ჩემს წინ ჩამოსხმული არსება იდგა, ეს იყო მის ვიქტორია ბრედფორდი!
ჩემი ახალგაზრდობის დაუვიწყარი სიყვარული, მის ნაზ და მკრთალ სახეზე შიში და გაურკვევლობა იხატებოდა, მიცნო, მივუახლოვდი,მან თითქმის ჩურჩულით მითხრა: - ამდენი წლის შემდეგ აქ არ ველოდი თქვენს ნახვას, ძვირფასო შეინ, უაღრესად ბედნიერი ვარ!- მისი სახე ულამაზესმა ღიმილმა დაფარა.
- არც მე არ ველოდი თქვენს დანახვას მის ვიქტორია, ამ ცივ და ნისლიან ღამეს ქალაქის ქუჩაში უკავალეროდ რატომ დადიხართ, ჩემო ძვირფასო?!- დავუსვი კითხვა და ხელზე ნაზად ვემბორე.
- სამწუხაროდ, სათანადო პარტნორის მონახვა, ჩვენს დროში, საკმაოდ ჭირს, ჩემი ძაღლი გამოვიყვანე სასეირნოდ, რომელიც გამექცა და მის ძებნაში ბურუსში გავეხვიე მისტერ შეინ.-მიპასუხა ქალმა.. მე მას შევთავაზე წავსულიყავით ახლომდებარე ბარში, რომ ცოტა წაგვეხემსა და გვესაუბრა, რამდენიმე დღეა პირში ლუკმაც არ ჩამედო., თავიდან სენდვიჩს პირიც ვერ დავაკარე, შემდეგ ჩავკბიჩე და მადაც მეწვია. მე ვტკბებოდი მის ვიქტორიას სილამაზით, მუქ ქერა თმას ნათურის შუქზე მოწითალო ელფერი დაჰკრავდა, ლამაზი ფორმის მონაცრიფრო- მომწვანო თვალებში ვიძირებოდი, ბუნებრივად ლამაზი და ფორმიანი გრძელი წარბები ჰქონდა, მიუხედავად ოდნავ მოგრძო ცხვირისა, ის მაინც ულამაზესი იყო, მისი მოვარდისფრო ტუჩები დამათრთობლად გამოიყურებოდა, ჩამოსხმული ფეხები და ხელები ალვის ტოტებს მაგონებდა. საოცარი გემოვნება ჰქონდა: გრძელ ნატიფ თლილ თითებს ერთი პატარა ვერხცლის თვლიანი ბეჭედი ამშვენებდა, ესეც კი საკმარისი იყო, რომ ის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო და ყველაფერთან ერთად, მისი დახვეწილი მანერები ჭკუაზე მშლიდა, ვერ ვახერხებდი მისი საუცხოო გარეგნობით საკმარისად დატკბობას. მან მომისამძიმრა და ბოდიში მიმიხადა, რომ დასაფლავებაზე ვერ მოვიდა, ავადმყოფობის გამო, მის ვიქტორია ჩემი ძველი მეზობელი იყო, მის ბრედფორდმა ინტერესი გამოხატა იმ საკითხისადმი, თუ რატომ არ ვრჩებოდი მე მამის სახლში... დაწვრილებით ვუამბე ის რაც ამ დღეებში გადამხდა თავს, მან მიპასუხა: -ოჰ, მისტერ შეინ, ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო,

No comments:
Post a Comment