Friday, May 30, 2025
დღეც მიყვარს , მაგრამ ... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი ასმათ შეთეკაურის კომენტარებით
Wednesday, May 28, 2025
Tuesday, May 27, 2025
სევდა (სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ)
სევდა
დაწრიალებდა ჩემს სულში სევდადა წუთისოფლის წამებს მპარავდა,
ვერ მოვერიე ქაჯთა და დევთა,
სიცოცხლეც მიტომ დაპატარავდა..
მე გამჭვირვალე, ცისა ფერი
მეცვა სამოსი,
ხელში ვარსკვლავებს, როგორც ბურთებს
ვატრიალებდი,
და თითქოს მთვარე ფიქრ-სიზმრიდან
ისე ამოდის,
როგორც კვირტები ხის ტანიდან
იდუმალებით.
ავდივარ ზემოთ, განა ფეხით,
მივფრინავ მაღლა,
ფრთები შემსხმია თეთრი ნაზი
ქერუბიმების,
და გალაქტიკის სუნთქვასა ვგრძნობ
ამ წუთში, ახლა,
და ვხვდები, ერთი ნამცეცი ვარ
დროის დინების.
მაია დიაკონიძე
6.10. 2022 წელი
Sunday, May 25, 2025
მთაო! (სატრფიალო)
მთაო!
ციკლიდან : ,, სალაღობო ." ა რ ტ ე მ ი დ ე ს ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ციკლიდან: ,,სალაღობო "
Saturday, May 24, 2025
"Მონატრება" ეძღვნება Მამას..., ავტ. ირმა კვაშილავა
"Მონატრება" ეძღვნება Მამას...

ახალგაზრდებს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ახალგაზრდებს!
(ფშაურ კილოზე)
კარგი ლექსი მინდა ვწერო
თქვენი გულის გასახარად…
მუზაც ფრთების შემსხმელია, –
თუ მამული გიყვართ
მყარად;
წინ მიგიძღვით ნინოს ჯვარი,
ღვთისმშობელი გიდგათ ფარად;
საგზლად დაგაქვთ სიყვარული,
სადაც დახვალთ, – მთად თუ ბარად;
ობოლ ბიჭს თუ ეგულებით
,,წიქარად" და შემწე ხარად,
ხმლით მოხაზავთ ქვეყნის საზღვარს,
ყველა მომხვდურს უღრენთ
ავად;
სხვისა ბაღში ხილს არა ჰკრეფთ,
სიკეთის ხეს თუ რგავთ მარად,
სიტყვას ვერვინ მოგიძებნით,
საგინებელ –გასაკმარად!
ქ. თესალონიკი,13. 09. 2020
წელი
Friday, May 23, 2025
მინიმა
დაგვიანებულს არა აქვს ფასი
სიტყვას, პირობას, არც თუნდაც ლექსსაც,
გამწყდარა უკვ მოთმენის ძაფი,
ყოველი სიტყვა მესობა ეკლად.
დაბადების დღეს მილოცავ ახლა
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"
უფალს ედრება, ვინც ჩემზე ზრუნავს,
და თუ მე ვზრუნავ, უფალს ვედრები,
მთელი სამყარო ამ ღერძზე ბრუნავს,
სიყვარულის და არა ყვედრების.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19.05. 2023 წელი
ღმერთო, მალოცე და მამარხულე,
მადლი და პურ-ღვინო დამიძველე,
კვირტი გამიფურჩქნე სამამულე,
მოდგმა და მონაგარი გამიგრძელე.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 23.01. 2022 წელი
ცხვარიც იმას ფიქრობს, როგორმე გამგელდეს,
არც ,,სამარიტელობენ", არც ისე ქველობენ,
ათასი მინდიაც ვერ შეჭამს ამდენ გველს,
ისე მასიურად გველობენ!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 27.08. 2018 წელი
,,არ გათეთრდება ყორანი",
ფუჭია ყველა მცდელობა,
და ,,გულშავობას" ვერ ფარავს
თეთრ წვერით პირნათელობა.
