Friday, August 2, 2024

გზაზედ მდგარ ნანგრევს! (პატრიოტული)

 გზაზედ მდგარ ნანგრევს!

ამოზიდული ვდგავარ
უძველეს ქვათა ტანით,
რომ შემომხედე, მიხვდი?
ვინა ვყოფილვართ, რანი!!!
თუ დაიჭირე მზერა,
უკვე ჩამქრალი თვალის,
ერთ დროს ძლიერი ცეცხლის
რომ დასტყობია კვალი.
მზე ჩემს ბებერ ძვლებს ათბობს,
ჩამოჯექ აგერ ქვაზე,
გულში შეპარულ სითბოს
რად ანიავებ, რაზე?
გულგრილობა და იჭვი
რად ღრღნის მაგ გულის კარებს,
ნუ ანაცვალებ სხვის კოშკს
ტანზე ამოსულ ნანგრევს.
მაია დიაკონიძე
2.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment