Saturday, August 31, 2024

კედლებს დაუბარე ამბავიო!

 კედლებს დაუბარე ამბავიო!

კედლებს დაუბარე ამბავიო,
ბებია მეტყოდა, სახლიდან როცა გახვალო,
ვუბარებ, ველაპარაკები კიდეც,
თვითონ მასზე, მამაზე, დედაზე, დაზე, ძმაზე,
ბევრნი შეიყარნენ უკვე იმქვეყანას.
ცოცხლებთანაა ლაპარაკი ძნელი,
თორემ კედლებთან, იცოცხლე,
რასაც გინდა იმას ეტყვი, მათაც ყური აქვთ,
მაგრამ არ გაგცემენ, არ გიღალატებენ,
მარტო გისმენენ, ეგეც დიდი ნიჭია!
მაია დიაკონიძე
29.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment