ერთხელ კლასელ გოგონებთან ერთად ქორწილში წავედი, ვიქნებოდი 19-20 წლის ბიჭი,
80-იანი წლები იდგა და მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა საქართველოში რა გრანდიოზული ქორწილები იმართებოდა. ნეფის ქორწილში ვიყავით დაპატიჟებული და დაახლოებით 500 კაციან სუფრაზე მოგვიწია დასხდომა. ქაღალდგადაკრულ ხის ფიცრებზე ვისხედით. პურმარილის ქვეშ იზნიქებოდა მაგიდები. იცოცხლე, მოვულხინეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ მაინც მთავარი აქცენტი სმაზე მქონდა გადატანილი. ახალგაზრდა ვიყავი და გოგოებს თავს ვაწონებდი. ყანწების ტრიალი და გადასვლა-გადმოსვლა მაშინ მაგარ მოდაში იყო. არც ერთი სასმისი არ გამომიტოვებია, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ ღვთაებრივმა სითხემ მუცელში ნამეტანი შემაწუხა. გადავწყვიტე ტუალეტისთვის მიმეკითხა, გავიხედ-გამოვიხედე, მაგრამ მაგიდიდან ადგომა და გამოსვლა 100 კაცის ფეხზე წამოყენებას ნიშნავდა, - რა ქართველი ხარ, თუ ეს ვერ მოითმინე!!! - შემოვუძახე თავს და სმა განვაგრძე იმ იმედით, რომ დღის სამ საათზე დამსხდარი მექორწილეები ღამის ცხრა-ათ საათზე მაინც დაიშლებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, გახდა ღამის თორმეტი, პირველი, სამი, და აი, როგორც იქნა დამთავრდა პურობა თუ ღრეობა, ზუსტ განმარტებას ახლა ვეღარც მივცემ სმა-ჭამის ამ პროცესს. წელში ოთხად მოკეცილი გამოვცოცდი მაგიდიდან, საპირფარეშოს მივაშურე, მაგრამ რას შეხვალ შიგნით, უზარმაზარ რიგში მეორასე აღმოვჩნდი. - ჩემს დღეში სხვაც ბევრი ყოფილა. - გავიფიქრე და შენობიდან ბარბაცით გამოვედი. ახლა მეგობრის სახლამდე გაცილება გახდა საჭირო, გოგონას ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი შუაღამეზე, გავაცილე, კიდევ კარგი, იქვე ახლოს ცხოვრობდა, სახლში შემიპატიჟა, მიხვდა რა დღეშიც ვიყავი, მაგრამ სასტიკად ვიუარე და როგორც კი სადარბაზოში შევიდა და თვალს მიეფარა, იქვე ქუჩაში ბნელი ადგილი მოვძებნე და ის იყო უნდა გავთავისუფლებულიყავი ზედმეტი ტვირთისგან, რომ მოულოდნელად, თავზე ერთი ვედრო ცივი წყალი გადმომასხეს, მაშინვე გამოვფხიზლდი, - რას მერჩით, თქვე ოჯახაშენებულებო, - ავყვირდი სასოწარკვეთით, გინებაც არ დავაკელი ჩემს დამსჯელს,
ასე სველი, გალუმპული წამოვედი სახლში, თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი: - ახია შენზე, ამის მერე გეცოდინება, რამდენი უნდა დალიო, მუცელი კი არ უნდა გაიხეთქო! ნამდვილად ქალი იქნებოდა ის ინკვიზიტორი, თორემ კაცი გამიგებდა, ან რა იცოდა იმ ადამიანმა, რა დღეში ვიყავი... აი, ასეთი აღელვებული დავბრუნდი სახლში. ამ ამბის შემდეგ კარგა ხანი აღარ დამილევია,
.
Wednesday, July 15, 2015
Tuesday, July 14, 2015
საიდუმლო ოთახი ( თავი V )
თავი V
წერილში ბილი მეუბნებოდა, რომ მას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ბრაიტონში, პრობლემებია მის ბართან დაკავშირებით და ყველაფრის მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. წერილი იყო დაწერილი ფრთხილი და ლამაზი ხელწერით, ბილს კი თავისი ბატიფეხური კალიგრაფია ბავშვობიდან მოჰყვებოდა, მივხვდი, რომ ჩემთვის დატოვებული ორივე წერილი, იყო დაწერილი ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავს ასაღებდა სხვა პიროვნებად და ცდილობდა ჩემ შეცდომაში შეყვანას, გაშეშებულმა გადავიკითხე წერილი რამდენჯერმე, ამ დროის განმავლობაში, სულ ფეხზე ვიდექი და ამიტომაც დაღლილობისგან ფეხები ამტკივდა, მექანიკურად მაშინვე გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე,, რომ ჩემი შევროლეს გვერდზე ბილის მერსედესი იდგა, ის სულ თავისი მანქანით დადიოდა და ახლა შეუძლებელი იყო ტაქსით გამგზავრებულიყო, გადავწყვიტე ჩავსულიყავი ფოიეში და მეკითხა ბილის გარდა, ვინმე ხომ არ დაუნახავთ შესული ჩემს ნომერში, ასეც მოვიქეცი, კარიდორში დიდ გაპრიალებულ მაგიდასთან იდგა გოგონა, რომელიც აკონტროლებდა გასაღებებს, იღებდა შეკვეთებს და ჯავშნიდა ოთახებს, ახალგაზრდა, ქერათმიანი, მწვანეთვალება, მომხიბლელი. ჩემი კითხვა ცოტა უცნაურად მოეჩვენა და სანამ მიპასუხებდა, შეყოყმანდა:
-დიახ, გარდა მისტერ ბილისა, თქვენი ოთახის ნომერი იკითხა დაახლოებით 55 წლის, მომხიბლელმა შავთმიანმა მზის სათვალეებიანმა ქალბატონმა, მან მითხრა, რომ ის თქვენი ნათესავი იყო და დიდი ხანი დაგეძებდათ, მეც ვუთხარი, რადგან მართლაც ძალიან ჰგავდით ერთმანეთს და ვიფიქრე სწორედ მოვიქეცი-მეთქი. ნათქვამმა გამაოგნა.
ამ ყველაფერიმა უფრო მეტად დამაბნია, ძალიან ვნერვიულობდი ბილს,- რამე ხომ არ დაუშავეს ნეტავი?! - ავედი ჩემს ნომერში და ყველაფერი დავათვალიერე, მაგრამ სხვა ადამიანის ოთახში ყოფნის კვალი ვერ აღმოვაჩინე, ბილს თავის ტელეფონიც და ტანსაცმელიც ოთახში დაუტოვებინა, ვგრძნობდი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა და ეს მოსვენებას არ მაძლევდა, მეგობარზე ძალიან ვდარდობდი. ყველაფრის მიუხედავად, თავი დავიმშვიდე.
მეორე დღეს ჩემი მანქანით წავედი მამის სახლში, რომ დამეთვალიერებინა საიდუმლოებით მოცული ოთახი, ავედი კიბებზე, ჩამოვწიე ურდული და აღმოვჩნდი სრულიად ჩვეულბრივ ნათელ ოთახში, მაგრამ როგორც კი შიგ შევაბიჯე, ძლიერად ამეწვა ნაიარევი, რომელიც ბავშვობიდან მთელ მუცელზე მქონდა, ვიგრძენი ის სუნი, რომელიც პატარაობიდან სულ თან მსდევდა,, გადავწყვიტე ოთახი გამეჩხრიკა, ასეც მოვიქეცი, ჩემი ყურადღება ფოტოების ალბომმა მიიპყრო, ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო შავთმიანი თეთრი სახის მწვაანეთვალება წითელმოსასხამიანი ქალი, ვიფიქრე ჩემი რომელიღაც ნათესავია-მეთქი და ფოტო კოსტუმის გულის ჯიბეში ჩავიდე, გავაგრძელე ძებნა და აღმოვაჩინე ძალიან პატარა კარები, რომელიც შპალიერით იყო დაფარული, თუმცა მაინც თვალში მომხვდა, კარი გავაღე, უეცრად გავიგონე ნაბიჯების ხმა და ხმამაღალი სიცილი, შევძვერი ამ გასასვლელში და სრულ სიბნელეში ავღმოჩნდი, სიცილის ხმა სულ უფრო მიახლოვდებოდა, დავინახე სინათლე, იქით გავექანე, აღმოჩნდა გაღებული კარი, რომელშიც ძლივს შევძვერი, ამ საიდუმლო გასასვლელმა ჩემი ბავშვობის ოთახში გამომიყვანა, განვცვიფრდი. ვერავინ ვიპოვე და დავბრუნდი მანქანაში, რადგან სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, გადავწყვიტე გამერკვია, თუ ვინ იყო ეს უცნაური ქალი, რომელიც მე დამეძებდა და მომაკითხა სასტუმროში, გავეშურე არქივისაკენ. ამ ძებნაში წავაწყდი გაზეთიდან ამოხეულ ფურცელს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ შეშლილმა კეიტ ბარტონმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის ოთხი წლის შვილს, რის შემდეგაც მე დავინახე სტატიის ბოლოს იდენტური ფოტო იმისა, რაც გულის ჯიბეში მედო, შემდეგ წაკითხულმა კი სრულიად გამაოგნა...
