Tuesday, July 27, 2021

ერთსროფიანი (სატრფიალო)

 ველოდი სიტყვას, რომელიც ვერ თქვი,

ალბათ კი ბევრჯერ კი უნდა გეთქვა,

აზრი არა აქვს ახლა ამ წუხილს,

აღარ მიყვარხარ, ძვირფასო, მეტად.


 მინდა რომ მე ვიყო პირიმზე, კესანე,

შენს გულის კარებთან მიხმობდე, მეძახდე,

შორიდან მიზიდავ სევდით და ღიღინით

ფოტოდან მიყურებ და მშვიდად მიღიმი.

მინდა რომ თოვლიან მთებში ვიღვიძებდეთ,

გვეყოფა ორივეს ეგ შენი ნაბადი,

ძვირფასო,მე ჩემი ზღაპრიდან გეძახი,

ოღინდაც არ მითხრა; ":ადიოს", ნახვამდის..



ვით სურო მოგეხვევი (სატრფიალო)

არ მინდა გული რომ მითრთოდეს, როგორც ფოთოლი
და ყოველ წუთში მეშინოდეს შენი დაკარგვის,
უხმოდ, უსიტყვოდ მეყვარები, ყრუდ და ტკივილით,
არ შეგაწუხებ, არ გაგტანჯავ, კარგო, არაფრით.
დღეები დღეებს შეცვლიან და გაქრება მწუხრიც,
დადგება ის დღე, აღმოვჩნდები ყვავილთა ველზე
და შენც იქ მოხვალ, იქ დაგიცდი ამ წლების მერეც,
მოხვალ, ვით სურო მოგეხვევი დაღალულ მკერდზე.
27.07.2021წ.


მოგიწყვეტ ვარსკვლავებს ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მოგიწყვეტ ვარსკვლავებს.

(ფშაურ კილოზე.)

თოვლია მთებზე და ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი ქარები დაქრიან,
პირიმზევ,შენ ახლა რა გინდა არაგვზე,
ჯერ გაზაფხულამდე ძალიან ადრეა.

რამდენჯერ გითხარი,არ უნდა იჩქარო,
რატომ არ გასვენებს ჯიუტი აზრები,
შენ,ჩემო დილის მზევ და ღამის ცისკარო,
ხომ იცი,უჩემოდ ადვილად დაზრები.

სუყველგან თოვლია,აცალე, გა-დარ-დეს,
ხომ ხედავ,ამ ზვავებს,ხევებში ჩაყრილებს...
რაისად მიმატებ,საწუხარ-სადარდელს,
რაად არ დაუცდი,მარტებს და აპრილებს.

მოვდივარ,მოვკვალავ,ამ თოვლს და ნამქერებს,
არა მაქვს სხვა ფიქრი,არა მაქვს სხვა დარდი,
სულ კოცნით გაგითბობ,მაგ სხეულს ნაფერებს,
ორივეს შაგვიხვევს ეს ჩემი ნაბადი.

სასთუმლად დალალქვეშ გაგიფენ ამ მკლავებს
და ვნების ყვავილი,კვლავ გაიმაისებს...
რომლებსაც აირჩევ,მოგიწყვეტ ვარსკვლავებს,
დათაფლულ ტუჩებით დავიტკბობთ აისებს!


თუმც ისევ თოვლია ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი ქარები დაქრიან,
პირიმზევ,კარგია,რომ მოხველ არაგვზე,
პირის მზე მოჰფინე,ხეობას ავდრიანს!

ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.21.02.2015 წელი. 
ნაკლების ნახვა
— ელგუჯა ციგროშვილი-თან და 3 სხვასთან ერთად.
თქვენ, Maia Mirianashvili, იზო სანთელაძე და 240 სხვა
180 კომენტარი
250 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული
კომენტარი
გაზიარება

კომენტარები

წინა კომენტარების ნახვა
  • Lela Gaprindashvili
    განცდებით იკითხება...
  • Giuli Khachidze
    მართლა ულამაზესი ლესია...
    [Newsfeed] #TogetherAtHome: სტიკერი A pair of medium-brown-toned hands clapping with the word 'Super!' written below them.
  • Ia IA
    მეც მომინდა მთაში პირიმზედ ყოფნა!🙂⚘⚘🙂🌹🌹🌹🌹მადლობა ლექსისთვის და ამ გრძნობებისთვის! ❤❤🌷🌷
    • მომწონს
    • 6 სთ
    • რედაქტირებული
  • Klara Stefanopoulou
    დავდნი----მომეწონა ძალიან.
  • Play GIF
    GIPHY
  • Anna Anna
    ძალიან კარგი ლექსია. გაიხარეთ