Wednesday, April 27, 2022

სახუმარო

 იქნებ აღარც კი გინდივარ, 

მე თავს ვერაფრით განებებ,

იქნებ და გინდა უცქირო

სულ სხვა ევებს და ანეტებს,

ყელზე დაგადექ თევზის ფხა,

ვერც ყლაპავ, ვეღარც ახველებ.


სიზმრებ კვლავ შენთან მოვყავარ (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე)

 სიზმრებ კვლავ შენთან მოვყავარ,

დაგხედამ, მზერას გავითბობ,

ხანდახან მანდვე დავრჩები,

ერთად შავხვდებით ალიონს.

მთვარის სხივების ბადეში

ისე ლამაზად ვირთვები,

თეთრ-ატლას-ფარჩა ხავერდში,

ალუბლის ბაღის ჩითებში.

მინდა, რომ მზერა მოგტაცო,

დალი ვიქნები დალალით,

შენ მონადირე მამაცი,

შამიყვარ გულით ალალით.

დილით მზის სხივებ გავყვები,

ცინცხალ, როგორაც მთის წყარო,

სისხლი რომ ისევ ჩუხჩუხებს,

შენ როგორ არ დაგიმადლო.



სიზმარში

 სიზმარში ყვავებს წავეღე, 

თვალში მზესხივებჩამქრალი,

გადამატარეს მთა-ღელე,

იქნებ იქ  ვნახო წამალი.

ქაჯების ნასოფლარებში

გველის შხამ ისევ აქ არი

ფრინველთა ენა ვისწავლო,

სხივ დავიბრუნო გამქრალი,

კაცის ენა ვერ ვისწავლე,

გული კი მიძგერს ალალი,

ნეტავი წუთისოფელი

ასეთი მრუდი რად არის?!





Tuesday, April 26, 2022

 მე ბეწვის ხიდზე გავიარ, შენ დამენახე ერთი,

ბევრიც შემომხვდა ხარიხა, შემომეთალა გვერდი,
ავუყევ მზისკენ აღმართებს, არ მინდა დავრჩჩე კენტი,
აღარ დავხურავ დარაბებს, ვარსკვლავ დაგლანდე ბედის.

შენზე ფიქრები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენზე ფიქრები...

1.შენზე ფიქრები ავასხი,როგორც
კრიალოსანი ქარვის...
არ მაგონდება არვინ შენს გარდა
და არც ვიგონებ არვის.
2.ოხ,შე ჭინკავ და გადარეულო,
როგორ მომხიბლე ასე,
შემომაჩეჩე გული ფიალად
მე,სიყვარულით სავსე.
3.და ამის შემდეგ, ყველა საფიცარს,
შენი სახელით ვფიცავ,
შენ კი ურწმუნოდ მისინჯავ მკერდზე,
ამურის ნასროლ ისარს.
4.გულში გიწყრებით,გტუქსავთ, ,,გამიწებთ,"
მთელი სამყაროს ქალებს,
შემხვდები...ყველა წყენას მავიწყებ,
რომ შემანათებ თვალებს.
5.შენზე ფიქრები ავასხი,როგორც
კრიალოსანი ქარვის...
აღარვინ მახსოვს ქვეყნად შენს გარდა
და არც ვიგონებ არვის!
ელგუჯა ციგროშვილი.


სალაღობო

 ნამის წვეთებად ავკინძე, კარგო, 

შენზე ოცნება ფიქრი,

შენ კი, მივხვდი, რომ არ გყვარებივარ,

დასტურ ხოგაის მინდი,

რაც გითქვამს, ანდა იქნებ არც გითქვამს,

მე მაინც მომხვდა ყურში,

ერთხელ მაინც რომ გეთქვა ,,მიყვარხარ",

არ იქნებოდა ცუდი.



ჩემი სულის ხარ მალამო!

 ჩემი სულის ხარ მალამო,

მინთიხარ, როგორც სანთელი, 

მინდა, რაღაცა გაამო,

თავს მოგახვიო ნათელი.

ლურჯ საბნად დაგეფარები,

თვალში მზის სხივებს ჩაგიფენ,

რა სიყვარულის ნექტარ ვსვი,

სული სიტკბოთი ამივსე.,