Thursday, November 28, 2024

ჭინჭილა და ტასუნა (საბავშვო)

ჭინჭილა და ტასუნა
ხან დოქით, ხან ჭინჭილით
გზას მიჰყვება ტასუნა,
თმებზე რომ მოეფეროს
ჭკვიან გოგოს, ქარს უნდა.
იცის, წყაროს წყალია
ჭინჭილაში წკრიალა,
ყველა ბავშვის ვალია,
რომ მიართვას ფიალა,
დედას, მამას, ბებიას,
პაპას, თანაზიარად,
წყალში ყინულებია,
მზეც ანთია ბრდღვიალა.
მაია დიაკონიძე
28.11.2024 წელი

No comments:

Post a Comment