ დაინახეო, ჰკითხა შვილს. მიხვდა შვილი, რომ მამა ისევ
არ იყო გონებაზე. სისხლი მოაწვა თავში. იმ ღამეს თვითონ გადახტა მეხუთე სართულიდან.
ვერაფერი გაიგო მამამ. დაინახა, ერთი ანგელოზი როგორ გაფრინდა მიწიდან.
ავტორი: მაია დიაკონიძე
პირადობის ნომერი: 01007010461
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის პრ.
99ა, ბინა 25
ტელ. ნომერი: 551080607
ელფოსტის მისამართი: sofochelidze88@gmail.com
No comments:
Post a Comment