Monday, May 12, 2025

მზის შუქით სავსეა ეგ ღიმილი (სატრფიალო)

 

მზის შუქით სავსეა ეგ ღიმილი

იქნებ შეგაწუხე ხმაურით და,
იქნებ არ კი უნდა დამერეკა,
გრძნობა დამეუფლა უცნაური,
გულში მზის სხივებად აირეკლა.

შენ დღეს ნაზ სიჩუმეს შეეფარე,
დუმილი გიყვარდეს, არ მგონია,
რა ვქნა, რომ ჩემს ლურჯ სისხლს სულ მჩქეფარე,
თერგის ტალღის დასდევს აგონია.

ხმა ჩემი ჩურჩულით დაგიძახებს,
მზისფრად გაგინათებს ფიქრის ბილიკს,
მოდი, სხვანაირად დამინახე,
სხვა ეშხით, სხვა გულით ქვეყნად ივლი.

იქნებ, ჩემი გული ისევ შეცდა,
ვერ ჩაკლა ხმა ჩემი მგრძნობიარე,
რად მოაქვს ამ ქარებს მხოლოდ სევდა,
მეყო, რაც ვიტირე, ცრემლი ვღვარე.

იქნებდა, არ უნდა დამერეკა,
მეყოფა უკვე ეს ჩივილი,
განა კი ვიტირო ვით ბეკეკამ,
მზის შუქით სავსეა ეგ ღიმილი.

No comments:

Post a Comment