არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება. სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.
Tuesday, November 29, 2016
ანდროს ისტორიებიდან (კატა ფეფო)
არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება. სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.
აბშილა (საბავშვო)
გუდის ყველსაც მოგვართმევს სტუმრებს ზემო ალვანში,
სათიბს მითიბ-მოთიბავს პაპა, ცელსაც გაპირავს,
მთების ლურჯი ციაგი თვალებსა სჭრის აბშილას,
- აბშილა ვინ დაგარქვა, ყველა მას ეკითხება,
- დიდმა პაპამ, მოგვესწრო, მოგვცა მან დაპირება,
კიდევ დიდხანს იცოცხლებს, სანამ გაგვზრდის გმირებად
- კბილს კბილს აჭერს აბშილა, ცხვარს აძოვებს ამ დილას,
უფსკრულშიც არ დატოვებს თეთრ ჭედილას ადვილად..
,
შენი შეხება(ერთსტროფიანი)
შენი ხელები ჩემს ხელს ეხება...
ჩამოირეცხავს ეს ზეცა ფერსაც,
ჩემს გულში რჩება შენი შეხება.
წიწილები (საბავშვო)
თორემ მწარედ ვიწივლებ!
Monday, November 28, 2016
ჩვენი კატო (საბავშვო)
კატუნია როგორ ართობს
თავის ცინდლებს, თავის შვილებს,
გადაუგდებს ფერად ღილებს,
ერთს მიართმევს რძეს და ერბოს,
კატო უსხავს ხორცზე კეტჩუპს
მეორე კნუტს, მოსწონს ერთობ!
მწყრალად უმზერს დედა კატა,
ლამის თვალში ბრჭყალი ტაკა,
- ამხელა ხარ და არ იცი,
ტომატს არ ჭამს ჩვენი ჯიში?!
ვახოს უნდა ბევრი ჭამოს,
ბებოს მისთვის იხვიც აქვსო,
კატის კნუტებს უყვართ თევზი,
გვაჭმევ? იზამ საქმეს კეთილს!
პაწაწინა თიკუნია (საბავშვო)
მისი ბებო მკერავია, თვითონ ადგენს ნახაზებს,
მერე თარგებს გამოჭრის და დააზომებს ჩითილებს,
თიკუნიას შემხედვარე პაპას ცხენი ხვიხვინებს:
-ასეთ ლამაზ კაბებს იცმევს მხოლოდ ველის პეპელა,
დახატული ნექტარსა სწოვს ნაზ ღიღილოს, ყელყელას,
ეჯიბრება, თვალს უყენებს გამინდვრებულ ყვავილებს,
ჩვენი გოგო ყველასა სჯობს, ცაში მზესაც აკვირვებს!
Sunday, November 27, 2016
სამარშრუტო ტაქსში (ქალის სურნელი) ნოველა
ჩემი დამემართა, მე აქეთ ვღაფავ სულს, ეს კაცი - იქით. ვფიქრობ, ხომ არ ჩავიდე?, სამარშრუტო გაჭედელია, წინ ძნელად თუ გაძვრები, კარგი, მოვითმენ, ჩემს თავს ველაპარაკები, - ცოტაც კიდევ, ცოტაც, - ის ჩვენი მწამებელი და სულთამხუთავი ქალიშვილი როგორც იქნა, ჩავიდა, მისი ადგილი სხვამ დაიკავა, გაუჩერებლად ლაპარაკობს სომხურად, ახლა ჩემს გვედზე მჯდომს ურეკავენ, - მალე ვიქნებიო, - ჰპირდება და ხვნეშას და კვნესას აგრძელებს. მოკლედ საგიჟეთია,- ვფიქრობ. მივუახლოვდი ჩემს გაჩერებას, ჩასასვლელად ვემზადები, გვერდზე მჯდომი ჩემზე სულ ცოტა ადრე ჩადის, მერე მე ჩავდივარ, მიწაზე ვდგამ ფეხს, თავისუფლად ამოვისუნთქე.
სანამ სიყვარულს გამოამზეურებ
კარგად დაუფიქრდი, მერე არ ინანო,
ზოგი ნეხვში გაგსვრის,
ზოგიც ტვინს წაგიღებს,
მაგრამ ყველაფერი უნდა აიტანო.
შენი გრძნობები და შენი ემოცია,
გირჩევ, თავიდანვე გულში შეინახო,
ბევრი იმას ფიქრობს, რამე შეგეშალოს, -
ატირებული და სუსტი დაგინახოს.
Saturday, November 26, 2016
ანდროს ისტორიებიდან (შემთხვევა თბილისის ავტობუსში თუ მის გარეთ)
მოგეხსენებათ ტრანსპორტის საქმე მაშინ ჭაკად იყო, გადავსებული ავტობუსები ისე ჩაგიქროლებდნენ, გაჩერებაზეც კი არ აჩერებდნენ. ძირითადად ფეხით მიხდებოდა სიარული, თავს ვიმშვიდებდი, ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის კარგი არის-მეთქი, მაგრამ ერთხელ, როცა გადავსებულმა ავტობუსმა ცხვირწინ გამიჩერა, ცდუნებას ვერ ვძლიე და მეც ავეკარი კარებს, შიგნით შეღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. ორი ხელით ვეჭიდებოდი, თან თავ-ბედს ვიწყევლიდი, რა ეშმაკმა შემაცდინა-მეთქი. დიღომში გაჩერებაზე, ეტყობა ვიღაც უნდა ჩამოსულიყო, მანამდე არც გაუჩერებია მძღოლს, იხუვლა ხალხმა და მე მიწაზე ზღართანი გავადინე, ზედ ოთხი-ხუთი კაცი მაინც მეწვა. ვფართახალებ და ამ ზედახორიდან გამოძრომას ვცდილობ, რომ ვიღაცა ქალი აყვირდა, - რას კადრულობთ, ბატონო, ხელი გაწიეთო, - გულში ვიგინები, - შე, უპატრონო, შენს მკერდქვეშ მოწეწკილი ვწევარ, სული მეხუთება და აღარც გავინძრე-მეთქი?! - როგორც იქნა, გამვლელები თუ გაჩერებაზე მდგომები მოგვცვივდნენ, წამოგვაყენეს, შევხედე იმ ჩემს მაგინებელ ქალს და რას ვხედავ, აუწერელი სილამაზისაა, ორმეტრიანი რუსის ქალი, გულში გავიფიქრე, - ნეტავ ცოტა ხანი კიდევ ვწოლილიყავი-მეთქი ამის მკერდქვეშ, იმის ჩახუტებას ხომ არაფერი ჯობდა - ხმამაღლა კი ბოდიშები მოვუხადე ობიექტური მიზეზებით შექმნილი უხერხული მდგომარეობის გამო და დავემშვიდობე. მეორე შემთხვევაც მქონდა დაახლოებით ასეთივე ამ ტრანსპორტის გადამკიდე. გამოვეწყვე თეთრ შარვალსა და ტყავის ქურთუკში და ისევ დიღმისკენ ავიღე გეზი. მაშინ იქ რაღაცა პატარ-პატარა საქმეები მქონდა. შევახტი ავტობუსს, რა თქმა უნდა, ჩამოვეკიდე, ისე იყო გადატენილი. იმ ჩემი ცოდვით სავსე მძღოლმა ისე მკვეთრად მოატრიალა დიდუბიდან დიღმისკენ გადამავალ შესახვევში, რომ ხელები გამეშვა გაღებული კარებიდან, რომელსაც მთელი ძალით ვიყავი ჩაჭიდებული, არ ვიცი, რას მოვკიდო ხელი, რომ არ ჩამოვვარდე, შემთხვევით წინ მდგომი ქალბატონის უკანალს ვტაცე ხელი, მაგრამ იმ სიმძიმე კაცს ეგ როგორ დამიჭერდა?! გადმოვვარდი. მძღოლს ავტობუსი არც გაუჩერებია. რომ ავდექი, თეთრი შარვალი შავი იყო, შავი ტყავის ქურთუკი კი - თეთრი, მტვრისაგან. ლანძღვა-გინებით დავბრუნდი სახლში გამოსაცვლელად.
რაც მინდა, იმას ვწერ!
ზოგს კიდევ უნდა რძე,
ზოგი კაიფობს "მტკვარით",
თან აღლაჭუნებს კევს.
ზოგს უხარია სუნთქვა,
არ უჩხაპნიან ყელს,
პოეტისათვის სულთქმა
ლექსი ყოფილა დღეს.
ვისთვის რა არის კარგი,
ვინ რაზე გიკრავს კვერს,
ღმერთმა უწყის და მიტომ,
რაც მინდა, იმას ვწერ.
მზეს!
მარადიული დიდების სხივებში გახვეულს,
ამ ქვეყნის მაცოცხლებელ ნექტარს...
ვუმზერ, როგორც პატარა ბავშვი
აბრჭყვიალებულ ბურთს და მიკვირს,
როგორ არ იტაცებენ ციდან
და არ იკრავენ გულში...
Friday, November 25, 2016
ანდროს ისტორიებიდან (მონადირე)
დიეტა (სახუმარო)
ამიკრძალეს ყველაფერი, - უნდა იყო გამხდარი,
- მითხრეს ჩვენმა ექიმებმა, დამიწესეს დიეტა,
როგორც მელა უცქერს ყურძენს, ისე ვუმზერ "ტვიქსებსაც",
არ ჭამოო ხურმის ჩირი, აღარც ყურძნის ჩამიჩი,
ღორისა და ბატკნის ხორცზე არც დაიწყო ჩალიჩი,
მსუქან ბატსაც ხელი უშვი, იხვსაც ბევრი ცხიმი აქვს,
ჭამე მხოლოდ ბოსტნეული და სულ ცოტა ხილია,
აბების და კაფსულების რიცხვი ვერ დამითვლია,
სუფრას მეფურს ისე ვუმზერ, როგორც დათვი პირღია .
Thursday, November 24, 2016
ანდროს ისტორიებიდან (საქორწილო მოგზაურობაში)
Monday, November 21, 2016
ვარდკაჭკაჭას ფესვები (საბავშვო)
- ჩემი ბებო ნაყენსა სვამს, ამბობს არ დავბერდები,
შენს ბებოსაც მოვუტანე, ძალზე კარგი ქალია,
მინდა დიდხანს რომ იცოცხლოს, ტორტებს აცხობს გვარიანს!
ემეტებათ მხოლოდ ფურთხი
ზოგისათვის დეკემბერი,
ზოგი სუფრასთან ხალისობს,
დაგეცალოს ასე მტერი,
ზოგსაც ვეღარ ჩაუთბია
თავის ქოხი, თავის სახლი,
ნაკვერჩხალზე ხელს გაითბობს,
გამოაცლის ოდას ნაწილს,
ყველა თავისთვის ხალისობს,
გააჩაღეს ფართი-ფურთი,
ღარიბი და ღატაკისთვის
ემეტებათ მხოლოდ ფურთხი.
ინტერნეტის სივრცეები
დაუპყრიათ მკერდით, ბეჭით,
დაიბერეს ტუჩები და
გადაიკრეს შუბლზე მეში.
მათთვის სულ სხვა ცხოვრებაა,
სახლს ირჩევენ ხედით, ფორმით,
შორს წასვლა მათ არ ჭირდებათ,
ტბაც გვერდზე აქვთ, ზღვაც და კორტიც.
ჩვენ ქალაქის ერთი კუთხე
თუ გვინდა რომ მოვიაროთ,
საცობებში უნდა ვიდგეთ,
იქ ვიძინებთ, მგონიაო.
გაჭირვებულს რა ახარებს?!
დაბნევიათ გზა და კვალი,
კაცს რომ ვხედავ სანაგვესთან,
არ მიცხრება გულში ალი.
უბნებია, არ აქვთ წყალი,
გზაც ძლივს მოჩანს, ტალახია,
ნეტავ, მათი გამკითხავი,
ქვეყანაზე მანახია.