ელგუჯა ციგროშვილი
22.01. 2018 წელი
ზოგჯერ გრიგალივით ბობოქარო,
ციდან ჩამოსულო ვარდის ცვარო,
მიწიერს რას უნდა შეგადარო?!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 1. 09. 2021 წელი
კარს მომდგარ დილას უღიმის და თავსაც იწონებს,
თვალებში შევცქერთ სიყვარულით ერთმანეთს ორნი,
მთელ ღამეს ერთურთს რომ ვუცვლიდით ლამაზ სტრიქონებს.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 4.06. 2012 წელი
Thursday, May 22, 2025
განა
სიკვდილი დადის ქალაქში
დიდო მთაწმინდავ!
უფალი შენთან! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
,, უფალი შენთან !
Wednesday, May 21, 2025
სახუმარო
სახუმარო
გადადებული არის
ქარივით გადაგივლიან
Monday, May 19, 2025
არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი
არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი
მოწყვეტილი ველს ყვავილი —
ადრე წასულ ბავშვს მაგონებს,
მინდორ-ველში თუ გაივლი,
მის სიმღერას გაიგონებ.
ის სურნელი, მას რომ ახლავს, —
საკმევლის სუნ-შერეული,
ქარს გადააქვს, თითქოს მარხავს,
ჰანგებია შორეული.
ვარდი იყოს, თუნდა ია,
მიაძინებ ხელისგულზე.
სილამაზე თუ მკვდარია,
აღტაცებით რაღად უმზერ.
იქ დატოვე, სადაც ლაღობს,
მოეფეროს მზეც, ღრუბლებიც...
სილამაზე გულებს ალღობს—
შედევრია ის ბუნების.
მინიმა (არც მონა ვარ...)
არც მონა ვარ, არც ყმა ვინმეს,
თუ ვაკეთებ სუფთა გულით,
რომ ვეწიო ზეცას ცისფერს,
აღარ ვნახო დაჩაგრული.
თავხედობას თავი მისცეს,
არ ვურჩევდი მე არავის,
ათოსს, პორთოსს გამოვიწვევ,
დარტანიანს და არამისს.
ძაღლი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ძაღლს!
ის ერთგულია უთქმელი
ფიცის,
ხელის სითბოს გრძნობს
და უხარია...
თუმც „მეგობრობა“ სიტყვა
არც იცის, –
მაინც ერთგული მეგობარია!
თვალებში უდგას სევდის
მორევი,
ალალად იცის საქმის
კეთება,
თუნდაც არ იყოს მისი
მომრევი,
კაცის გულისთვის ლომს
ეკვეთება!
ადამის მოდგმის ერთგული
მცველი,
ჩვენთვის უკუნეთ ღამის
მთეველი...
შენ მოუმართე უფალო
ხელი,
მიეც სიკეთე დაულეველი!
ქ. თესალონიკი,
24.02. 2018 წელი
ამირანს!
Sunday, May 18, 2025
სიმღერა, სატრფიალო





ჩემს იმერეთს, (ექსპრომტად)
ჩემს იმერეთს
მეუბნები (სატრფიალო-სალაღობო)
მეუბნები
Friday, May 16, 2025
სალაღობო (ორი ვარიანტი)
პირველი ვარიანტი
სალაღობო
თვალებში სიზმრად მევსები,
დახურული გაქვს კარები,
ჩამომისხოდი ლექსები,
ვით ციდან მუზის ღვარები,
არც მიშვებ, არც გამოდიხარ,
თვალებით მემუდარები,
გადავქცეულვარ ლოდინად,
შენს სიზმრის კართან მარები.
მაია სიაკონიძე
15.05. 2025 წელი
მეორე ვარიანტი
სალაღობო
თვალებში სიზმრად მევსები,
ვისწავლიდით სიყვარულის ამბავს! ელგუჯა ციგროშვილის კომენტარით
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს!