გადამჭკნარი თითებით,
ბერტყავს პაპა ბებერ კაკალს,
ბერტყავს პაპა ბებერ კაკალს,
ხე პასუხობს სიმღერით,
გამოავსო ბებომ სახლი
გამოავსო ბებომ სახლი
მურაბების სურნელით,
გაღმით თერგის ფშვენა ისმის,
გაღმით თერგის ფშვენა ისმის,
ხარს დაუდგამს უღელი.
შემოდგომის ჭირნახულით
შემოდგომის ჭირნახულით
უნდა ლხენა მოგვგვაროს,
სიმინდს ფერი შეუცვლია,
სიმინდს ფერი შეუცვლია,
მურა ბეღელს დარაჯობს.
ვენახს რთველი ელოდება,
ვენახს რთველი ელოდება,
კოხტა გოგოს - აკიდო,
კატა თაგვებს ემუქრება,
კატა თაგვებს ემუქრება,
ნიგოზს პირი არ ჰკიდოთ.
მაია დიაკონიძე
10.07.2015 წელი
მაია დიაკონიძე
10.07.2015 წელი
No comments:
Post a Comment