Sunday, July 19, 2015

დიდებული ხარ

ჯერარნახულო სახიერებავ, დიდებული ხარ როგორც სამყარო,
რომელიც შექმენ და ახლა გსურს რომ, ლოცვებით, კდემით დილა ვახაროთ,
შენ მოგვეც მიწა, უთვალავ ბაღით, შენ მოგვეც ზეცა, მზითა და მთვარით,
მიუწვდომელო, ყოვლისმფლობელო, უკეთურობის,  სიძვის მგმობელო.
შენ დაგვანახე სიკეთის ძალა, იავარქმენი ცოდვის ქალაქი,
შენ დაგვიტოვე ქვეყანა ხატად და დასაცავად მისდა დადექი,
შენს სიტყვებს ვისმენთ, ვმღერით და ვგალობთ,
შენ ხარ ქართველთა სიკეთის წყარო!

Friday, July 17, 2015

ო, უკვდავებავ!

შემომიძეხი ღია კარში ალუბლის ტოტით,
სიმშვიდით, სულის, სამარადისო შუქი მაჩუქე,
ო, უკვდავებავ, შენ სამშობლოს იწყებდი რითი,
თუ საქართველო ფარნავაზის ენით დაიწყე.
შენ გიხატია ჩუქურთმები სიონის, ჯვარის,
შენ აგიგია სვეტიცხოვლის დიდი ტაძარი,
შემომიძეხი ღია კარში ალუბლის ტოტით,
რომ გამოვჭედოთ დედა გრდემლზე დილა ატლასი..

ქარებს მოაქვთ მწუხარება

ქარებს მოაქვთ მწუხარება,
ვით ფოთლები შემოდგომის,
ოო,  რა  ტყუილად მგონებია,
რომ ზამთარი არის შორი.


,

არ მიყვარს ტყუილი

არ მიყვარს ტყუილი,
არ მიყვარს ბრაზი,
კაცი რომ გეტყვის
სიტყვებით ნაზით
"მიყვარხარ" მერე
ჩაგკეტავს რაზით,
რომ გასაქცევი არ
გქონდეს არსით.
არ მიყვარს სტვენა,
ტაში და ბისი,
ცხოვრებას ვუმზერ
სათვალით სხვისით,
დიდება მისი,
სიცოცხლე მისი,
უნდა გალიო
ცხოვრება სხვისი.
მადლის არმხედავს,
ცრუს და გამქირდავს,
ნუ შეატოვებთ
სულის ათინათს.


შენ გინდა...

შენ გინდა ვგავდე გაზაფხულს,
გული დაგიცხრო ფერებით,
იას მიგავდეს თვალები,
გეხატებოდეს ედემი.
ვგავდე ზეციურ ფერიას,
ვიყო ნაზი და ერთგული...
მაშინ შენც გული მიჩვენე,
წრფელი გრძნობებით შემკული.

Thursday, July 16, 2015

საიდუმლო ოთახი ( თავი VII )

                                                          თავი VII 
         ჩემს წინ ჩამოსხმული არსება იდგა, ეს იყო მის ვიქტორია ბრედფორდი!
 ჩემი ახალგაზრდობის დაუვიწყარი სიყვარული, მის ნაზ და მკრთალ სახეზე შიში და გაურკვევლობა იხატებოდა, მიცნო, მივუახლოვდი,მან თითქმის ჩურჩულით მითხრა: - ამდენი წლის შემდეგ აქ არ ველოდი თქვენს ნახვას, ძვირფასო შეინ, უაღრესად ბედნიერი ვარ!- მისი სახე ულამაზესმა ღიმილმა დაფარა.
   - არც მე არ ველოდი თქვენს დანახვას მის ვიქტორია, ამ ცივ და ნისლიან ღამეს ქალაქის ქუჩაში უკავალეროდ რატომ დადიხართ, ჩემო ძვირფასო?!- დავუსვი კითხვა და ხელზე ნაზად ვემბორე.
  - სამწუხაროდ, სათანადო პარტნორის მონახვა, ჩვენს დროში, საკმაოდ ჭირს, ჩემი ძაღლი გამოვიყვანე სასეირნოდ, რომელიც გამექცა და მის ძებნაში ბურუსში გავეხვიე მისტერ შეინ.-მიპასუხა ქალმა.. მე მას შევთავაზე წავსულიყავით  ახლომდებარე ბარში, რომ ცოტა წაგვეხემსა და გვესაუბრა, რამდენიმე დღეა პირში ლუკმაც არ ჩამედო., თავიდან სენდვიჩს პირიც ვერ დავაკარე, შემდეგ ჩავკბიჩე და მადაც მეწვია. მე ვტკბებოდი მის ვიქტორიას სილამაზით, მუქ ქერა თმას ნათურის შუქზე მოწითალო ელფერი დაჰკრავდა, ლამაზი ფორმის  მონაცრიფრო- მომწვანო თვალებში  ვიძირებოდი, ბუნებრივად ლამაზი და ფორმიანი გრძელი წარბები ჰქონდა, მიუხედავად ოდნავ მოგრძო ცხვირისა, ის მაინც ულამაზესი იყო, მისი მოვარდისფრო ტუჩები დამათრთობლად  გამოიყურებოდა, ჩამოსხმული ფეხები და ხელები ალვის ტოტებს მაგონებდა. საოცარი გემოვნება ჰქონდა: გრძელ ნატიფ თლილ თითებს ერთი პატარა ვერხცლის თვლიანი ბეჭედი ამშვენებდა, ესეც კი საკმარისი იყო, რომ ის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო და ყველაფერთან ერთად, მისი დახვეწილი მანერები ჭკუაზე მშლიდა,  ვერ ვახერხებდი მისი საუცხოო გარეგნობით საკმარისად დატკბობას. მან მომისამძიმრა და ბოდიში მიმიხადა, რომ დასაფლავებაზე ვერ მოვიდა, ავადმყოფობის გამო, მის ვიქტორია ჩემი ძველი  მეზობელი იყო, მის ბრედფორდმა ინტერესი გამოხატა იმ საკითხისადმი,  თუ რატომ არ ვრჩებოდი მე მამის სახლში... დაწვრილებით ვუამბე ის რაც ამ დღეებში გადამხდა თავს, მან  მიპასუხა: -ოჰ, მისტერ შეინ, ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო,
დიდი სურვილი მაქვს, რითიც შემიძლია დაგეხმაროთ!- მის ნათქვამში მართლაც იგრძნობოდა წუხილი. ვახშმის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით ტაქსში, ვიქტორიამ მთხოვა ჩემს სახლში წავსულიყავით, მეც ვერ ვუთხარი უარი. შევაბიჯეთ ბნელ დერეფანში და ვიგრძენი, რომ სახლში ვიღაც იყო, ფრთხილად დავათვალიერეთ ყველაფერი, ბოლოს კი საიდუმლო ოთახის ჯერიც დადგა და შევაღეთ, მოულოდნელად დავინახე ბილი, რომელიც ტახტზე საბანგადაფარებული იწვა და ეძინა, გახარებულმა გავაღვიძე და ჩავეხუტე, ლედის  დანახვაზე ბილი წამოიმართა და მოწიწებით ბოდიში მოიხადა, ყველაფერი მოვუყევი, რაც შევიტყვე, ასევე ვანახე პატარა ფურცელი, რომელიც დღეს ვიპოვე, შემდეგ კი ბილის მოყოლილმა ისტორიამ მეც და მის ვიქტორიაც შეგვაცბუნა, ახლა კი ნამდვილად საგონებელში ჩავვარდი...

Wednesday, July 15, 2015

საიდუმლო ოთახი ( თავი VI )

