Wednesday, August 14, 2024

ბუმერანგივით გვიბრუნდება!

ბუმერანგივით გვიბრუნდება!
ბუმერანგივით გვიბრუნდება
ყველას ყოველი,
ცოდვაც და მადლიც, სიკეთეც და
ბოროტი ზრახვაც,
მაინც უფლისგან დანდობას და
პრიზებს მოველით,
სხვას რომ ვატკინეთ, აღარ მოგვდის
თავებში აზრად.
ხან მებადურის ბებერივით
ბევრზე-ბევრს ვითხოვთ,
ხან კი ბავშვივით სანატრელი გვაქვს
ბევრს კანფეტი,
ღმერთო, მოგვეცი ჩვენ ქართველებს
დანდობის სიტკბო,
დაგვლოცე, ნოემ ვით დალოცა
ძე - იაფეტი.
მაია დიაკონიძე
8.08.2024 წელი


No comments:

Post a Comment