ისევ დაურ ბუავაზე მინდა ვისაუბრო. ეს ბიჭი ქართველებისთვის განძი იყო. ერთადერთი აფხაზი, რომელიც პროპაგანდას ეწეოდა აფხაზების და ქართველების შესარიგებლად, რისთვისაც აფხაზებმა იგი მოღალატედ გამოაცხადეს. მისი სიკვდილი დიდი დანაკლისია ქართველებისთვის, როცა აფხაზეთი მოწყვეტილია დედა-სამშობლოს და აფხაზებთან მომრიგებელი და მოლაპარაკე არავინ არ ჩანს.. დღეს ინტერნეტის სამყაროში მის ვიდეოებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ის თვლიდა, რომ აფხაზებს და ქართველებს საუკუნეები ერთად უცხოვრიათ და მათ უნდა შეძლონ შერიგება. აუცილებლად უნდა აღდგეს კონტაქტი ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის. ისინი არიან ჩვენი მომავალი. დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. ამისთვის იბრძოდა დაურიც. ინტერნეტში ვნახე ვიდეო, ქირქილებდნენ: ქართველებმა ერთ აფხაზს ვერ მოუარეს და ესენი აფხაზეთს მოუვლიანო?! გული მეტკინა. ნათელში იყოს მისი სპეტაკი სული. იმედია, მიმდევარნი გამოუჩნდებიან ამ ღიმილიან არაჩვეულებრივ ბიჭს.
No comments:
Post a Comment