ჩემი სახლი
ღამევ!
ღამევ, მე და შენ ერთად შევსვამთ შხამის ფიალას,
მე შემოვიცმევ მეწამული დროშის ტიარას,
შენ დაგიყენებ ამა ქვეყნის გლოვის ზიარად.
Sunday, November 20, 2016
მერე ფიფქად დაგიბრუნდებით
მზად ვარ გავფრინდე მაღლა ზეცაში,
იქ საჰაერო ლურჯ ბუშტებით გავინაპირებ
და მარტოობის დიდ სივრცეში გავილურსები,
მომეცით თქვენი თბილი გული, თან გამატანეთ,
ვნახავ, ამოვა ჩემს სხეულზე ნაზი იები,
დამიყვავებენ ანგელოზნი, ცრემლს ჩამომწმენდენ,
მოვილხენ მათთან, მერე ფიფქად დაგიბრუნდებით.
Saturday, November 19, 2016
ბეღურები (ზღაპარი)
Friday, November 18, 2016
ანდერძი
სანამ გადვიხდი ცხოვრების ქირას..
საქმე, განა დათვური?! (საბავშვო)
მათ ვუთხარი გასაჭირი,
გამაბრაზეს თოჯინებმა,
გაჯიუტდა ჩემი ვირიც,
ერთმა თაფლი მომაწოდა
კოვზით, დიდად გაამებსო,
მეორემ კი ფანდურს დაჰკრა,
საცეკვაოდ გიწვევ დღესო,
მოვილხინე, ჩავიბუქნე,
გავუსვი და გამოვუსვი,
გავიცინე, გავიხარე,
თაფლსაც ენა ამოვუსვი,
იმ ბუტია თოჯინებმა,
ბრაზით აღარც შემომხედეს,
დათვებში რად გაგვცვალეო,
ახლა მარტომ ვირი ხედნე.
მხოლოდ ერთი მიყურებდა
სიხარულით, თვალში შუქით,
მეგობრადაც ის ვირჩიე,
ჩავიხუტე ჩემი ნუკი.
შევრიგდით და სიყვარულით
დავუარეთ დავლური,
დათუჩებმა გამიწიეს
საქმე, განა დათვური?!
Thursday, November 17, 2016
ბოდიში!
შემომაყარა თოვლის ნამქერი,
თითი დაადო და ტაბუ ახსნა, =
მოგონებების მკლავს მინამღერი.
-აუ, რამხელა თოვლი მოსულა,
- ბაბუ გვეტყოდა ძილში პატარებს,
ამოგვაცმევდა წინდებს ბებია,
დაგვიკოცნიდა ქერა დალალებს...
დარდობდა ალბათ, არ დავეცადეთ
პირველ თოვლს წყენით, ხველა-ყივილით...
რომ გავზრდილიყავთ რწმენით და კდემით,
უფალზე ფიქრით, პირზე ღიმილით...
შემომაყარა ნამქერი ქარმა
და უდროობის ფართო ნიშაში,
თავს გავიმართლებ წინაპარ ხალხთან, -
"დამნაშავე ვარ მე თქვენს წინაშე!! ,
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ჩერქეზი ცოლი)
Wednesday, November 16, 2016
...და როცა ისევ გამახსენდები
თვალს დამისველებს ცრემლი ძლიერი,
ის რიჟრაჟები ათასფერები
გაქრა, განქარდა ყველა იმედი,
ცალ-ცალკე დაგვტყდა ნორჩი კისერი.
მრავლად გვარგუნა აღმართ-დაღმართი
ბედმა, განგებამ ბევრჯერ გვატირა,
თუმცა შემოგრჩა ძველი იერი,
ტუჩის კუთხეში სულს ლევს სატირა.
გამიფერმკრთალდა საცხი ალუბლის,
უხმოდ ცახცახებს ჩემი ტუჩები,
კვლავ მიეფარე ჭადრებს ამ დილას
და კვლავ მომძახე, - დაგიბრუნდები!
