Wednesday, October 30, 2024

მუხამბაზური

მუხამბაზური

შენი საქმე
სამოგზაუროდ გავემგზავრე ოდესღაც ცაში,
მაგრამ მაშინვე ალიკაპი ამომდეს ყბაში,
როგორ ბედავო, თავისუფლად ზეცაში ტრიალს,
შენი საქმეა, წუთისოფელს მოერგო ტიალს.
ნურავის განსჯი
ნურავის განსჯი, შენც განგსჯიან ზევით თუ ქვევით,
კენჭისყრისათვის დაიმატე თუნდ ერთი კენჭი,
თუ მადლს დათესავ, სალხინებელს ეწვევი ცაში,
თუ არა, სული ამოგხდება ქვასავით წვაში.
არავის ენდო
არავის ენდო, არ დაგინდობს არავინ წამით,
ძაღლებისთვისაც შენ გახდები სახრავი ძვალი,
სჯობს ჩიტის ჭიკჭიკს, ხეთა შრიალს დაუგდო ყური,
ნუ მოჭრი მუხას, სხვა საქმისთვის გადადე ცული.
ღირსება
მასხარად გიგდებს ზოგჯერ უღირსი,
რადგან არ იცის რაა ღირსება,
შენი არ მოგწონს ქცევა თუ მისი?!
ნურც ნურაფერი გაგიკვირდება.
მაია დიაკონიძე
30.10.2024 წელი

სულში თუ ვერ ჩაიხედე!

სულში თუ ვერ ჩაიხედე!
თუ არ ელი შენ ცხონებას
და არ ეძებ ღვთიურ ედემს,
რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას,
სულში თუ ვერ ჩაიხედე.
სხვისთვის გული თუ არ გეწვის,
მტერს დაუთმობ ტურფა ხედებს,
უარყავი ადათ-წესი,
სულშიც ვეღარ ჩაიხედე.
თუ ივიწყებ გამუდმებით
მამულისთვის მებრძოლ მხედრებს,
მტერს დაუთმე საბუდრები,
სულშიც ვეღარ ჩაიხედე.
იქნებ დროა გამოფხიზლდე
და დაფიქრდე ხალხის ხვედრზე,
პასუხს გვთხოვენ მიწის ხიზნებს,
.სულში თუ ვერ ჩაიხედე.
მაია დიაკონიძე
29. 10. 2024 წელი

Tuesday, October 29, 2024

მინიმა, მე და ჩემი ფირუზები ზაზა ფელიშვილის და ამირან გოდერძიშვილის კომენტარებით

 მე და ჩემი ფირუზები

ავტობუსში ვიბუზებით.
მაია დიაკონიძე
27.10.2024 წელი

ზაზა ფელიშვილი
.
***
ვხეხავ იატაკს, პლინტუსებს,
ვუმზერ აბუზულ ფირუზებს...
ქალი და სამკაულები,
ბინასაც დამივირუსებს,
ისეთი მშვენიერია,
ის, ვინც ფოტოდან მიყურებს!..
ხო და ჩავაქრობ ტელეფონს,
გავწმენდ იატაკს, პლინტუსებს,
თორემ რა დათვლის ჩემს სახლში,
ცივ სევდის ზამთრულ მინუსებს?!..
_______________&_______________
☘️🥀🌹⚘️🌾🌿🌷☘️🥀🌹⚘️🌾🌿🌷
  • ამირან გოდერძიშვილი
    თქვენ და თქვენი ფირუზები
    დახუნძლულხართ პლიუსებით,
    ყველა სუფრას დაამშვენებთ,
    თქვენ რომელსაც მიუსხდებით!!!!
    სილამაზის სრულყოფილება!!!!
    უფალმა დაგლოცოთ მშვენიერო ქალბატონო მაიკო!!!!

იმ სიყვარულის მჯერა

 იმ სიყვარულის მჯერა

მე არ დაგიწყებ ხვეწნას,
არც ერთ წუთსა და წამს,
იმ სიყვარულის მჯერა,
იმ სიყვარულის მწამს,
რომ არსებობდა ძველად,
თამარ დედოფლის ჟამს,
იმ სიყვარულის მჯერა,
იმ სიყვარულის მწამს.
მაია დიაკონიძე
26.10.2024 წელი

ნეტავ, სად იყო?!

 ნეტავ, სად იყო?!

ყელზე მომედო საბელი
რვაფერადა და რვაწყებად,
ნეტავ, სად იყო ამდენი
გველეშაპი და რვაფეხა.
ყველა მე შემომგრაგნოდა,
თვალის ვერ შევძელ ახელა,
ისევე ის მომაგონდა,
ბოროტს რომ სძლია ცალხელამ.
გავიწიე და გავგლიჯე,
დავშალე ცოდვილ-წყეული,
მაგრამ რამდენი საჯიშე
კაცი დაგვირჩა სნეული.
მაია დიაკონიძე
27.10.2024 წელი

Monday, October 28, 2024

საქართველოს!

საქართველოს!
შენს თავს ხან რუხი ღრუბელი მართმევს,
აღარ მადგება შუქი სვეტებად
და ვეღარ ვიკრებ ბრძოლისთვის ძალებს,
მხოლოდ შენი ცა მეიმედება.
სად ტახტრევანზე შენ ზიხარ მხოლოდ,
შენა ხარ ჩემი ალტი და ჩელოც,
ნუ დაბნელდები, ჩემო მზევ, ოღონდ,
მომეცი ნება, რომ გადღეგრძელო!
მაია დიაკონიძე
28.10.2024 წელი




მიტომ დაპატარავდი! (პატრიოტული)

მიტომ დაპატარავდი!
დარდი მკლავს ჩემი სამშობლოს,
ამიტომ ვპატარავდები!
,,ბუს რა ჰქონდა, ყვავს გაჰქონდა",
სულს მუხაში მალავდი,
შენიანი გგლეჯდა, გყოფდა,
მიტომ დაპატარავდი.
ყველგან იდგა გლოვის ზარი,
დიდისა თუ პატარის,
ძმამ ძმას დასცა როს თავზარი,
მაშინ დაპატარავდი.
თითქოს ვარდიც აღარ ვარდობს,
ხმაც არ მესმის არაგვის,
შენ გულს ვეღარავის ანდობ,
მიტომ დაპატარავდი.
თუ გაივსო მოღალატით,
ქუჩაცა და საყდარიც,
მტრის ჩაიცვეს თუ ხალათი,
მიტომ დაპატარავდი.
მაია დიაკონიძე
28.10.2024 წელი