სამარადისოდ გიდგები მუხლზე!
Wednesday, August 14, 2024
სამარადისოდ გიდგები მუხლზე! ავტ. გიგლა ჭინჭარაული
Tuesday, August 13, 2024
წმინდა ქეთევანს!
მაია დიაკონიძე
წმინდა ქეთევანს!
მინდა ასგზის გიგალობო, დედოფალო,
ზეცას მისწვდეს შენთვის შვილთა დანამღერი,
ერი შენის ცოცხლობს ისევ, იბრძვის, ხარობს,
ხარ შენც ჩვენთან - დედა, რწმენის გადამრჩენი!..
შენს ტანჯვაზე უტირია ურჯულოსაც,
უცრემლიათ შაჰ-აბასის რჩეულ ვარდებს;
შირაზს დღემდე ცეცხლისფერი დილა მოსავს,
სათნოება სისასტიკეს კვლავ ამარცხებს...
ჩემო ტკბილო დედოფალო, წარბი გახსენ,
შენს თვალებში ვხედავ ისევ სევდის ჩრდილებს...
საქართველოს რომ არ ედგას ჯანღი თავზე,
დაშანთული მკერდით ლოცავ ერის შვილებს.
შენი ლოცვა გადარჩენის იმედს გვიკრებს,
საკმევლის სუნს გამოვატან ნატანჯ ფიქრებს...
14.09.2013 წელი
ქეთევან დედოფალს!
ნეტავ, რა სევდა, თუ ვალი დაგყვა,
ქცეულო ნაცრად, მშვენებავ ქალთა:
ქვეყნად სუყველა შენ გცემდა თაყვანს,
ელოდებოდი მირქმას უფალთან?!
მკერდში ფეთქავდა რწმენა, უსაზღვრო,
ეკლის გვირგვინი დედოფალს გერგო
და უსაყვარლეს ზეციურ სასძლოს,
შენივე სისხლის გაგემეს გემო?!
...შირაზში ქარმა ცად აიტაცა
შემოძარცვული სხეულის სითბო,
სიმტკიცე შენი და რწმენის დაცვა
მსოფლიოს გასწვდა, ყველა გზას გითმობს !..
27.01.2023 წელი
ავტ. მაია დიაკონიძე
ეტყობა, ჩემი წერო მოკლეს!
ეტყობა, ჩემი წერა მოკლეს!
.
ქეთევან დედოფალს!
ქეთევან დედოფალს!
ნეტავ, რა სევდა, თუ ვალი დაგყვა,
ქცეულო ნაცრად, მშვენებავ ქალთა:
ქვეყნად სუყველა შენ გცემდა თაყვანს,
ელოდებოდი მირქმას უფალთან?!
მკერდში ფეთქავდა რწმენა, უსაზღვრო,
ეკლის გვირგვინი დედოფალს გერგო
და უსაყვარლეს ზეციურ სასძლოს,
შენივ სისხლის რად გაჩვენეს გემო?!
...შირაზში ქარმა ცად აიტაცა
შემოძარცვული სხეულის სითბოც,
სიმტკიცე შენი და რწმენის დაცვაც
მსოფლიოს გასწვდა, ქართველთ-სულს გვითბობს!..
27.01.2023 წელი
Wednesday, August 7, 2024
Tuesday, August 6, 2024
თავდადებულებს დიდება! (პატრიოტული)
თუ გინდა ერი და კულტურა გაანადგურო, უნდა ჩამოშალო ოჯახის ინსტიტუტი და ფენომენი, მოშალო განათლების სისტემა და მესამე, გმირობის მაგალითები დაუკარგო და აღარ ასწავლო ბავშვებს.
მუზა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, მუზა, მაია დიაკონიძე
ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ამ სალაღობო ლექსმა ,,მუზა", მეც დამაწერინა ერთი ლექსი. გთავაზობთ ორივეს, შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ თქვენი ლექს-კომენტარებით