მინდა მათხოვო თვალები (სიმღერა)
შენებრ ქორივით ვხედავდე,
ჯიხვი მოგწონს თუ ირემი,
მთებში იმასა ვხედნავდე,
ყვავილებს, მინდვრად ამოსულს,
თითებზე დაგაკონებდი,
შიგ ჩავმალავდი სახესა,
შენზე სურვილით, ოცნებით,
მდელოზე გადაგიშლიდი
სუფრას, ნახატსა ყალმებით,
შიგ მზესაც ჩავასვენებდი
ციმციმითა და ნათებით.
მწყურვალსაც დაგაურვებდი,
დაგაპურებდი მშიერსა,
ოღონდ ღიმილი მაჩუქე,
გაფიცებ სახეს პირმზესა.
შემომეგებე ღიმილით
გულში ჩაგიკრა, გაკოცო, დილა მზიანი ვიხილო...
ცვარით, მიწაზე ნამულით, მამალს შესვრია ბიბილო,
ხნულში ჩამჯდარა ჯეჯილი, ზურმუხტისფერად ბიბინობს,
ამ გასახარელ მხარეში მთებზე ჯიხვები ბილიკობს.
ბიჭმა, ძალზე პატარამ, ინატრაო ძაღლობა
მდიდრებს (სულით ღარიბებს)
Tuesday, November 15, 2016
ფანქრის მთლელი (ზღაპარი)
ფანქრის მთლელი
ძველ დროში ფანქარი მარტო იმას ჰქონდა, ვისაც
ხატვა უყვარდა, მაგრამ ფანქრის გათლა თვითონ
არ იცოდნენ და ამისთვის ფანქრის მთლელთან მიდიოდნენ, აი, როგორც ქვისმთლელთან ან მეწუღესთან, ამიტომაც იმ
ქალაქში ფანქრის მთლელი დიდად ცნობილი კაცი იყო. ყველა ბავშვს უყვარდა ხატვა და მშობლები
მას ხშირ-ხშირად აკითხავდნენ. პატარა გოგონას მოუნდებოდა მამლის ან წიწილას დახატვა
და დედა მაშინვე გარბოდა ფანქრების მაღაზიაში ფანქრის საყიდლად, მერე კი ფანქრების
მთლელს მიაკითხავდა ან პატარა ბიჭუნა ატირდებოდა, ფანქარი ვეღარ ხატავსო და ახლა პატარა
ბიჭუნას მამა გარბოდა ფანქრის მთლელთან, ფანქარს წვერი წაუთალეო. ფანქრებიც ისეთი პატარა
კი არ იყო, როგორც დღეს, უფრო დიდი, ხშირად რომ არ ევლოთ მშობლებს ფანქრის მთლელთან,
იმიტომ რომ მათ სხვა საქმეებიც ჰქონდათ.
ერთ პატარა ბიჭუნას, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა,
არც დედა ჰყავდა და არც მამა, ამიტომ ფანქრების მთლელთან თავად დადიოდა, – ხატვა ძალიან უყვარდა და რა ექნა? ბებია მოხუცი იყო, სიარული
უჭირდა და იმას ხომ არ შეაწუხებდა?! დაჯდებოდა ბიჭუნა ფანქრის მთლელის ოთახში და ელოდა
თავის რიგს. ბზრიალებდნენ და ტრიალებდნენ ფანქრები ოსტატის ხელში, მაგრამ, თქვენ წაროიდგინეთ,
მაშინ ყველა ფანქარი შავი იყო, – გარედან ზოგი ყვითელი იყო, ზოგი წითელი, ზოგიც მწვანე,
ზოგს ყვავილებიც კი ეხატა, მაგრამ გული ყველას ნახშირისა ედო ან, უფრო სწორად, გრაფიტის.
ზოგჯერ საათობით იჯდა ბიჭუნა ფანქრების მთლელთან
და აკვირდებოდა მის საქმიანობას, ხანდახან კაცი დახმარებას სთხოვდა ხოლმე, თუ ძალიან
დიდი, დიდი ფანქარი უნდა წაეთალა, დაუჭერდა ბიჭი ფანქრის ბოლოს, მხარს შეუდგამდა. მაშინ ფანქრის მთლელი ეტყოდა, იცი, რამდენი მხატვრის ფანქარს გაუვლია
ჩემს ხელში?! თავიდანვე ემჩნევა ბავშვს, კარგი მხატვარი დადგება თუ არაო. როგორაო,
ჰკითხავდა კონტი, – ასე ერქვა ბიჭს. როგორაო და, გულმოდგინე ბავშვის ფანქრები კვირაში
ორჯერ მაინც მოაქვთ წასათლელად, ზარმაცების კი თვეში ერთხელო.
გავიდა წლები და ოსტატი დაბერდა. შვილი არ ჰყავდა,
რომ მისთვის ესწავლებინა თავისი ხელობის საიდუმლოებანი, ამიტომ საქმე კონტის გადაულოცა.
ახალგაზრდა კონტი გულმოდგინედ შეუდგა თავისი სამუშაოს
შესრულებას. მოდიოდნენ მშობლები, ზოგჯერ ბავშვებიც მოჰყვებოდნენ დედ-მამას. ძალიან
უყვარდა ახალგაზრდა ოსტატს ბავშვები, უნდოდა, რაიმეთი გაეხარებინა: გოგონების ფანქარს
ბაფთას გაუკეთებდა, ბიჭების ფანქრებს პატარა გემის ღუზას ან ცხენს დაჰკიდებდა. აღდგომის
დღესასწაული მოდიოდა. ქალაქის მთავარ მოედანზე
ენდრო იხარშებოდა და წითლად იღებებოდა
კვერცხები. მაშინ იფიქრა კონტიმ, ნუთუ არ შეიძლება ფანქრებიც სხვადასხვაფერი იყოს და
სააღდგომოდ დავურიგო ბავშვებსო. მას ოსტატმა ფანქრების დამზადების საიდუმლოც გაანდო,
ამიტომაც გრაფიტის ფხვნილს წითელი თიხა დაუმატა, აზილა, ბრწინვალებისთვის ქოქოსის ზეთიც
შეურია, ბავშვებს გაუხარდებათო და ჰოი, საოცრებავ, – ღუმლიდან გამოღებული ფანქრის გული
წითლად ალაპლაპდა და ქაღალდზე წითელი ხაზები
გაავლო. გული მიეცა კონტის. ახლა თეთრი, ყვითელი თიხა დაუმატა გრაფიტს და თეთრი და
ყვითელი ფანქრები მიიღო, გულმოცემულმა ნატურალური საღებავები - პიგმენტები ჩაამატა
ფანქრის ფხვნილში, ზედ პარაფინი - სანთელიც ჩაადნო, ღმერთმა დალოცოსო ჩემი საქმეო და
მისი ოთახის ხის თაროები ფერად-ფერადი ფანქრებით აივსო. იმ აღდგომას ქალაქის ყველა ბავშვმა მიიღო საჩუქრად
ფერადი ფანქრები, ფურცლები ფერად-ფერადი ნახატებით აჭრელდა. ზოგმა, ძირითადად გოგონებმა,
ნაირ-ნაირი ყვავილები დახატეს, ბიჭებმა - გემები და ნავები, იმიტომ რომ მაშინ მანქანები
ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს ამბავი 300-400 წლის წინათ მოხდა. მას მერე ყველა აღდგომას
იმ ქალაქის ყველა ბავშვი საჩუქრად იღებს ფერად ფანქრებს და მათ კონტის საჩუქარს ეძახიან.
Monday, November 14, 2016
ანდროს ისტორიებიდან (დედა)
უმადურობას ადამიანისას ზღვარი არა აქვს!
სახუმარო
Sunday, November 13, 2016
უხილავ იყო ღმერთის ნება..
მარგალიტი და საფირონი... განძი ხილული,
ირეკლებოდა იმათ შუქში ქართლის მინდვრები...
უხილავ იყო ღმერთის ნება, ღმერთის ფიქრები.
ღმერთის იმედად დავრჩენილვარ
სიკეთეს კაცთა აღარც ვუცდი, აღარც მოველი,
ღმერთის იმედად დავრჩენილვარ, ჩემზედ მგლოველის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გულის, მისკენ მლტოლველის.
Saturday, November 12, 2016
ჩემი ჩემთან
ძირს დავარდნილს ატრიალებს ქარი, ქალი ფოცხებით,
ზოგს ურნაში მოუნახა საფლავი და სამარე,
ზოგსაც კიდევ ცეცხლს მისცემენ, დატოვებენ არაფერს...
ერთდროს მწვანე, ახლა მჭკნარი, თითქმის ყავისფერია,
ალბათ ლპობის ჭია შეჭამს ადრე ლამაზს, ფერიანს,
წყება- წყება, ნება-ნება, ეშვებიან ფოთლები,
-ჩემი - ჩემთან, ჩემი - ჩემთან, - მიწა იწვევს გოდებით.
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს
სიცელქით შენი კულულებიც ერთურთს ერჩიან,
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს, -
ზეციდან შენთვის გამოგზავნის ფრთათეთრ ფანტელებს,
როცა იქცევა ანგელოზად, ლამაზ ფერიად.
Friday, November 11, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ექიმთან ვიზიტი)
ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მომეტებულადაც კი, დათო გამხდარი და ფერმკრთალი. რა თქმა უნდა, ჭამა-სმა არ გვაკლდა, მამიდაჩვენს ბიდონებით ჩამოჰქონდა თაფლი კახეთიდან, ვიტამინები არ მოაკლდეთ ბავშვებსო, მაგრამ მაინც ძალიან შეაწუხა ჩვენმა ამ მდგომარეობამ: მეოთხე-მეხუთე კლასში კიდევ უფრო მოვიმატე წონაში, სიმაღლეშიც საკმაოდ გავიზარდე, ჩემი ძმა კი ისევ ისეთი პატარა იყო. შედგა კონსილიუმი და გადაწყდა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ექიმთან წავეყვანეთ. იდამ და დედამ მოგვკიდეს ხელი და თავად ლეკიშვილს მივადექით სახლში, რა თქმა უნდა, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. შევედით უზარმაზარ კაბინეტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოკლული ტახების თავებმა, ირმის რქებმა, ეტყობა ჩვენი ექიმი ნადირობის მოყვარული იყო, ინტერესით ვათვალიერებდით ოთახის ინტერიერს, შიშის გრძნობაც გაგვიქრა, რაც ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თან ახლავს. ექიმიც ყურადღებით გვაკვირდებოდა, მერე იდა ანდრეევნას და დედას ჰკითხა, რამ შეგაწუხათო, ერთხმად უპასუხეს, ტყუპები არიან და ერთი ნამეტანი მსუქანია და დიდი, მეორე - პატარა და გამხდარიო, დიდხანს გვსინჯავდა, მერე ქალებს ჰკითხა, ეს დიდი და მსუქანი როგორ ჭამსო, უთხრეს, ძალიან კარგადო, მეორე, გახდარიო, ძალიან ცუდადო, -ერთ ხმაში მოახსენეს. მაშინ რა გინდათ, იმიტომაც არის ის მსუქანი და ის გამხდარიო, როგორც ხედავთ, ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ექიმმა. ამათ არაფერი არ სჭირთ და თქვენ კი, ქალბატონებო, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, თუ გგონიათ რომ ამ ბავშვებს მკურნალობა ჭირდებათო. - გაიხუმრა ლეკიშვილმა.
