Saturday, May 7, 2022

უნდა მაპატიო (სატრფიალო)

 უნდა მაპატიო!


სულში ჩამისახლდი, როგორც ადაჟიო,
თუ რამ გაწყენინე, უნდა მაპატიო,
შენ, ჩემი ლირიკის უცნობო ყვავილო,
მიწვევ სალაღობოდ, თავს მიხრი, არტისტობ.

ჩემი სხეულის ხარ ნაზი აგონია,
ნეტავ, შენი თავი მალე მაპოვნინა,
იქნებ, იქ ბრძანდები, სადაც არ მგონია,
სულში ჩამისახლდი თეთრი ბეგონია.
მაია დიაკონიძე
7.05.2022 წელი



Wednesday, May 4, 2022

პ ი ლ ა ტ ე სხვა ჭრილში, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 პ ი ლ ა ტ ე სხვა ჭრილში

1. ც ო დ ვ ა – ა რ ც ო დ ვ ი ს შუა ვქანაობ, –
2.000 წელია თითქმის...
,,პ ი ლ ა ტ ე მ ხ ე ლ ი დ ა ი ბ ა ნ ა ო! "
სხვისაგან — სხვაზე, ადვილად ითქმის!
2. გადამეფარა თვალებზე თალხი,
ჩემს სიტყვას მეტი არ ჰქონდა წონა...
რადგან ჯ ო გ ა დ თუ იქცევა ხ ა ლ ხ ი,
წამსვე გახდება ეშმაკის მონა.
3. ცრემლით ამევსო ორივე თვალი,
როს ცრუ მოფიცართ ტყუილზე ჰფიცეს,
ააბრიალეს სიცრუის ალი, —
თ მ ა იხოკეს და მკერდს მჯიღი იცეს.
4. ვერ დაუმტკიცეს ვერც ერთი ბრალი,
და ... მე ვირწმუნე მისი ღ მ ე რ თ ო ბ ა...
მაგრამ, ს ა მ ა რ თ ა ლ ს არა აქვს ძ ა ლ ი,
ვიდრე ს ა ტ ა ნ ა ბ რ ბ ო თ ი ერთობა.
5. ამ დროს არ ესმით სიკეთის ხმები,
გ უ ლ ი ს კ ა რ ი აქვთ გამოკეტილი...
ბ ო რ ო ტ ს ყოველმხრივ ეხსნება გ ზ ე ბ ი,
რადგან ღ მ ე რ თ ი ა უ ა რ ყ ო ფ ი ლ ი!
6 . მათ ა ვ ა ზ ა კ შ ი გაცვალეს იგი, –
ძ ე უ ფ ლ ი ს ა და თავად უ ფ ა ლ ი...
მე კი აღმოვჩნდი ბ რ ბ ო ს წინ მარტოკა,
ვით ე რ თ ა დ ე რ თ ი ჭ ი რ ი ს უ ფ ა ლ ი!
7. ,,ჯ ვ ა რ ს ა ც ვ ი, ე გ ე!"— როგორც გველები,
სისინებდნენ , რომ მისთვის მეგანა,
და ... დ ა ვ ი ბ ა ნ ე მაშინ ხ ე ლ ე ბ ი,
მართლის ს ი ს ხ ლ ი რომ ჩამომებანა!
8. სხვას ჰგმობს, ვინც თვითონ გასაკიცხია,
თავის მართლების იგავებს სთხზავენ,
უ ფ ლ ი ს ს ი ს ხ ლ ი რომ ხელებზე სცხია, –
ჩემს სუფთა ხელებს განიკითხავენ!
9. ვ ფ ი ც ა ვ! ი ე ს ო არ დამისჯია
და ერთგული ვარ ამ ჩემი ფ ი ც ი ს!
არ ვნაღვლობ, კ ა ც ნ ი როგორ განმსჯიან, –
ჩემი ს ი მ ა რ თ ლ ე უ ფ ა ლ მ ა იცის!
10. P.S. ც ო დ ვ ა — ა რ ც ო დ ვ ი ს
ზღვარზე ვქანაობ, – 2 .000 წელია თითქმის...
,, პ ი ლ ა ტ ე მ ხ ე ლ ი დ ა ი ბ ა ნ ა ო! "
სხვისაგან – სხვაზე ადვილად ითქმის!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
2 4 აპრილი, 2022 წელი
,,აღდგომა"

ყველა წამში ხომ მწამხარ და მწამდი (სატრფიალო)