წერილში ბილი მეუბნებოდა, რომ მას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ბრაიტონში, პრობლემებია მის ბართან დაკავშირებით და ყველაფრის მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. წერილი იყო დაწერილი ფრთხილი და ლამაზი ხელწერით, ბილს კი თავისი ბატიფეხური კალიგრაფია ბავშვობიდან მოჰყვებოდა, მივხვდი, რომ ჩემთვის დატოვებული ორივე წერილი, იყო დაწერილი ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავს ასაღებდა სხვა პიროვნებად და ცდილობდა ჩემ შეცდომაში შეყვანას, გაშეშებულმა გადავიკითხე წერილი რამდენჯერმე, ამ დროის განმავლობაში, სულ ფეხზე ვიდექი და ამიტომაც დაღლილობისგან ფეხები ამტკივდა, მექანიკურად მაშინვე გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე,, რომ ჩემი შევროლეს გვერდზე ბილის მერსედესი იდგა, ის სულ თავისი მანქანით დადიოდა და ახლა შეუძლებელი იყო ტაქსით გამგზავრებულიყო, გადავწყვიტე ჩავსულიყავი ფოიეში და მეკითხა ბილის გარდა, ვინმე ხომ არ დაუნახავთ შესული ჩემს ნომერში, ასეც მოვიქეცი, კარიდორში დიდ გაპრიალებულ მაგიდასთან იდგა გოგონა, რომელიც აკონტროლებდა გასაღებებს, იღებდა შეკვეთებს და ჯავშნიდა ოთახებს, ახალგაზრდა, ქერათმიანი, მწვანეთვალება, მომხიბლელი. ჩემი კითხვა ცოტა უცნაურად მოეჩვენა და სანამ მიპასუხებდა, შეყოყმანდა:
-დიახ, გარდა მისტერ ბილისა, თქვენი ოთახის ნომერი იკითხა დაახლოებით 55 წლის, მომხიბლელმა შავთმიანმა მზის სათვალეებიანმა ქალბატონმა, მან მითხრა, რომ ის თქვენი ნათესავი იყო და დიდი ხანი დაგეძებდათ, მეც ვუთხარი, რადგან მართლაც ძალიან ჰგავდით ერთმანეთს და ვიფიქრე სწორედ მოვიქეცი-მეთქი. ნათქვამმა გამაოგნა.
ამ ყველაფერიმა უფრო მეტად დამაბნია, ძალიან ვნერვიულობდი ბილს,- რამე ხომ არ დაუშავეს ნეტავი?! - ავედი ჩემს ნომერში და ყველაფერი დავათვალიერე, მაგრამ სხვა ადამიანის ოთახში ყოფნის კვალი ვერ აღმოვაჩინე, ბილს თავის ტელეფონიც და ტანსაცმელიც ოთახში დაუტოვებინა, ვგრძნობდი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა და ეს მოსვენებას არ მაძლევდა, მეგობარზე ძალიან ვდარდობდი. ყველაფრის მიუხედავად, თავი დავიმშვიდე.
მეორე დღეს ჩემი მანქანით წავედი მამის სახლში, რომ დამეთვალიერებინა საიდუმლოებით მოცული ოთახი, ავედი კიბებზე, ჩამოვწიე ურდული და აღმოვჩნდი სრულიად ჩვეულბრივ ნათელ ოთახში, მაგრამ როგორც კი შიგ შევაბიჯე, ძლიერად ამეწვა ნაიარევი, რომელიც ბავშვობიდან მთელ მუცელზე მქონდა, ვიგრძენი ის სუნი, რომელიც პატარაობიდან სულ თან მსდევდა,, გადავწყვიტე ოთახი გამეჩხრიკა, ასეც მოვიქეცი, ჩემი ყურადღება ფოტოების ალბომმა მიიპყრო, ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო შავთმიანი თეთრი სახის მწვაანეთვალება წითელმოსასხამიანი ქალი, ვიფიქრე ჩემი რომელიღაც ნათესავია-მეთქი და ფოტო კოსტუმის გულის ჯიბეში ჩავიდე, გავაგრძელე ძებნა და აღმოვაჩინე ძალიან პატარა კარები, რომელიც შპალიერით იყო დაფარული, თუმცა მაინც თვალში მომხვდა, კარი გავაღე, უეცრად გავიგონე ნაბიჯების ხმა და ხმამაღალი სიცილი, შევძვერი ამ გასასვლელში და სრულ სიბნელეში ავღმოჩნდი, სიცილის ხმა სულ უფრო მიახლოვდებოდა, დავინახე სინათლე, იქით გავექანე, აღმოჩნდა გაღებული კარი, რომელშიც ძლივს შევძვერი, ამ საიდუმლო გასასვლელმა ჩემი ბავშვობის ოთახში გამომიყვანა, განვცვიფრდი. ვერავინ ვიპოვე და დავბრუნდი მანქანაში, რადგან სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, გადავწყვიტე გამერკვია, თუ ვინ იყო ეს უცნაური ქალი, რომელიც მე დამეძებდა და მომაკითხა სასტუმროში, გავეშურე არქივისაკენ. ამ ძებნაში წავაწყდი გაზეთიდან ამოხეულ ფურცელს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ შეშლილმა კეიტ ბარტონმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის ოთხი წლის შვილს, რის შემდეგაც მე დავინახე სტატიის ბოლოს იდენტური ფოტო იმისა, რაც გულის ჯიბეში მედო, შემდეგ წაკითხულმა კი სრულიად გამაოგნა...Sunday, July 12, 2015
საიდუმლო ოთახი ( თავი IV )
თავი IV
როდესაც ბილმა შემატყობინა წერილის საოცარი გაუჩინარების ამბავი, მივხვდი, რომ ვიღაცა მახეს მიგებდა. მე მამის სახლთან ახლოსაც არ მინდოდა მისვლა და ამიტომაც გადავწყვიტე სასტუმროში გაჩერება. მე და ბილი ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს მომხდარის შესახებ, ძალიან დაღლილი ვიყავი, მეგობარმა ცოტა მოსადუნებლად და გონს მოსასვლელად მირჩია კონიაკი დამელია სასტუმროს ბარში, მაგრამ ვიუარე, რადგან ხვალ რთული დღე მელოდა. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი, იმწამსვე ღრმა ძილმა გამიტაცა, მთელი ღამე მესიზმრებოდა, თითქოს მამა წყვდიადიდან მეძახდა და დახმარებას მთხოვდა მე კი ამ სიბნელეში მას ვერ ვპოულობდი და როდესაც კვალს დავადექი, ამ დროს ტელეფონის ყრუ ზარმა გამაღვიძა, თავი მისკდებოდა, ძლივს ვარჩევდი საგნებს, ბილს ეძინა, თავს ძალა დავატანე და ავდექი, გავემართე ტელეფონისაკენ და როდესაც მივუახლოვდი, ზუსტად მაშინ შეწყდა ზარის მოსაბეზრებელი წკრიალი.
