,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს",
სიცრუე სულს მიხუთავს,
,,ბოლო მაკვირვებს, ფიცი მწამს",
ჩვენს დიდ წინაპარს უთქვამს.
,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს",
სიცრუე სულს მიხუთავს,
,,ბოლო მაკვირვებს, ფიცი მწამს",
ჩვენს დიდ წინაპარს უთქვამს.
თუკი მომკლავ!
თეთრო გიორგი!
ყველაზე მაღალია ჩემი ლოტი
გადაგავიწყდი, შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი,,
მე, როგორც ძაღლი, შევცქეროდი სამყაროს ღრენით,
ვერ მოვიხადე ამა სოფლის საზეო ვალი,
გულში შემომრჩა, მხოლოდ მთები, მაღალნი, ბრგენი.
მათ ვენაცვალე, მათ მასწავლეს ზეცაში ცქერა,
სულ სევდიანებს, ჭაღარით რომ მოჰქონდათ თავი,
ქედს ვუხრიდი და დღემდე მათი უცილოდ მჯერა,
არსად არ წავლენ, მიწიდან ვერ გააგდებ ძალით.
დიალოგი ბებოსთან
ელგუჯა ციგროშვილილექს~კომენტარი
სიყვარულის რა ვთქვი
******
*****
ღმერთი არის!
სანამ სამშობლო აქაა
მოხუცო!
მარადი დედა!
გკოცნი, მოხუცო დედაო,
და შენს მუხლებთან ვიჩოქებ,
შეკითხვას გაგიბედავო,
ოდინდელ საქართველზე.
ნაცარში ამოვლებულო,
პურო, მოკვდავთა არსობის,
სიკეთით გამორჩეულო,
დამნაყრებელო კაცობის.
კლდეო, დარდისგან დაჭმულო,
ატარებ მრუმე სამოსელს,
სიტყვა მითხარი სარწმუნო,
გმირებზე, კვლავ რომ გავოცდე.
ტაძარო, ცამდე აწვდილო,
ფიქრო, გაბრიელ სალოსზე,
იქნება ხმა მომაწვდინო,
მომიტევე და დამლოცე!
დღეს პოეტი-ემიგრანტის ელგუჯა ციგროშვილის კუნწულა ლექსებს წარმოგიდგენთ:
ქვრივი ბორდელში ვერ იმუშავებს,
არ გამოუვა ძაძებით გლოვა,
მას წარამარა გახდიან შავებს,
როგორც კი მისი ,,კლიენტი მოვა!"