ანდროს ისტორიებიდან (პოლიტიკაში)
ბევრი ვილაპარაკე, რომ ისინი დამნაშავენი არ იყვნენ, მითუმეტეს ის ყმაწვილი, რომელიც პარტიის წევრიც კი არ იყო. მათაც მისმინეს, მაგრამ ვინმე არეულობის მომწყობნი ხომ უნდა დაეკავებინათ?! ამხედ-დამხედეს, ჩემი ღრუბელივით დიდი ტანი ეტყობა მოეწონათ, ცოტა ხანი ამასაც გავაჩერებთ ციხეში, ცოტა გახდებაო, არც შენ იქნები წმინდა წყლისო, ერთ-ერთ თავდამსხმელს, დროშის ტარს რომ ურტყავს ერთ-ერთ ლეიბორისტს თავში, იმას მიგამსგავსეთო, და თავი საპყრობილეში ამომაყოფინეს. ასე აღმოვჩნდი სამართლიანობისთვის მებრძოლი ციხეში შვიდი თვის მანძილზე. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახისათვის?! საჭმლის მზადება, შემოგზავნა, ალბათ, ბევრმა იცის, რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში. იმის მტკიცება, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, როცა მოწმეები მოყავთ, რომ შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე, როცა ამ დროს პირიქით, ცდილობდი გაგეჩერებინა და დაგეშოშმინებინა ხალხი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის და მეგობრების ძალისხმევითა და დახმარებით, ერთ-ერთი ვითომ დაზარალებულისთვის თანხა გადაახდევინეს, გარეთ აღმოვჩნდი, მაგრამ ის მორალური ზიანი, რაც მე მივიღე თავისუფლების აღკვეთის პირობებში, აუნაზღაურებელი იყო ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის კაცისათვის. და ეს ასეა არა მარტო ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს, როცა გეუბნებიან თეთრზე შავიაო, როცა კამათელზე ორიანია მოსული და შენ გეუბნებიან - ექვსიაო, მოკლედ, გამგები გაიგებს... ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკოსობა.
Thursday, November 10, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სამხედრო კათედრაზე)
Wednesday, November 9, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სკოლაში)
ანდროს ისტორიებიდან (დამსახურებული სასჯელი)
Tuesday, November 8, 2016
მე აღარ მიყვარს
ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა
ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა,
ჩემს გულს დააწვა ფიქრები დარდად,
ზღვაზე გემებმა დაუშვეს აფრა, -
დროს მივტირივარ, ცრუსა და აფრაკს.
შემოიხედე ჩემს გულში
ცრუ იმედების, ცრუ ოცნების, სიზმრების პატრონს,
გადახლართული ტოტებიდან კვლავ მოჩანს მთვარე,
მისი სხივი კი ვეღარ ათბობს გაყინულ თითებს, -
მხოლოდღა ანცობს.
გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს
იძირება მის სიღრმეში მწვანე ბაღი...
მთებმა თუმცა გამოკიდეს ბაირაღი,
თეთრ ნაფლეთებს მალე შეჭამს იალაღი.
არაკს სხლავდა ეზოპე
ნუღარ გაასერიოზულებ, არაკს სხლავდა ეზოპე,
ჩვენი ბედის განკარგვა ჩვენს ხელში არ ყოფილა,
რომ გგონია აქა ხარ, თურმე გაღმა მიდიხარ.
Friday, November 4, 2016
გაზაფხულზე
და ჩემი თმები ზეთისხილივით ოქროსფრად ალაპლაპდება,
სულში შემოვა ველურ ქართა თბილი ნაკადი, ათამაშდება,
შეუერთდება სისხლის ჩქროლას, მდინარესავით აზვირთებულს,
გულში იების ამოფეთქვას დაელოდება, შეიკუმშება, ხან გაიშლება,
მერე კი, სავსე სიყვარულით, მწიფე ალუბლად მთელ ქვეყანას მოეფინება.
Thursday, November 3, 2016
ხმა ამოიღე, არწივო!
ტრფიალო მთათა მაღალთა,
შენი მართვენი დადედლდნენ,
რომ ჩამოსულან ბარადა,
ლეშისმჭამელნი გამრავლდნენ,
ჩვენვე ვქცეულვართ ლეშებად,
კეთილი სიტყვა, საქმენი
სხვებისთვის არ გვემეტება,
გვჯიჯგნის და გვათრევს მავანი,
სულს გვაძრობს შიდა მტერია,
მართვენი, მთაში მღერალნი,
ჩხავიან, აღარ მღერიან.
ჩამოგვიფრინე, არწივო,
მთიდან დაბერე ნისლები,
ჰაერი გაიწმინდება,
ჩვენც ავივსებით იმედით.