Sunday, August 18, 2024

სალაღობო

 მე ვიდექი ხიდის თავში,

შენ კი იდექ ბოლოში,

ვერაფერი ვერ სჯობნიდა 

ამ შეხვედრის მოლოდინს,

სულში ჩამომიტოტდი და

გულს მომედო მეც ალი,

შენს თვალებში დავინახე

.ხმაწკრიალა მერცხალი.

შენ გადმოდგი ფეხი ჩემკენ,

მეც ნაბიჯი გადმოვდგი,

დავინახეთ ჩვენ ორივემ,

მზე  ვარდებად ამოდის.

საუკუნეს ითვლის ალბათ 

ჩვენი ერთად გარინდვა,

ახლაც ის მაცვია კაბა,~

შენც შემომხვდი საიდან.

მე ვიდექი ხიდის თავში,

შენ კი იდექ ბოლოში,

ვერაფერი ვერ სჯობნიდა 

ამ შეხვედრის მოლოდინს,






No comments:

Post a Comment