Thursday, October 6, 2022
მე გამჭვირვალე, ცისა ფერი მეცვა სამოსი
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები" მხოლოდ შენ მელი..., ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"
მხოლოდ შენ მელი...
ი მ ე დ ი ხვალის..., ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ი მ ე დ ი ხვალის...
შვილს!
ჩემო ნაზო და პატარა მეგობარო,
ამ ცხოვრებას ალღო თვითონ ვერ ავუღე!
მაგრამ მოგცემ მაინც ჩემს შვილს მცირე რჩევას,
ცეკვას, თამაშს, მღერას ზღვარი სულ დაუდე.
შენი ცეკვა იქნებ თეთრი პეპლის ცეკვას ჰგავდეს,
რომ ტრიალებს და ბზრიალებს სანთლის შუქზე,
ამ დროს ვიღაც გიყურებს და გითვალთვალებს
და არ იცი, ფიქრად შენზე მას რა უძევს.
ნუ იღიმი, ჯობს ცრემლებიც გადაყლაპო,
ემოციის გამოხატვას მე არ გირჩევ,
გრძნობა შენი იქნებ იყოს საალბათო,
ნუ დაირტყამ შავტარიან დანას მყისვე.
ვინმე როცა გაგიღიმებს, არ მოტყუვდე,
სხვას ამბობენ, სხვას ფიქრობენ, სხვასა ქმნიან ,
ვით სჩვევიათ მძარცველებს და ყაჩაღ–ქურდებს,
თვალში ხალებს, პირში კბილებს დაგითვლიან.
ნუ იტყვი მას, რასაც ფიქრობ, პირზე გადგას,
სანამ გაჭრი, ასჯერ მაინც გადაზომე,
ფეხზე სანამ არ დადგები თვითონ მყარად,
შენს ხმასაც კი ნურავის ნუ გააგონებ.
შენ გეძებ ისევ და არა აქვს ამას სასრული,
ჩიტში, ყვავილში, ნეკერჩხალში რომ თრთის და ღელავს,
შენ ხარ ვარსკვლავი, ღამის ბინდით გადაფარული
და ამიტომაც ეგრეგორის მოგაპყობ მზერას.
ბრძენთა ნათქვამში შენ პოულობ შენს გულისნადებს,
და ამით ხარობ, როგორც ერთი პატარა ბავშვი,
ოქროს თევზების დასაჭერად შლი ზოგჯერ ბადეს,
ხან კი ქარიშხლებს მიმოყვები დარდებით აშლილს.
მაგრამ სამყარო ვერ დაგმალავს შენ ჩემგან დიდხანს,
სულში კი მაინც იჭვის ჭია, დარდი ფათურობს,
იქნებ შენ მხოლოდ ჩემი ღამის სიზმარი გქვია,
დღისით ვიღვიძებ და შენ სულ სხვა მუზას მსახურობ.
შენზე ფიქრებში (სატრფიალო)
შენზე ფიქრებში ვათენებ ღამეს,
Wednesday, October 5, 2022
შენი ღიმილი (სატრფიალო), ,,სადილაო" ექსპრომტი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
შენი ღიმილი მზეს მაგონებს,
ჭიატობ ცაში,
სხივთა ბაჭიებს აცეკვებ და
მიგზავნი ხშირად,
სახეს მინათებ და ვიცინი,
როგორაც ბავშვი,
მშვიდობიანს და სვებედნიერს
მისურვებ დილას.
მზე არ უყვარდეს, ნეტავ ქვეყნად
თუ არის ვინმე,
სხივთა ლაციცზე უარი თქვას,
თუ არის სანდო?!
სადაც მიდიხარ, მეც იქითკენ
ვაბრუნებ კისერს,
ვით მზესუმზირა, შენი სხივის
დაჭერას ვლამობ.
მაია დიაკონიძე
5.10.2022 წელი
,,სადილაო" ექსპრომტი
საით არის ჩემი მზესუმზირა, დღეს ჩემს სხივებს რომ არ ჩაეხუტა? ჩემი ნახვა რატომ დააძვირა, თავს მარიდებს, ვით შორენას უტა. ელგუჯა ციგროშვილი თესალონიკი 6.10.2022 წელი