მამაჩემის პანაშვიდის დღე იყო, სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, გავიპარსე, სუფთა კოსტუმ-შარვალი ჩავიცვი და ბილთან ერთად მანქანაში ჩავჯექი, სახლს, რომ მივუახლოვდით, ტანში ისევ ჟრუანტელმა დამიარა და მივაშტერდი ამ პომპეზურ 'სასახლეს', მოულოდნელად დავინახე ერთ- ერთ ფანჯარაში, ვიღაცის სხეულმა გაიელვა, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე და ვიფიქრე ნერვიულობისგან ფანტაზია მეთამაშება-მეთქი. სახლში უამრავი ნათესავი ტრიალებდა, ყველა ჩემთან მოდიოდა და მესაუბრებოდა, მანუგეშებდნენ თბილი სიტყვებით, ხნიერი ნათესავები, ვითომ პატარა ბიჭი ვიყავი, ყურს მიწევდნენ და მეალერსებოდნენ, ყველა მამაჩემის ისტორიებს იგონებდა, მე კი თავიდან ვერ ვიშორებდი ფიქრებს უეცრად გაჩენილ, ვითომდა მამაჩემის ხელით დაწერილ წერილზე, რომელიც შემდგომ სასწაულებრივ გაქრა, ვიაზრებდი თუ ვის დასჭირდა ჩემი შემოტყუება მამისეულ სახლში, გამახსენდა დილით დანახული ლანდი ცარიელ სახლში, უცბად ფიქრი ბილმა შემაწყვეტინა და მითხრა, რომ ის ცოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს, ამიტომაც სასტუმროში დაბრუნდებოდა, მეორე დღეს კი, საქმის გამოძიებას შეუდგებოდა ჩემთან ერთად. სულ მალე მამის სახლიც დაცარიელდა, ხალხი წავიდა, გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო, დავრჩი ცარიელ ცივ სახლში, სულ მარტოდმარტო, -იქნებ ჩემი მოკვლაც უნდათ?- ამის გაფიქრებაზეც კი ტანში გამცრა, ჩავჯექი ტყავგადაკრულ სავარძელში და თვალს არ ვაშორებდი ორნამენტებიან ჭერს, მოულოდნელად გავიგონე. ნაბიჯების ხმა, რომელიც მეორე სართულიდან მოდიოდა, წამოვხტი და გაუაზრებლად ახლოს მდებარე ნივთს ვტაცე ხელი, გამიმართლა, რომ ეს ნივთი შუშის ბოთლი აღმოჩნდა, სწრაფად ავედი კიბეებზე და შემოვიარე ყველა ოთახი, ვერავინ ვიპოვე და არც არაფრი უცნაური მინახავს, დაღონებული დავდექი სართულის ცენტრში და უეცრად შევნიშნე კუთხეში თეთრი კარი, ამ ოთახში მამა ბავშვობიდან სასტიკად მიკრძალავდა შესვლას და მუდამ კეტავდა ხოლმე, სულ მქონდა ინტერესი, თუ რა იყო ამ 'საიდუმლო ოთახში', მისკენ წავედი და ურდულის ჩამოწევას ვაპირებდი, როცა სახლის პირველი სართულიდან ტელეფონის გახურებული რეკვა გაისმა, ჩავირბინე, მაგრამ ტელეფონის აღება ვერ მოვასწარი, რეკვა შეწყდა, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე სასტუროში დავბრუნებულიყავი, საიდუმლო ოთახი კი ხვალ დამეთვალიერებინა.
დავბრუნდი სასტუმროში, შევიარე ბარში, დავლიე ორი ჭიქა კონიაკი ყინულით და ავედი ნომერში, შევაღე კარი და ბილი ვერ აღმოვაჩინე, მის ნაცვლად
ისევ ყვითელ მოძველებულ ქაღალდზე დაწერილი წერილი დამხვდა...

![]() |
ისევ ყვითელ მოძველებულ ქაღალდზე დაწერილი წერილი დამხვდა...
რა არის სიყვარული?! (ჩანახატი)
- რა არის სიყვარული?!- მკითხავთ და მეც გიპასუხებ:- ასობით, ათასობით, მილიონობით ადამიანი, ამ გრძნობის ფერხულში ჩაბმული. ერთი მეორეს მისდევს, მეორე- მესამეს და ა. შ. ისინი ერთმანეთის სახეებს ვერ ხედავენ, მხოლოდ- ზურგებს, ხანდახან ზოგიერთს გაუმართლებს ხოლმე, პირველს და უკანასკნელს, ერთმანეთს თვალებში ჩახედავენ და აი, აქ აღმოცენდება ნამდვილი სიყვარული, აღმაფრენა, გულების კავშირი, ამიტომ თუ გვინდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში, შევიცნოთ ერთმანეთი, მაშინ სიყვარული იქნება უსასრულო და მარადიული...
როგორ მიყვარდი!
როგორ მიყვარდი, როგორ მსურდი, როგორ გეტრფოდი,
მთვარე და ღამე იყო შენკენ ჩემი მეგზური,
დღეს ღრუბლიანი წვიმიანი ზეცა მახურავს, -
ჩვენი გრძნობების, საქციელის გავხდი ცენზორი.

Saturday, July 11, 2015
საიდუმლო ოთახი ( თავი III )
თავი III
ოთახში დამტვრეული ჭურჭლის ნატეხები ეყარა. საშინელი სუნი იდგა და ბუზები დაფრინავდნენ, ოთახის ცენტრში რაღაცა მოჩანდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და თვალები დავძაბე, მინდოდა კარგად გამერჩია დანახული, შევნიშნე ჩვენი ძველი მოსამსახურის სხეული, მივედი ახლოს და თავი ძლივს შევიკავე, რომ გული არ ამრეოდა, ის თავის სისხლში იწვა, ყელი ჰქონდა გამოჭრილი ბასრი ნივთით, ვივარაუდე, რომ მკვლელობის იარაღი დამტვრეული საგნებიდან ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო, პულსის გასინჯვას აზრი აღარ ჰქონდა, მის გაყინულ სახეზე შემზარავი და შემაძრწუნებული ემოცია დარჩენილიყო, თვალები დავუხუჭე, მივხვდი, რომ დაახლოებით 24 საათის წინ მაინც იყო მოკლული და სირბილით ავედი კიბეებზე, სასწრაფოდ გავეშურე მამის საძინებლისკენ, იქ არ აღმოჩნდა, კაბინეტისკენ წავედი, გავაღე კარი, ცივი ოფლი მასხამდა, დავინახე მამას თავი ედო საწერ მაგიდაზე და დავმშვიდდი, კიდევ კარგი, სძინავს-მეთქი,- გავიფიქრე და მიუახლოვდი, მოულოდნელად დავინახე მაგიდაზე შემხმარი სისხლი, მამაჩემი მკვდარი იყო! არ ვიცი რა მომივიდა, ჩავიკეცე, ვეღარ ვდგებოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა, დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო, ამდენი ხნის უნახავი მშობელი ახლა ცოცხალი აღარ იყო, ეს ფიქრები კარგა ხანი მაწუხებდა, თავში ამომიტივტივდა წერილი, რომელიც გუშინ მივიღე, მიხვდი, რომ ვიღაცას უნდოდა მამის სახლში ჩავსულიყავი., ბოლოს თავი ხელში ავიყვანე, წამოვდექი და სწრაფად დავტოვე სახლი, არ ვიცოდი რა მექნა, გამახსენდა ბილი და დავურეკე, მირჩია პოლიციაში მივსულიყავი, მერე კი სასტუმროში დავლოდებოდი.
ფართოდ შევაღე პოლიციის შენობის კარი და აღელვებულმა ჩემი ემოციები იქ დავტოვე. პოლიციიდან გამოსვლის მერე ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ბილს დავურეკე და ვთხოვე ჩემს სახლში შეევლო და ის უცნაური წერილი წამოეღო, ცოტა ხანში მან შემატყობინა, რომ წერილი ადგილზე აღარ იყო...

Friday, July 10, 2015
ვენახს რთველი ელოდება (საბავშვო)
ჯერაც მხნე, თუმც ანათრთოლი,
გადამჭკნარი თითებით,
ბერტყავს პაპა ბებერ კაკალს,
ბერტყავს პაპა ბებერ კაკალს,
ხე პასუხობს სიმღერით,
გამოავსო ბებომ სახლი
გამოავსო ბებომ სახლი
მურაბების სურნელით,
გაღმით თერგის ფშვენა ისმის,
გაღმით თერგის ფშვენა ისმის,
ხარს დაუდგამს უღელი.
შემოდგომის ჭირნახულით
შემოდგომის ჭირნახულით
უნდა ლხენა მოგვგვაროს,
სიმინდს ფერი შეუცვლია,
სიმინდს ფერი შეუცვლია,
მურა ბეღელს დარაჯობს.
ვენახს რთველი ელოდება,
ვენახს რთველი ელოდება,
კოხტა გოგოს - აკიდო,
კატა თაგვებს ემუქრება,
კატა თაგვებს ემუქრება,
ნიგოზს პირი არ ჰკიდოთ.
მაია დიაკონიძე
10.07.2015 წელი
მაია დიაკონიძე
10.07.2015 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)