                                                             თავი VI
         31 წლის წინანდელი გაზეთის ფურცლის გაშავებული ნაგლეჯიდან შევიტყვე, რომ კეიტ ბრაიტონი ამ ინციდენტის მერე წაიყვანეს და განათავსეს  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუღლემ სახლში დააბრუნადა თვითონ მეთვალყურეობდა ცოლს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან აფექტის მდგომარეობაში კინაღამ მოკლა თავისი ბიჭუნა და ასევე ის საშიში იყო გარშემომყოფებისთვის. ზურგზე ჭიანჭველებმა დამიარა, შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და მომხდარის წაკითხულთან დაკავშირება დავიწყე, ესე იგი მამაჩემის ცოლი, დედაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალია, მე კი მეგონა, რომ ჩემი დაბადებისთანავე გარდაიცვალა, ის იყო ფსიქიურად შეშლილი, რომელმაც სამუდამო ნაიარავი დამიტომა და ოთხი წლის ასაკში რამის მომკლა, ამის შემდეგ მას იზოლირება გაუკეთეს, მაგრამ მამამ რაღაც გარკვვეული მიზეზით, ალბათ ძლიერი სიყვარულის გამო, ის სახლში დააბრუნა, იგი მას ოთახში ამყოფებდა, სადაც არავის უშვებდა მოსამსახურის და თავის გარდა, კეიტს ჩემი ნახვა სურდა ხოლმე, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომაც მან თავისი სასოწარკვეთილი შეძახილებითა და ვედრებით დაითანხმა მოსამსახურე, რომ მას პატარა საიდუმლო კარები გაეკეთებინა ჩემს საძინებელში, მარტო ამ გზით ახერხებდა ჩემს მონახულებას, ოჯახის თავკაცმა კი არაფერი არ იცოდა ამის შესახებ, მე კი მიკრძალავდნენ ამ საიდუმლო ოთახში შესვლას, რადგან მამას არ უნდოდა, რომ მენახა ჭკუიდან გადასული ქალი, რომელმაც დამასახიჩრა და ეგონა, რომ ამით მისგან მიცავდა, ეს კარები მანამდე იყო ჩაკეტილი გასაღებით, სანამ ერთი საბედისწერო დღე არ დადგა, ვიფიქრობ, რომ ეს წერილებიც მისი დაწერილი იყო -მაგრამ მან მოკლა მოახლე ,მამაჩემი და გაიტაცა ბილი თუ არა?! ახლა კი ეს ქალი ყველგან დაეხეტება და მეძებს მე. მთავარი დასკვნა გავაკეთე,  უნდა შევხვდე კეიტ ბრაიტონს, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს!
        ჩემი მანქანა, რომელიც არქივის შენობის წინ დავაყენე, რაღაცა მიზეზის გამო არ იძვროდა ადგილიდან, როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს გახეთქილი საბურავის ბრალი იყო, გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი სასტუმროში, უკვე საღამოს 8 საათი იყო, ძლიერი წვიმის გამო ქუჩა სულ მთლად ცარიელი გახლდათ, ნელი ნაბიჯით მივდიოდი და თანაც ვფიქრობდი, რაზე უნდა მელაპარაკა კეიტთან თუ მის მოძებნას მოვახერხებდი და სად იყო ბილი, პოლიციაზეც ვფიქრობდი, რომლებმაც არაფერი არ იღონეს ამ საქმის გასარკვევად და ჩათვალეს, რომ მამაჩემი ჭკუიდან გადავიდა, დალეწა ყველაფერი, გამოჭრა ყელი მოსამსახურეს და შემდეგ თავიც მოიკლა, ეს სრული აფსურდია, მამაჩემი არასდროს არ იზამდა ამას! ბინდი მატულობდა და სვლას ავუჩქარე, ქუჩაში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა ისმოდა, წინ რაღაცა უცნაურად მომეჩვენა და მივაყურადებ კიდეც,  აღმოვაჩინე, რომ ჩემ წინ ვიღაცა მიდიოდა, ეს მსუბუქი და ჰაეროვანი ადამიანი უნდა ყოფილიყო, გავიგე ისევ ის ხმამაღალი სიცილი და გავემართე მისკენ, თან ძალაუნებურად დავიძახე-დედა მომიცადე, ნისლის გამო ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მოვასწარი ლამპიონის შუქით განათებული წითელი თხელი მოსასხამის გარჩევა, მისკენ გავიქეცი, მის ნაბიჯების ხმას და მკრთალ თხელს სილუეტს მივდევდი, სანამ არ აღმოვჩდი ორ შენობას შორის მომწყვდეული, წინ მაღალი აგურის ღობე იყო, მას მივეყრდენი, სიცილის ხმა შეწყდა, უეცრად დავინახე ჩემს ფეხთან ფურცლის ნაგლეჯი, სადაც უკვე ნაცნობი კალიგრაფიით ეწერა: -ბილი გიამბობს ყველაფერს!
      ამის შემდეგ ბურუსში ჩემ წინ, სულ ახლოს, გაჩნდა თხელი მაღალი მოსასხამიანი ქალის ლანდი, რომლის ნისლში გარჩევას ვცდილობდი, ვიგრძენი, რომ თვალების გარშემო კუნთები ამტკივდა დაძაბულობისაგან და საბოლოოდ, დანახულმა ამათრთოლა...