ჩემი თავი მეგონა უძლეველი სიმაგრე
და თუ ასე კენჭებად მიწყივ დავიშლებოდი,გავხდებოდი ყვავების და ყორნების სამიზნე,
ჟამთა სიავისაგან მიწით ავივსებოდი,
არ მეგონა ნამდვილად, შუბლი მქონდა მაღალი,
ქონგურებზე არწივნი დაეძებდნენ ჩეროებს,
ზოგჯერ ცათა სილურჯეს დავცქეროდი მაღლიდან,
ყაყაჩოებს ვუმზერდი, გვირილების მდელოებს.
აღარც მომსვლელი არის, აღარც ბრძოლის ყიჟინა,
სოფლად ვინც დარჩენილა ეხეტება მძინარე,
მე კი ათასწლეულმა ისე გამანიავა,
კალთაში ჩავეშლები აქაფებულ მდინარეს.
მოდით, ხელი შემახეთ ( არც თუ ისე ნაზი ვარ),
კენჭი კენჭს მიაწებეთ, ცად აზიდეთ ლოდები,
ჩემთან გიხმობთ სუყველას, ვინც ლელო ბურთს გაიტანთ
და ქუხილით სამყაროს ამცნობთ საქართველოზე.
მაია დიაკონიძე
5.09. 2026 წელი
No comments:
Post a Comment