აღარ დაგვადგა საშველი
ღმერთის სახებად შევქმნილვართ,
ხანდახან ვკარგავთ სახეს,
სხვის თვალში გვიკვირს ბეწვისაც,
ხშირად ნიღაბიც არ გვშველის,
ჩვენს სიბოროტეს ვავლენთ,
აღარ დაგვადგა საშველი, -
ვწირავთ კრავებს და მამლებს.
თავი რომ წარმოგვეჩინა,
ბევრი გავწიეთ გვერდზე,
არ მოვეფერეთ ხე ჩინარს,
პატივი ვეცით ძეძვებს.
უფალო, ცოდვა მამძიმებს,
წუთისოფელის შემცნებს,
ჯერ ნუ მომმართავ საძილედ,
გადარჩენის გზას ვეძებ.
მაია დიაკონიძე
10.05. 2025 წელი
No comments:
Post a Comment