ცის გაელვებას რატომა ჰგავხარ!
Sunday, August 4, 2024
ცის გაელვებას რატომა ჰგავხარ! (სატრფიალო)
Saturday, August 3, 2024
შენ, დიდებული ერის შვილო!
შენ დიდებული ერის შვილო,
საით წასულხარ,
მოგტირიან და ხმას გაწვდენენ
ნასახლარები,
მთების წვერებზე წინაპრების
სუნთქვა ასულა,
მივიწყებულ ველს გამოჰყრია
ყვავილთ ხალები.
წამოეწევა ყველას ყველგან
,,ბედი მდევარი,"
შენ არ გეგონოს, რომ ასცდები
მცირე სატანჯველს,
ჯვარ-სალოცავი აქ დატოვე,
როგორც მძევალი
და ყოველ ღამე შეგახსენებს
თავს ის ათასჯერ.
Friday, August 2, 2024
შოთა, მურმან და მუხრან (პატრიოტული)
გზაზედ მდგარ ნანგრევს! (პატრიოტული)
გზაზედ მდგარ ნანგრევს!
განა ერთი და ორი
განა ერთი და ორი,
ნიღბებით დადის ყველა,
განა ერთი და ორი,
შეგიყვარებენ ძნელად,
შემოგხედავენ ზიზღით,
განა ერთი და ორი,
თუ მათნაირი არ ხარ,
სძულხარ სამყაროს მგონი.
შეხვედრა სიკვდილთან
სიკვდილს როგორი ფერი აქვსო, ერთ დღესაც მკითხეს,
მაგრამ რატომღაც მომეჩვენა, -ჰგავდა იმ შვიდ ფერს,
რისგანაც ბრწყინავს მზის სხივები, სინათლის სპექტრი,
როცა მოვა და ორიოდე ტკბილ სიტყვას ვეტყვი:
- მოხვედი, ძმაო, წამიყვანო გინდა იმ შორეთს,
შემრიო უზღვავ, საუკუნო ტალახს და მორევს?!
მაგრამ ის მეტყვის: - საუკუნო ცხონება გელის,
თუ კი აკეთე სიკეთე და ხარ ბედნიერი.
მეტი რა მინდა?!
ხეების, ცამდე აწვდილის,
მკერდს რომ უპობენ ქარიშხალს,
მკლავს ჩახუტების წადილი,
ამაზე მეტი რა მინდა!
მთებო, ქარქარა ნისლებით,
გულს რომ ათოვთ და აწვიმხართ,
ვეღარ გნახულობთ, მიწყრებით,
არა და მეტი რა მინდა?!
ხელი მოვხვიე სამშობლოს,
მკერდზე ბალღივით ატირდა,
შენ მარგალიტად ნაშობო,
გაბრწყინდი, მეტი რა მინდა?!