ოქროს თევზი ხარ!
ნუთუ სიყვარულს აქვს სიგრძე-განი,
მუნ გადამლახავს ყველა დილემის,
მთავრდება დიდი თავდავიწყებით.
ესხმებათ ფრთები იებს, ენძელებს
და ჟრუანტელად გვივლიან ტანში,
ჩვენ ერთმანეთი დიდხანს ვეძებეთ,
ყველა ხომ თავის მოითხოვს არჩივს.
და აქ გიპოვე მდინარის ზვირთში,
ოქროს თევზი ხარ, ჩაგითქვამ სურვილს,
განფენილი ხარ ზღაპარში, მითში
და უსათუოდ მომიკლავ წყურვილს.
მაია დიაკონიძე
9.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment