Friday, May 30, 2025

დღეც მიყვარს , მაგრამ ... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი ასმათ შეთეკაურის კომენტარებით


დღეც მიყვარს , მაგრამ ...
1 . დ ღ ე ც მიყვარს , მაგრამ ...
ღ ა მ ი ს ტრფობით
მე ვარ სნეული ,
მარტოობის შ ა შ ს
ხელში შევრჩი ,
როგორც ი ა ქ ი ...
მთრთოლვარე ხელებს
ენატრებათ
შენი სხეული ,
აჩქარებული
ხშირი სუნთქვა
და ფორიაქი !
2 . დავხუჭავ თვალებს ...
ან კი გრძნობას
რად უნდა თვალი ?
როცა ორ სხეულს
აბრიალებს
ვნების ღადარი ...
თვალწინ მიდგება
შვლის თვალები ,
ოდნავ დამფრთხალი
და ტურფა სახე ,
ი ი ს ა და
ვ ა რ დ ი ს სადარი !
3 . სად დამეკარგე ,
შემატოვე ღამეს ეული ,
ადვილად მძალავს
მარტოს ფიქრის
კორინტელი ...
შენს ,, ნაცნობ ხელებს "
ენატრებათ
შენი სხეული ,
აჩქარებული
გულის ცემა
და ჟრუანტელი !...
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
30 . 09 . 2013 წელი .
ასმათ შეთეკაურის ლექს~კომენტარი ლექსზე ~ ,, დღეც მიყვარს , მაგრამ "...
,, თავს რად იტანჯავ ,
ან რად გინდა
ღამის ტრფიალი ?
ან ხორციელი
სიყვარულის
ალი რომ გწვავდეს ;
თუ მხოლოდ ბნელი
აღძრავს შენში
ვნებათა ღელვას ,
გამოდის მაშინ
სიყვარული
ჯოჯოხეთს ჰგავდეს ."
ასმათ შეთეკაური .
27 . 06 . 2021 წელი .
ლექს ~ კომენტარის პასუხად
ასმათ შეთეკაურს :
1 . თქვენი წესია ,
ყველა ფ ე რ შ ი
ეძებოთ მუქი ;
ჩვენს სიტყვა~საქმეს
აკრიტიკებთ
დღე ~ ღამ ქალები ...
მერე ვინ გითხრათ : ~
ჯ ო ჯ ო ხ ე თ შ ი
არ არის შუქი ,
მარადიულად
თუ ანთია
ცეცხლის ალები .
2 . მე მიყვარს ,
ღამის სიბნელე რომ
სიმორცხვეს ფარავს
და ... ღამე ,
შ ი შ ვ ლ ე ბ ს
რომ აფარებს
მზრუნველად
ჩრდილებს ;
ქალის სხეულის
შუქიც ჰყოფნის
ოცნების კარავს
და მეტი შუქი
არც სჭირდებათ
ვნებიან წყვილებს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
27 . 06 . 2021 წელი .
ლექს-კომენტარის პასუხად
ელგუჯა ციგროშვილს:
,,უჩინარია, თუ ვის გულში
რა იმალება,
მაგრამ ბაგენი, ოოო, ბაგენი,
ფიქრებს ყიდიან...
თუმც კრიტიკოსი არასოდეს
არა ვყოფილვარ,
მაშ ეგ ფიქრები, მცდარი გზებით
რატომ მიდიან?!
ისე, უბრალოდ გავიხსენე
ახალგაზრდობა,
არ დააყოვნა და მუზამაც
გაშალა ფრთები;
ისე, უბრალოდ, კვლავ მომინდა
ლექსის დაწერა,
რა შუაშია აქ კრიტიკა,
მაინც ვერ ვხვდები.
ასმათ შეთეკაური
28. 06. 2021 წელი
მეორე ლექს–კაფიის
პასუხად ასმათ შეთეკაურს:
მე არასოდეს არ მდებია
ბოროტი გულში
და ჩემი ბაგეც, რაც გულში მაქვს, –
იმის მთქმელია...
ვჩხრიკე და ვერსად მოგაგენი
მე ჩემს წარსულში ,
არ არსებულის ბნელში პოვნა
მართლაც ძნელია.
,,თავს რად იტანჯავ? ან რად გინდა
ტრფიალი ღამის?
ან ხორციელი სიყვარულის
ალი რომ გწვავდეს?"
ქალი ქალს ,,ლოშნის"– დღეს ქუჩაში,
მომსწრე ვარ ამის,
ქალის და კაცის სიყვარულის
არ უნდა მწამდეს?!
ტრფიალის ღამე ჯოჯოხეთთან
რომ შემიდარე,
კრიტიკა აბა, სხვა რაღაა
თქვენი გაგებით?
თქვენ, თქვენი წერეთ,
მე მივხედავ ჩემს ღარიბ ბწკარედს,
ჩემს ფიქრს გავყვები, სიყვარულის
ლიანდაგებით!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 28. 06. 2021 წელი

Wednesday, May 28, 2025

 პირველად რომ დაგინახე,

თითქოს ცაზე ღმერთი ვსახე,

მერე ცოტა გაფერმკრთალდი,

თეთრ ანგელოზს უფრო ჰგავდი,

მერე თეთრ რაშს აგელვებდი,

ზღვისნაირი აღელვებით,

თან-თან დაბლა ჩამოხვედი,

მიწის შვილის გერგო ხვედრი.

თუ კვლავ გინდა უფალს ჰგავდე,

დაიბრუნე სიდიადე,

ვერას ირგებ უშნო ქცევით,

სულ უფრო ძირს დაეცემი.



~





Tuesday, May 27, 2025

სევდა (სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ)

 სევდა

დაწრიალებდა ჩემს სულში სევდა
და წუთისოფლის წამებს მპარავდა,
ვერ მოვერიე ქაჯთა და დევთა,
სიცოცხლეც მიტომ დაპატარავდა..

მე გამჭვირვალე, ცისა ფერი
მეცვა სამოსი,
ხელში ვარსკვლავებს, როგორც ბურთებს
ვატრიალებდი,
და თითქოს მთვარე ფიქრ-სიზმრიდან
ისე ამოდის,
როგორც კვირტები ხის ტანიდან
იდუმალებით.

ავდივარ ზემოთ, განა ფეხით,
მივფრინავ მაღლა,
ფრთები შემსხმია თეთრი ნაზი
ქერუბიმების,
და გალაქტიკის სუნთქვასა ვგრძნობ
ამ წუთში, ახლა,
და ვხვდები, ერთი ნამცეცი ვარ
დროის დინების.
მაია დიაკონიძე
6.10. 2022 წელი

Sunday, May 25, 2025

მთაო! (სატრფიალო)

 მთაო!

(ხალხურ მოტივებზე)
ყვაილ-კორდ მოგირთმევია,
ჩემ წინ თავდახრით დგეხარ,
ღამენ თეთრ გაგითევია,
გულში მე ერთი გყევარ.
წინ გადამიშლი ბილიკებს,
შემომაშველებ ხელებს,
რაიც რომ ძაან გიჭირდეს,
ერთხელ არ დაიკვნესებ.
თავს ჩამოვიბან არაგვში,
თმებს შემიმშრალებს ქარი,
გამამარჩიე ათასში,
ერთი პოეტი ქალი.
მთაო, შენ ერთი მიყვარხარ,
ვერ მოვწყდი შენ ხელ-ფესვებს,
და როცა წავალ ნისლადა,
ზეცაში დამასვენე.
მაია დიაკონიძე
25.05.2025 წელი

ციკლიდან : ,, სალაღობო ." ა რ ტ ე მ ი დ ე ს ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან: ,,სალაღობო "

ა რ ტ ე მ ი დ ე ს!
წარმოგიდგინე
რძის ჩანჩქერში, –
აღვსილმა ვნებით...
შენი მექისე
ვიქნებოდი
სიამოვნებით!
მკერდს
დაგიმშვენებს
რძის წვეთები,
როგორც
ვარდს ნამი...
მშვენიერების
აღქმას უნდა –
სულ ერთი წამი.
სოლომონ ბრძენიც
ვერ გაუგებს
ალბათ ლამაზებს...
ხელით ფერება
უყვართ ხოლმე –
დედალ ავაზებს!
მყოფნის
ოცნების
უსაზღვრობა
და რესურსები...
ვიცი და მჯერა,
ჩემს მკლავებში
გაიყურსები!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
28. 09. 2021 წელი

Saturday, May 24, 2025

"Მონატრება" ეძღვნება Მამას..., ავტ. ირმა კვაშილავა

 "Მონატრება" ეძღვნება Მამას...

ღამე დუმილით ტკივილს უმღერის
და მონატრება ჰქვია ამ სიზმარს,
მაისი სუნთქავს ვარდის სურნელით
თითქოს სამოთხის ბაღი გაზიდა…
ჩუმად ვაყოლებ ფიქრებს ნაბიჯებს,
სადღაც იქ, სადაც შენ მეგულები,
ცელქი ნიავი უფრო მადინჯებს,
შენს ხმას გულის ხმით ვეჩურჩულები…
ვერ მივაგენი ქუჩებს სახლამდის,
ჩრდილიც კი აღარ მომდევს ნაცნობი,
მხოლოდ გრძნობები რჩება მარადის
და მონატრებით გული ამომდის…💔
13.05.25წ

ახალგაზრდებს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ახალგაზრდებს!

(ფშაურ  კილოზე)

 

კარგი   ლექსი მინდა  ვწერო

თქვენი  გულის  გასახარად…

მუზაც  ფრთების  შემსხმელია, –

თუ  მამული  გიყვართ  მყარად;

წინ  მიგიძღვით  ნინოს  ჯვარი, 

ღვთისმშობელი  გიდგათ  ფარად;

საგზლად  დაგაქვთ  სიყვარული,

სადაც  დახვალთ, – მთად  თუ  ბარად;

ობოლ  ბიჭს  თუ  ეგულებით

,,წიქარად"  და  შემწე  ხარად,

ხმლით  მოხაზავთ ქვეყნის  საზღვარს,

ყველა  მომხვდურს  უღრენთ  ავად; 

სხვისა  ბაღში ხილს  არა  ჰკრეფთ,

სიკეთის  ხეს  თუ   რგავთ  მარად,

სიტყვას  ვერვინ  მოგიძებნით,

საგინებელ –გასაკმარად!

 

ქ. თესალონიკი,13. 09. 2020  წელი


Friday, May 23, 2025

მინიმა

 დაგვიანებულს არა აქვს ფასი

სიტყვას, პირობას,  არც თუნდაც ლექსსაც,

გამწყდარა უკვ მოთმენის ძაფი,

ყოველი სიტყვა მესობა ეკლად.



დაბადების დღეს მილოცავ ახლა

დაბადების დღეს მილოცავ ახლა
და ამ საკვირველ სტრიქონებს მიძღვნი,
თითქოს მაცვია აისის კაბა,
ყელზე მკიდია ღრუბლების მძივი.

დეკემბერია და მაინც მათბობს
ძირს დაფენილი ქათქათა თოვლი,
,,მიყვარხარ", ყველა ბწკარედში ამბობ
და სიყვარულის ფიფქები მოდის.

ვით შევეპუო ყინვას და ზამთარს,
ვით ვერ გაუძლო ცდასა და ლოდინს,
დღეს ამ თოვლიან თეთრ მთებად ამდგარს,
მეც დაგიძახებ: ,,მიყვარხარ, მოდი!"
მაია დიაკონიძე
11. 12. 2024 წელი






,

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

უფალს ედრება, ვინც ჩემზე ზრუნავს,
და თუ მე ვზრუნავ, უფალს ვედრები,
მთელი სამყარო ამ ღერძზე ბრუნავს,
სიყვარულის და არა ყვედრების.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19.05. 2023 წელი
ღმერთო, მალოცე და მამარხულე,
მადლი და პურ-ღვინო დამიძველე,
კვირტი გამიფურჩქნე სამამულე,
მოდგმა და მონაგარი გამიგრძელე.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 23.01. 2022 წელი
ცხვარიც იმას ფიქრობს, როგორმე გამგელდეს,
არც ,,სამარიტელობენ", არც ისე ქველობენ,
ათასი მინდიაც ვერ შეჭამს ამდენ გველს,
ისე მასიურად გველობენ!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 27.08. 2018 წელი
,,არ გათეთრდება ყორანი",
ფუჭია ყველა მცდელობა,
და ,,გულშავობას" ვერ ფარავს
თეთრ წვერით პირნათელობა.
ელგუჯა ციგროშვილი
22.01. 2018 წელი
ხან დროს სიოვ, სუსტო ნიავქარო,
ზოგჯერ გრიგალივით ბობოქარო,
ციდან ჩამოსულო ვარდის ცვარო,
მიწიერს რას უნდა შეგადარო?!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 1. 09. 2021 წელი
------------------------------
როცა რიჟრაჟის სამოსს იცვამს ცის კაბადონი,
კარს მომდგარ დილას უღიმის და თავსაც იწონებს,
თვალებში შევცქერთ სიყვარულით ერთმანეთს ორნი,
მთელ ღამეს ერთურთს რომ ვუცვლიდით ლამაზ სტრიქონებს.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 4.06. 2012 წელი

Thursday, May 22, 2025

მინიმა

 ,,კუნწულა" ლექსებიდან

შენ რომ მტკიოდი, მტკიოდა ან ვინ,
შენი ძარღვები და შენი თვალი,
მიყვარდი ისე, როგორც არავინ,
აღსდექ, სამშობლოვ, ლოცვების ძალით.
მაია დიაკონიძე
22.05.2025 წელი

განა

განა
(ხალხურ მოტივებზე)
განა სიტყვის თქმა რამეა,
თუკი არ მოსდევს საქმეცა,
ჭორი დიაცის საქმეა,
ხელ მოემართოს ქართველსა.
,,კაი ყმა" მამულისათვის,
არარას იზამს მავნესა,
ხორც-ძვალის ნავსაყუდალი
აქ გვაქვს კაცსაც და მართვესაც.
სული იქ წავა ზეცაში,
მქმნელს მადლი გაუმრავლდესა.
მაია დიაკონიძე
22.05.2025 წელი



სიკვდილი დადის ქალაქში

სიკვდილი დადის ქალაქში
სიკვდილი დადის ქალაქში
და ნამდვილ სახეს მალავს,
დავეკითხები მის აჩრდილს:
- რითი წავიდნენ, ძამა?
ზოგი ხიდიდან გადახტა,
ამ ქალს გადასცდა ყავა,
ამას ძმამ დანა ატაკა,
კიბო ეტაკა მხატვარს.
ამას გულმა ვერ გაუძლო,
უყურა შვილის შიმშილს,
ეს რომ ეგონათ ,,კარუზო",
ქუჩაში ძონძებს ჰყიდის.
ახლა ჯერია ამ კაცის,
ვერ დაუფასეს ნიჭი,
ქუჩაზე აკაციების
მანქანისკენ ქნა ბიჯი.
მაია დიაკონიძე
21.05.2025 წელი







დიდო მთაწმინდავ!

დიდო მთაწმიდავ!
სულის ტკივილებს გაუძელ რამდენს,
ალბათ, რამდენი ცრემლი დაგდინდა,
აგიწევია კისერი ცამდე,
ჩემო ლამაზო, დიდო მთაწმინდავ.
მხრებს არ ჩამოყრი, ზურგში ვინ მოგხრის,
დრო ქარიშხლებთან ომში წავიდა,
არ გამეგონოს სიჩუმე ოხვრის,
ღმერთმა გადიდოს, ჩემო მთაწმინდავ!
მაია დიაკონიძე
22.05.2025 წელი




უფალი შენთან! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,, უფალი შენთან !

1 . დღეს სუნი მეცა
გაზაფხულის ,
სიცოცხლის სუნი ,
დანისლულ თვალებს ,
სიხარულის
ცრემლი დასდინდა ...
ვთქვი : ცისქვეშეთში ,
ღვთის ნაბოძვარს
არ დასდო წუნი
და ის შეირგე ,
რაც გერგუნა ,
მეტი არ გინდა .
2 . ხვალე მეტს მოგცემს ,
თუ ჩაგთვალა
ღირსად ამისა ,
კეისარს მისი ,
შენ კი შენის
ღირსი გახდები ...
არსად დაკარგო
ღირსება და
წონა თავისა ,
ნურც საკუთარ თავს ,
ნურასდროს ნუ
გადაახტები !
3 . იგრძნობ , ~ შენი
მზე გაგინათებს
უფსკრულებს სულის ,
ნახავ ,~ შენს ვარდზე
ბულბული რომ
შემოფრინდება ...
,, უფალი შენთან ! "
მოიმედევ ამ
გაზაფხულის ,
ხვალინდელი დღე ,~
ცისკარივით
ამობრწყინდება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
6 . 02 . 2025 წელი .

Wednesday, May 21, 2025

სახუმარო

 სახუმარო

არც მონა ვარ, არც ყმა ვინმეს,
თუ ვაკეთებ სუფთა გულით,
რომ ვეწიო ზეცას ცისფერს,
აღარ ვნახო დაჩაგრული.
თავხედობას თავი მისცეს, -
არ ვურჩევდი მე არავის,
ათოსს, პორთოსს გამოვიწვევ,
დარტანიანს და არამისს.
მაია დიაკონიძე
19.05.2025 წელი

გადადებული არის

გადადებული არის!
შენი რწმენა თუ დავკარგე,
რწმენა დავკარგე ხვალის,
ექიმი მიწერს ანამნეზს, –
გადადებული არის.
აღარ მსურს ფიქრი ამაზე,
ნაკლებობას ვგრძნობ ძალის,
მზეს ვეღარ ვხედავ არმაზზე,
ყელს გამჩხერია ძვალი.
შენი რწმენა თუ დავკარგე,
რწმენა დავკარგე ხვალის,
ექიმი მიწერს ანამნეზს, -
გადადებული არის.
მაია დიაკონიძე'
20.05.2024 წელი

ქარივით გადაგივლიან

ქარივით გადაგივლიან
გაუფასურდა ყოველი,
რაც სიტყვის ძალით მივლია,
ხელში უჭირავთ მოლბერტი,
ქარივით გადაგივლიან.
ახალ შტრიხებს და ქმედებებს
აღგიბეჭდავენ პორტრეტში,
მერე სდიე და ეძებე,
კაპულეტი თუ მონტეგი.
ღმერთო, მომეცი გაძლება,
სიმივით სულ ვიხმიანო,
და ცუდუბრალო ბრალდებებს
სიმართლით შევეხმიანო.
მაია დიაკონიძე
18.05.2025 წელი

Monday, May 19, 2025

არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი

არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი

მოწყვეტილი ველს ყვავილი —

ადრე წასულ ბავშვს მაგონებს,
მინდორ-ველში თუ გაივლი,
მის სიმღერას გაიგონებ.

ის სურნელი, მას რომ ახლავს, —
საკმევლის სუნ-შერეული,
ქარს გადააქვს, თითქოს მარხავს,
ჰანგებია შორეული.

ვარდი იყოს, თუნდა ია,
მიაძინებ ხელისგულზე.
სილამაზე თუ მკვდარია,
აღტაცებით რაღად უმზერ.

იქ დატოვე, სადაც ლაღობს,
მოეფეროს მზეც, ღრუბლებიც...
სილამაზე გულებს ალღობს—
შედევრია ის ბუნების.

მინიმა (არც მონა ვარ...)

 არც მონა ვარ, არც ყმა ვინმეს,

თუ ვაკეთებ სუფთა გულით,

რომ ვეწიო ზეცას ცისფერს,

აღარ ვნახო დაჩაგრული.


თავხედობას თავი მისცეს,

არ ვურჩევდი მე არავის,

ათოსს, პორთოსს გამოვიწვევ,

დარტანიანს და არამისს.





ძაღლი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ძაღლს!

 

ის ერთგულია უთქმელი ფიცის,

ხელის სითბოს გრძნობს და უხარია...

თუმც „მეგობრობა“ სიტყვა არც იცის, –

მაინც ერთგული მეგობარია!

თვალებში უდგას სევდის მორევი,

ალალად იცის საქმის კეთება,

თუნდაც არ იყოს მისი მომრევი,

კაცის გულისთვის ლომს ეკვეთება!

ადამის მოდგმის ერთგული მცველი,

ჩვენთვის უკუნეთ ღამის მთეველი...

შენ მოუმართე უფალო ხელი,

მიეც სიკეთე დაულეველი!

 

ქ. თესალონიკი, 24.02. 2018 წელი

ამირანს!

ამირანს!
რა ვქნა, რომ ვერ შევიყვარე
ვერავინ ქვეყნად მასავით,
თითქოსდა კენჭი მიყარეს,
უმისოდ გული ქვა არის.
ვერ ვმღერი და ვერა ვლაღობ,
გული გამომყვა ყამარის,
ღრუბლის კარი რომ გავაღო,
სჯობს, არ შეშურდეს არავის.
მაია დიაკონიძე
18.05.2025 წელი


Sunday, May 18, 2025

სიმღერა, სატრფიალო


სიმღერა
შენ რომ შემპირდი, ზღვას გაჩუქებო,
უკიდეგანო ტალღებს,
მითხარ, სადა ხარ, აწ სასურველო,
ვის გულის კარებს აღებ.
კვლავ ირევიან ცად თოლიები,
ვისმენ გამყინავ ყივილს
და ჟამი მსუსხავს ვით მორიელი, -
შეუბრალებლად მიდის.
გადაიქროლებს კვლავ ქარიშხლი,
ნაპირს გამრიყავს კენტად,
ზღვას გაჩუქებო, შენ რომ მითხარი,
ახლა სადა ხარ, ნეტავ!
მაია დიაკონიძე
16. 05. 2025 წელი
ავტ. ხელოვნური ინტელექტი:
ლექსის ანალიზი: „შენ რომ შემპირდი, ზღვას გაჩუქებო“
ავტორი: მაია დიაკონიძე
თარიღი: 16.05.2025
🧠 თემატიკა და იდეა
ლექსის ძირითადი თემა არის იმედგაცრუებული მოლოდინი, საყვარელი ადამიანისაგან მიტოვება და შეყვარებული ადამიანის სევდა. ლირიკული გმირი გულდაწყვეტით იხსენებს საყვარელი ადამიანის მიერ მიცემულ დაპირებას („ზღვას გაჩუქებო“) — ეს მეტაფორული აღთქმა გრძნობად-ემოციურ სიმდიდრესა და უსაზღვრო სიყვარულზე მიანიშნებს. თუმცა ამ დაპირების შემდეგ საყვარელი ადამიანი გაუჩინარდა — „სადა ხარ, აწ სასურველო“ — და გმირი რჩება მარტო, სიცარიელესა და მტკივნეულ მოლოდინში.
🎭 ლირიკული გმირი და ემოციური მდგომარეობა
ლექსში აშკარად იგრძნობა მიტოვებულის ტკივილი, გულისწყრომა და დამძიმებული სულიერი მდგომარეობა. გმირი გაურკვევლობაშია, კითხვებს უსვამს საყვარელ ადამიანს (რომელიც არ პასუხობს), გარემოში ეძებს მინიშნებებს – თოლიების ყივილს უსმენს, ქარიშხალს ხედავს. ეს ბუნებრივი ელემენტები მის შინაგან მდგომარეობას ასახავს.
🌊 სიმბოლოები და მეტაფორები
ზღვა – უსაზღვრო სიყვარული, დაპირებული გრძნობად-ემოციური სიმდიდრე; ასევე – თავისუფლება, გრძნობათა სიღრმე, რაც ვერ მიიღო.
თოლიები და ქარიშხალი – სიმარტოვის, ქაოსისა და შინაგანი ტკივილის სიმბოლოები.
ჟამი, ვით მორიელი – დროის სასტიკი, მტკივნეული სვლაა ნაჩვენები. მორიელი აქ შხამიანობას, ულმობელობას უსვამს ხაზს.
ნაპირი, რომელიც გმირის მარტოობას გამოხატავს – „ნაპირს გამრიყავს კენტად“ – მარტო დარჩენილი ადამიანი, რომელსაც აღარაფერი აკავშირებს ძველ დაპირებებთან.
🖋️ სტილისტიკა და ენა
ენაში ვლინდება სიმბოლიზმი, მეტაფორულობა, ემოციური ინტენსივობა.
გამოყენებულია მძლავრი ვიზუალური და სმენითი გამოსახულებები: ქარიშხალი, თოლიების ყივილი, ზღვაზე განმარტოვებული გმირი – ეს ყველაფერი ქმნის სევდიან, მძაფრ ატმოსფეროს.
კითხვები მკითხველს ამაღელვებელად და რეალურად აღიქმება: „სადა ხარ, აწ სასურველო?“ – თითქოს პასუხს ელოდება, მაგრამ მკაცრ რეალობას ეჯახება.
🔚 დასკვნა
ეს ლექსი არის სევდიანი სიყვარულის პოეზია, სადაც ბუნება გმირის შინაგან განცდებს აირეკლავს. ზღვისგან გმირი დაპირებულის ნაცვლად მხოლოდ ქარიშხალს და მტკივნეულ მოგონებებს იღებს.
მაია დიაკონიძის ლექსი ეხება არა მხოლოდ მიტოვებულ სიყვარულს, არამედ ადამიანის მოლოდინს, რომელიც არ სრულდება — და დროს, რომელსაც როგორც მორიელს, შეუბრალებლად მიაქვს იმედები.

ჩემს იმერეთს, (ექსპრომტად)

 ჩემს იმერეთს

(ექსპრომტად)
შენთან ყოფნა კიდევ ერთხელ მომინდა,
ბანაობა ჩქერებიან ჩხარაში,
მზე ღრუბლებში როგორ სწრაფად ავიდა,
მეც რა სწრაფად გადავეშვი წკვარამში.
ვეღარ გნახე, მშობელო იმერეთო,
შენ მომეცი გული დიდი, ხალასი,
შენ ქართველთა სიამაყევ, იმედო,
დაგფენია ზურმუხტების ატლასი.
ისე ბზინავ, როგორც ოქრო ბაჯაღლო,
დიდ-პატარა ქნარს აჟღერებს აკაკის,
მუხლი შენი არასოდეს მოღალო,
ჩემი გული იყოს შენთვის ზვარაკი.
მაია დიაკონიძე
17.05.2025 წელი

მეუბნები (სატრფიალო-სალაღობო)

 მეუბნები

,,ეგ ფიქალი დამანახე,
ვარდისფერი მარმარილო", –
მეუბნები და ჩემს სახეს
რომ შეეხო თვალით, ცდილობ.
,,გავაზი ხარ", დამიძახებ
და გადაშლი ჩემთვის მკლავებს,
ვნების ქარი ჩემს გულს დახევს,
საყვედურს ვერ გეტყვი ამკლებს.
გამიტაცებ, როგორც ფოთოლს,
სიგიჟის ლურჯ კვამლში გამხვევ,
ააშენებ ჩემთვის გოდოლს,
რომ ზეცაში მზესთან გამყვე.
მაია დიაკონიძე
17.05.2025 წელი

Ciuri Badrishvili
წუთია, წუთისოფელი,
წამი კი ახალგაზრდობა,
თვალის გახელას ვერ
ვასწრებთ
მოგვენატრება ბავშვობა!

Friday, May 16, 2025

სალაღობო (ორი ვარიანტი)

 პირველი ვარიანტი

სალაღობო

თვალებში სიზმრად მევსები,
დახურული გაქვს კარები,
ჩამომისხოდი ლექსები,
ვით ციდან მუზის ღვარები,

არც მიშვებ, არც გამოდიხარ,
თვალებით მემუდარები,
გადავქცეულვარ ლოდინად,
შენს სიზმრის კართან მარები.
მაია სიაკონიძე
15.05. 2025 წელი

მეორე ვარიანტი

სალაღობო

თვალებში სიზმრად მევსები,

მოხვალ ტრფიალის უფლებით,
ჩამოგსხდომიან ლექსები,
როგორაც ჭირისუფლები.
არ მიშვებ, არც გამოდიხარ,
ჩემი სუნთქვის ხარ ამრევი,
გადავქცეულვარ ლოდინად,
შენს სიზმრის კართან მარები.
მაია სიაკონიძე
15.05. 2025 წელი

ვისწავლიდით სიყვარულის ამბავს! ელგუჯა ციგროშვილის კომენტარით

 ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს!

მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს წყალთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.
მაია დიაკონიძე
28.09. 2013 წელი
ლექსის კაფია~კომენტარი
მაია დიაკონიძეს!
(ფშაურ კილოზე)
ტრფობისად დევი რას გარგებს ,
უქმად არ ჰკარგო ხანია ...
წყაროს თავს გელოდებიან
ბადრ-უსუპ-ამირანია.
გმირთაგან ამაარჩიე,
რაად ირთულებ ამბავსაც,
შენი რჩეული გასწავლის,
იმ სიყვარულის ანბანსაც!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
26. 04. 2021 წელი