Wednesday, August 14, 2024

ქარი არხევდა...

 ქარი არხევდა ხეების ტოტებს

და თეთრ კედელზე ხტოდნენ ჩრდილები,
სურათი იყო მანეს თუ მონეს,
შორს კი ისმოდა ვოდევილები.
გაჩნდა შუქები დამრეც ქუჩაზე,
დიდი ფოთლები მფარავდა პალმის,
ეს იდილია დარჩეს სულ ასე,
არ აწყენინოს არავინ არვის.
მაია დიაკონიძე
11.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment