Saturday, September 5, 2026

შენ რადა ტირი, ტირიფო?!

 შენ რადა ტირი, ტირიფო?!

ლეღვს ნაღველი არ ეტყობა,
უფრო და უფრო ტკბილდება,
პირველობა არ ეთმობა,
სურს ჩემი გამასპინძლება.
შენ რადა ტირი, ტირიფო,
გულზე იარებს მიკაწრავ,
განა არ უნდა იკითხო,
მე აქა ვარ თუ იქა ვარ.
მაია დიაკონიძე
4.09.2026 წელი

No comments:

Post a Comment