უფროსების გამგონეა,
პაწაწინა სალომეა,
განა ამტვრევს ატმის ტოტებს,
ქარი ამტვრევს და თან გოდებს.
,,შემომიშვი, სალო, სახლში",
ეხვეწება, როგორც ბავშვი.
კარს აწვება, რაც ღონე აქვს,
ქარს გასძახის სალომეა:
,,არ გწყურია და არც გშია.
ეს სულ შენი თამაშია,
გინდა სახლში შემოვარდე,
ციბრუტივით დატრიალდე,
თვითონ დარჩე თბილად სახლში,
ჩვენ გაგვყარო ყველა კარში?!"
კარს არ უღებს სალომეა,
უფროსების გამგონეა.
No comments:
Post a Comment