შენკენ მოსასვლელ გზებს ვეძებ ისევ,

სევდით სავსეა ყოველი წამი,
ვერ დავეწევი ნუთუ ამ ფიქრებს,
ყველა წამში ხომ მწამხარ და მწამდი.
სანამ არსებობ, მეც მინდა სუნთქვა,
შენ ნათქვამ სიტყვებს მომიტანს ქარი,
და გამოვყვები ღამის ბნელ ქუჩას,
სიზმრის ქურანა მომაფრენს მარდი.
როგორცა მწამდი, ისევე მწამხარ,
როგორც მიყვარდი, მიყვარხარ ისევ,
მხოლოდ დამაკლდა რატომღაც თვალთა
და კვლავ დრო-ჟამთან ჭიდილი მიწევს..


შენ საბანი მომახურე (სატრფიალო)

შენ საბანი მომახურე სიყვარულის,

გავეხვიე ყვავილების ჩითებში,
ამ გრძნობებით ისე ვიყავ გათანგული,
გავხსენ, რაც რომ წამოვიღე მზითებში.
ზანდუკიდან ამოვაწყვე ლალის თვლები,
ფირუზები, ლურჯი ზეცის თვალები,
მარგალიტი, თეთრ მძივებად აკინძული,
წაგიკიდე ძოწ-მარჯანის ალები.
დავიბენი ზურმუხტებად, ალმასებად,
გიშრებად და ათას ფერთა კვეთებად,
მინდოდა რომ შენი გულის ფეთქვა მეგრძნო,
შენ კი ჩემი მძაფრი სულისკვეთება.







სამშობლოს! (პატრიოტული)

 როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი,

შენი შვილი ვარ, შენი ბადიში,

შენს ჩქერალებში მზის სხივად ვიშვი,

ჩემთან ხარ მუდამ, ცხადში თუ ფიქრში..

ვინ და ან რა ხარ, სამშობლოვ, ჩემთვის?!

მე ერთი ტოტი, შენ ნათლის სვეტი,

ჩემი სამღერი ,,შენ ხარ ვენახი!",

ამონაკვნესი ერთი მეარღნის,

შენ ხარ გუთანი და რკინის კევრი,

მიწა ხარ ჩემი, ცოტა თუ ბევრი,

ჭალა ხარ, კლდე და ნახტომი ჯიხვის,

ნეტავ კი ვიყო მე შენი ღირსი.

შენ მედეა ხარ, მკურნალი ქალი,

დალალდაყრილი ქალღმერთი დალი,

სვეტიცხოველიც შენ ხარ და ბანაც,

მაინც მკლავმოჭრილ დიდოსტატს ჰგავხარ.






.მე ჩემი თვალები გამთქვამენ,

პირდაპირ მზერას რომ გარიდებს,
შეგეხო, ტალღებად მოვიდე
და აღარ დაგიდევ ამინდებს.
დაგივლი სხეულზე თითებით,
ხან მზე და ხან წვიმა ვიქნები,
ერთდები, მთელდები, მიწყდები,
ჩემში მთავრდები და იწყები....
მაია დიაკონიძე
4.05,2022წელი

1. ,,მე ჩემი თვალები გამთქვამენ, შიგნით რომ სურვილებს მალავენ, დავარღვევ ზნეობის კანონებს, ტრფობაზე ფიქრსაც რომ კრძალავენ. 2. ზოგჯერ დაგატყდები გრიგალად, ხანაც სიოსავით მივწყდები, მაგრამ სულ დავრჩები იმ ქალად, რომელიც არ დაგავიწყდება! "





Monday, May 2, 2022

მოვაწიო მინდა! (სატრფიალო)

 მოვაწიო მინდა!

მოვფრინავდი შენთან ჩიტი შესახვედრად,
მოვაწიო მინდა, ლოცვა შემაწიე,
ჩამიარა ქარმა, მიმატოვა კენტად,
ნაზი ფრთების ქნევით მკვდრების მზეს ვაცილებ.
როგორ მსურდა რამე სანუგეშოდ მეთქვა,
ხმელი ნაფოტივით ჩამითრია ტალღამ,
და მახეთქა ნაპირს ოკეანემ ერთხანს,
მაგრამ სიყვარულმა ამიტაცა მაღლა.
და როგორც მზეს ჩიტი, ისე ჩაგეხვიე,
შენს სხივებში გავთბი, ვეღარ ვიგრძენ დაღლა,
მერე ბნელი ღამეც ერთად გავათიეთ,
და შემოვრჩით ტაძრებს სიყვარულის ხატად.
მაია დიაკონიძე
3.05.2022წელი