Tuesday, June 25, 2024

ჟოჟ სანდი ხარ თუ...

 ჟორჟ სანდი ხარ თუ დე ლაროშფუკო,

გთხოვ, მეგობარო, არ გამებუტო,

თუ მირჩევნია შენს თავს ილია,

იმისი სიბრძნით მუდამ მივლია.

ახლა ვუსმინო მინდა აკაკის,

შევწყვიტო უნდა ცრუ მასკარადი,

ვაჟა და შოთა ისე დიდია,

მთელი სამყაროს მეხამრიდია.

Monday, June 24, 2024

 მთვარე თეთრი გზად მომყვება,

არ მაცილებს დიდრონ თვალებს,

თანაც დიდ ამბავს მიყვება,

უყვარდაო გალას ღამე.

მეც მინდა რომ დავინახო,

მთვარის შუქზე კაცი ქუდით,

სუფრას გავშლი საინახოდ...

ღამე გვადგას თავზე  ქურდი..

ვხედავ, აგერ ჩამომჯდარა,

მთვარის ბადრო თეფშად უდგას,

და მომესმის მე მუდარა:

- საქართველო იყოს მუდამ!

დამიძახა: - ბიძიკოო,

მიწა თქვენთვის ალალია,

და ოდითგან ეს იყოო, -

სიტყვა გულის წამალია.

გამელია მე ის ღამე 

მოვარდისფრო ზმანებებში,

არ შესრულდეს ქვეყნად საქმე,

რაც უფლისგან არ ეგების.








სიტყვას ისე რა ფასი აქვს

 სიტყვა

სიტყვას ისე რა ფასი აქვს,
როგორც სანთელს, თუ არ განთებს,
კარგი სიტყვა სანათია,
შავ ღამესაც გაგინათებს.
დაე, სიტყვა იყოს ლოცვა,
ნუ იქნება სამდურავი,
გაფრინდება ცაში როცა
ცისკრის ფერთა ანტურაჟით.
მაია დიაკონიძე
17.06.2024 წელი

მინიმები

*** 

ჯიხვს ვეძებდი, არსად შემხვდა,

ჯიხვი, კლდესთან მორკინალი,
როცა შემხვდა, გვიან იყო,
ვეღარ ვიყავ მორბენალი.
მაია დიაკონიძე
17.06.2024 წელი
***
თუ არ ენდე, არ მოგენდო,
მაშინ რაა სიტყვის ფასი,
თუ კი მხოლოდ მასხრობ, ცეტობ,
მაშ ცხოვრების მითხარ არსი.
მაია დიაკონიძე
17.06.2024 წელი

დღეიდან...

დღეიდან...
დღეიდან ჩემს გულს ვხურავ და ვკეტავ,
ან რა ყოფილა ერთი ავტორი?!
რამდენი ხანი გავუძლებ ნეტავ,
არ მოვისმინო ლუი ამსტრონგი.
აღარ ვიკითხო ჟორჟ სანდი, კაფკა,
ჩამოვიშორო ყველა საცდური,
მივხედო მიწას, ყანას და სამკალს,
დავწურო ღვინო - ალადასტური.
რით ნაკლებია ,,შენ ხარ ვენახი",
ანდა ,,ნადური", ანდა ,,მთიბლური",
ჩემი წინაპრის - დიდ მეინახის,
მსურს მოვისმინო ჰანგი ციური.
მაია დიაკონიძე
17.06.2024 წელი

შენ, სევდისფერო ლეგა ღრუბელო!

შენ, სევდისფერო ლეგა ღრუბელო!
შენ, სევდისფერო ლეგა ღრუბელო,
რად არ ჩამივლი გვერდით,
თითქოს ცხენი ხარ მთაში უბელო,
ნისლებს მიარღვევ მკერდით.
ხან დამაწვიმებ, ცრემლებს დამადენ,
ხან კი ღიმილით მავსებ,
მინდა ვეძებდე წვეთში ამარტებს,
პატარა ბავშვსა ვგავდე.
სულში ნოტიო წვება ამინდი,
მერე დადგება გვალვა,
ჩემი სურვილი ყველა ცად მიდის,
ვით ტანაყრილი ალვა.
შენ სევდისფერო ლეგა ღრუბელო,
რად არ ჩამივლი გვერდით,
თითქოს ცხენი ხარ მთაში უბელო,
ნისლებს მიარღვევ მკერდით.
მაია დიაკონიძე
17.06.2024 წელი

მინიმა

 ვლოცულობდი, პირჯვარს ვწერდი,

გაიგზავნა ცაში ,,ამინ",
ზოგიერთი დამარცხება,
ზოგჯერ გამარჯვება არის.
მაია დიაკონიძე
19.06.2024 წელი