ბილმა გვიამბო, რომ როდესაც ის საღამოს სასტუმროში დაბრუნდა და ოთახის კარი შეაღო, დაინახა ფანჯარასთან მდგონი ქალი: - აქ რა გინდათ მადამ, რამეთი ხომ არ დაგეხმაროთ? -ჰკითხა უცნობს.
-დიახ, ჩემო საყვარელო, შეინ, შენ დიდ საშიშროებაში ხარ, ძვირფასო და უნდა წამომყვე!-უთხრა ქალმა და თავისი ლამაზი თვალებით პირდაპირ სულში ჩახედა.
- რამე ხომ არ გეშლებათ? -მე შეინის მეგობარი ბილი გახლავართ, რა საშიშროებაშია შეინი, მადამ, შემიძლია მისი დახმარება?- შეცბუნებულმა ჰკითხა, მიხვდა, რომ ქალს მისი და შეინის დიდი მსგავსების გამო, ისინი ერთმანეთში აერია. გაოცებულმა
ქალბატონმა სწრაფად გამოჰკითხა მას, თუ ვინ იყო, სად ცხოვრობდა და რას საქმიანობდა, შემდეგ რაღაცა დაწერა ფურცელზე, რომელიც ნომერში დატოვა შეინისთვის, ბილს კი სწრაფად ჩაჰკიდა ხელი მაჯაზე და უთხრა, რომ თუ უნდოდა მეგობრის გადარჩენა, მას უნდა გაჰყოლოდა.მერე ამ ოთახში მიიყვანა და დაიწყო თავისი ისტორიის თხრობა, რომ ის იყო შეინის დედა, ოთხი წლის, რომ იყო ბავშვი, ლამის სიცოცხლეს გამოასალმა ფსიქიური აშლილობის გამო, მას შემდეგ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი ქმარს, მაგრამ მან მაინც მოიფიქრა გზა შვილის მოსანახულებლად, ერთგულ მსახურს გააკეთებინა საიდუმლო გასასვლელი შვილის ოთახში, რომელსაც ღამ-ღამობით სტუმრობდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც მან თქვა, ის იყო, რომ იცოდა ვინ მოკლა მოსამსახურე და მისი მეუღლე. მან იმ ღამის სცენა გაიხსენა: -მე მესმოდა საზარელი ხმები და ძალიან მეშინოდა, ვგრძნობდი, რომ ეს ხმები ჩემამდე მოაღწევდნენ, მართლაც ასე მოხდა, სასტიკი არსება გაუსწორდა ჩემს ქმარს და მოსამსახურეს, შემდეგ გააღო ჩემი ოთახის კარი და მე...მე... ის ვიცანი, მაგრამ ახლა მისი ვინაობა აღარ მახსოვს, ის შეინის სისხლი და ხორცია, მისი ნათესავია, მე მესროლა იარაღი და როდესაც დავეცი, მან იფიქრა, რომ მოვკვდი, მაგრამ ტყვიამ მხოლოდ მედალიონი დააზიანა, რომელშიც შეინის სურათი იყო. მე ცოცხალი ვარ და ახლა ჩემი შვილის გადარჩენა მინდა!

სასტუმროში მისულმა ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ბილს, ხოლო შემდეგ დავრეკე ვიქტორიასთან და მასაც ვუამბე თავს გადახდენილი, მეორე დღეს კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი...
No comments:
Post a Comment